სქესობრივ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ კანონპროექტს კომიტეტმა მხარი დაუჭირა
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მხარი დაუჭირა მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც სქესობრივ დანაშაულთან ბრძოლას ისახავს მიზნად. კანონპროექტით, პედოფილიაზე სასჯელი გამკაცრდება და მსჯავრდებულთა ბაზა შეიქმნება.
აღნიშნული კანონპროექტი მიზნად ისახავს როგორც არასრულწლოვნების, ისე სრულწლოვნების მიმართ ჩადენილ სქესობრივი დანაშაულის პრევენციას და არა მხოლოდ დანაშაულის შემდგომ რეაგირებას.
როგორც განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, სქესობრივ დანაშაულთა ბრძოლის არსებული ინსტრუმენტები, რომელიც ძირითადად მიმართულია დანაშაულის გამოვლენისა და გამოძიებისკენ, ხშირად სათანადო ეფექტიანობას მოკლებულია, რამდენადაც არ ქმნის სამართლებრივი სიკეთის ხელყოფის თავიდან აცილების რეალურ შესაძლებლობას.
სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული
დანაშაული მოიცავს სისხლის სამართლის კოდექსის 137-141-ე და 2551-2552-ე მუხლებს. აღნიშნული მუხლები ეხება გაუპატიურებას, სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას, პირის სხუელში სექსუალური ხასიათის შეღწევის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება, გარყვნილ ქმედებას, პორნოგრაფიის შექმნასა და გასაღებას და მასში არასრულწლოვნების ჩაბმას.
რა შეზღუდვები დაწესდება
კანონპროექტის თანახმად, სასამართლოს ენიჭება დისკრეციული უფლებამოსილება, სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე-141-ე, აგრეთვე, 2551-2552 მუხლებისთვის მსჯავრდებულ პირს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ჩამოართვას ქვემოთ ჩამოთვლილი ერთი ან რამდენიმე უფლება:
- საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში, სკოლისგარეშე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, ასევე არასრულწლოვნებისთვის ნებისმიერი სახის საგანმანათლებლო/სასწავლო/სააღმზრდელო მომსახურების გაწევა და ასეთი მომსახურების გამწევ დაწესებულებებში საქმიანობა;
- არასრულწლოვანთათვის განკუთვნილ საგანმანათლებლო დაწესებულებასა და ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში და მათ მიმდებარე ტერიტორიაზე არაუმეტეს 30 მეტრის რადიუსში, ბიბლიოთეკაში, ბავშვთა გასართობ ცენტრში, სკოლისგარეშე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებაში (მათ შორის, სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო დაწესებულება), არასრულწლოვნებისთვის ნებისმიერი სახის საგანმანათლებლო/სასწავლო/სააღმზრდელო მომსახურების გამწევ დაწესებულებაში ყოფნის უფლება;
- არასრულწლოვანთან ერთად ცხოვრების უფლება, თუ პირს სსკ-ის 137-ე-141-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული ჩადენილი აქვს არასრულწლოვნის მიმართ;
- სოციალური მუშაობის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სოციალური მუშაობა;
- საექიმო საქმიანობა;
- სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში — საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობა;
- პასიური საარჩევნო უფლება; თ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება;
- სატრანსპორტო საშუალებით, მათ შორის, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის უფლება;
- სხვა საქმიანობის განხორციელების უფლება, რომლის ჩამორთმევასაც დამნაშავის პიროვნების და დანაშაულის ხასიათის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიიჩნევს სასამართლო.
უფლებების ჩამორთმევის მინიმალური და მაქსიმალური ვადები განისაზღვრება კანონით. კერძოდ, პირს უფლებები ჩამოერთმევა: ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში ხუთ წლამდე ვადით, მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში ხუთიდან ათ წლამდე ვადით, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში ათიდან 15 წლამდე ვადით.
გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნება ამ მიმართულებით დანაშაულზე მსჯავრდებულთა რეესტრი. კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროში იარსებებს ერთიანი ელექტრონული ბაზა, რომელშიც დაცული იქნება პერსონალური მონაცემები სსკ-ის 137-ე-141-ე, 2551-2552 მუხლებით მსჯავრდებული პირების შესახებ.
როგორც კანონის ინიცატორები ამბობენ, აღნიშნული რეესტრის ფუნქციონირებას აქვს ორი ძირითადი მიზანი — სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების ეფექტიანი პრევენცია და ამგვარი დანაშაულების ჩამდენ პირთა იდენტიფიცირების გამარტივება.
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
კომენტარები