ჩვენი კეთილი ნება იყო, რომ ვენეციის კომისიას მივმართეთ — ოხანაშვილი მოსამართლეების პროექტზე
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის თქმით, ქართული ოცნების კეთილი ნება იყო, რომ უზენაესი მოსამართლეების კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიას მიმართეს. ამის შესახებ მან დღეს, 15 აპრილს კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
კომიტეტის დეპუტატების ნაწილი, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები მოითხოვენ, რომ ქართული ოცნების კანონპროექტი უზენაესის მოსამართლეების არჩევის შესახებ ვენეციის კომისიის დასკვნის შემდეგ განიხილონ. როგორც ოპოზიციისთვის, ისე სასამართლოს თემაზე მომუშავე ორგანიზაციებისთვის გაუგებარია, რატომ დაარღვია პირობა ქართულმა ოცნებამ და კანონპროექტის განხილვა ვენეციის კომისიის დასკვნამდე დაიწყო.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ვენეციის კომისიის დასკვნას ხვალ, 16 აპრილს გამოაქვეყნდება და გამოქვეყნებულ რეკომენდაციებს პლენარული განხილვების დროს გაითვალისწინებენ. ის უარყოფს ბრალდებას, რომ მმართველი გუნდი პროცესის დაჩქარებას ითხოვს.
"სად არის თქვენი ლოგიკა? უხერხულია, ამ პოზიციას რომ აფიქსირებთ. არასამთავრობოებს ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ ყველა ფორმატში ყოფილიყვნენ წარმოდგენილები. გამჭვირვალედ, გახსნილად, საჯაროდ, ყველა დაინტერესებულ პირს ჰქონდა საშუალება, რომ პროცესში ჩართულიყო. დავწერეთ პროექტი, რომელზეც დარწმუნებულები ვართ, რომ არის საუკეთესო პროექტი და არ გვაქვს პრობლემა, რომ გავაცნოთ საერთაშორისო ექსპერტებს და არ გვაქვს იმის შიში, რომ ამ პროექტით პრობლემები შეგვექმნება, რა თქმა უნდა, ჩვენი კეთილი ნება იყო, რომ გადავაგზავნეთ და ვთქვით და დავაანონსეთ და ჩვენ ვიყავით პირველები, ვინც ეს ვთქვით და ახლა გამოდიხართ და ამბობთ, რომ ჩვენ ვჩქარობთ და არ გვინდა ვენეციის კომისიის გადაწყვეტილების გათვალისწინება", — განაცხადა ოხანაშვილმა.
კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის თქმით, რეგლამენტის თანახმად ამ კვირაში კომიტეტი ვეღარ ჩაინიშნებოდა და პროცესი ორი კვირით გადაიდებოდა.
ამავე თემაზე:
- უზენაესის მოსამართლეთა არჩევის წესთან დაკავშირებით ომბუდსმენი პარლამენტს მოხსენებით მიმართავს
- დარღვეული პირობა — რატომ განიხილავს ოცნება მოსამართლეების კანონპროექტს ვენეციის კომისიის დასკვნამდე
- იურიდიულ კომიტეტში უზენაესის მოსამართლეთა შესარჩევ კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ
- რა არის ვენეციის კომისია და რა როლი აქვს მას
- ვენეციის კომისიის დასკვნის მოლოდინში
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები