საქართველოსა და მადაგასკარს შორის პირველი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციამ მადაგასკარში ჩავიდა, სადაც ქვეყნის საგარეო უწყებასთან პირველი პოლიტიკური დებატები გამართა.
11-12 აპრილის შეხვედრაზე საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, ხოლო მადაგასკარის მხარეს საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური მდივანი ტაჰირი რაციმანდაო. როგორც უწყების განცხადებაში წერია, შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა ორ ქვეყანას შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის საკითხთა ფართო სპექტრი, სავაჭრო-ეკონომიკურ, საინვესტიციო, კულტურის, განათლების, მეცნიერებისა და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის პერსპექტივები.
კონსულტაციების ფარგლებში ქვეყნებს შორის ურთიერთობების ხელშესაწყობად ორმხრივი სამართლებრივი ჩარჩოს ჩამოყალიბებისა და განვითარების სამოქმედო გეგმა შემუშავდა.
"ქართულმა მხარემ, ასევე, დაადასტურა მზადყოფნა მადაგასკარის მხარეს გაუზიაროს სახელმწიფო სერვისების, ეკონომიკური განვითარების და სხვა სფეროებში საქართველოს მიერ გატარებული წარმატებული რეფორმების გამოცდილება", — აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველოს დელეგაციამ მადაგასკარელ კოლეგებს მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში უსაფრთხოების, ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარულ სფეროში შექმნილი მდგომარეობის შესახებ.
ანტანანარივოში ვიზიტისას, დელეგაცია შეხვდა მადაგასკარის პრემიერ-მინისტრს, ქრისტიან ნცაის, მადაგასკარის საგარეო საქმეთა მინისტრს, ნიაინა ანდრიანციტოჰაინას და მადაგასკარის სენატის პრეზიდენტს, რივო რაკოტოვაოს. საქართველოს დელეგაციამ შეხვედრები გამართა მადაგასკარის ეკონომიკური განვითარების საბჭოსთან, ტურიზმის ეროვნულ ბიუროსთან, მადაგასკარის ექსპორტიორ და იმპორტიორ, ასევე, სასარგებლო წიაღისეულის მომპოვებელ კომპანიებთან. საუბარი შეეხო საქართველოს და მადაგასკარის ბიზნეს სექტორებს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობებს.
მადაგასკარის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ და თანმხლები დელეგაციის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს ანტანანარივოში საქართველოს საპატიო საკონსულოს გახსნის ცერემონიაში.
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
კომენტარები