სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებმა ეკლესიის დაფინანსებისათვის 1 434 627 ლარი დახარჯეს
სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებმა 2017 წლის იანვრიდან 2019 წლის თებერვლის ჩათვლით, რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსებისათვის ჯამში 1 434 627 ლარი დახარჯეს. ამის შესახებ საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია ნათქვამი.
ამავე კვლევის მიხედვით, 2014-2016 წლებში მუნიციპალიტეტების მიერ გაცემული თანხის ჯამურმა ოდენობამ 1 267 604,3 ლარი შეადგინა. მუნიციპალიტეტებმა წინა პერიოდის მსგავსად, 2017-2019 წლებშიც ფინანსური დახმარება მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას გაუწიეს.
თუ 2017 წელს მუნიციპალიტეტების მიერ გაწეულმა ფინანსურმა დახმარებამ 466 862 ლარი შეადგინა, 2018 წელს გაცემული თანხის ოდენობა თითქმის გაორმაგდა და ჯამში მუნიციპალიტეტების მიერ ეკლესიისათვის 804 464 ლარი გაიცა.
კვლევაში ასევე ვკითხულობთ, რომ ამავე პერიოდში სამეგრელო-ზემო სვანეთში ეკლესიას სახელმწიფოსგან ორი უძრავი ქონება გადაეცა: ჩხოროწყუში, სოფელი ხაბუმეში მდებარე 1886 კვ.მ. არასასოფლო‐სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი) და ქალაქ სენაკში, სამხედრო დასახლებაში მდებარე 2663 კვ.მ. არასასოფლო‐სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა‐ნაგებობა.
"ოფიციალური დოკუმენტებით, გაურკვეველია აღნიშნული ქონების გადაცემის საფუძველი და მიზანი", — ნათქვამია კვლევაში.
TI-ის ცნობით, ამავე პერიოდში სენაკის მუნიციპალიტეტმა სენაკში, სოფელი ლეძაძამესა და ეკში მდებარე ორი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა გადასცა სახელმწიფოს შემდგომში საპატრიარქოსთვის გადასაცემად - ამ მიწის ნაკვეთებზე განთავსებული იყო კულტრული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ეკლესია და მონასტერი. თუმცა ეს ქონებები სახელმწიფოს ეკლესიისათვის დღემდე არ გადაუცია.
სამეგრელ-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებიდან რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსებისათვის თანხა არ გაუცია მხოლოდ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს.
რაც შეეხება სხვა მუნიციპალიტეტებს:
- ყველაზე მეტი თანხა — 500 000 ლარი ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა დახარჯა, მან ეკლესიებისა და საკვირაო სკოლების მშენებლობა დააფინანსა, ასევე, ამავე პერიოდის განმავლობაში 50 000 ლარი გამოყო ვლაქერნობის დღესასწაულის (ღვთისმშობლის კვართის დადების დღე) ფარგლებში "საპატიო სტუმრებისათვის ტრაპეზის მოსაწყობად";
- მესტიის მუნიციპალიტეტმა თანხა (439 958 ლარი) გამოყო ცალკეული ეკლესიებისა და მონასტრების, მათ შორის მესტიისა და ზემო სვანეთის საეპისკოპოსო რეზიდენციის მშენებლობისათვის;
- ხობის მუნიციპალიტეტმა 13 631 ლარი დახარჯა ხობის დედათა მონასტრის ელექტროენერგიის გადასახადის დასაფარად;
- ფოთის მერიამ ჯამში 237 537 ლარი დახარჯა, საიდანაც 94 719 ფოთის საკათედრო ტაძრის ელექტროენერგიის ხარჯებს მოხმარდა, 142 818 კი ამავე ტაძრის სარემონტო სამუშაობს;
- აბაშის მუნიციპალიტეტმა 50 000 ლარით დააფინანსა საკვირაო-სამრევლო სკოლის სარეკონსტრუქციო სამუშაოები;
- მარტვილის მუნიციპალიტეტმა არ მოგვაწოდა ინფორმაცია, თუ რა კონკრეტული ღონისძიებებისთვის დაიხარჯა მის მიერ გამოყოფილი 77 500 ლარი.
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
-
გადახედვასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
კომენტარები