მსოფლიო ლიდერები პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილ ხანძარს ეხმაურებიან
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილ ძლიერ ხანძარს ტვიტერზე ეხმაურებიან ქვეყნის პირველი პირები, პოლიტიკოსები, დიპლომატები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ისინი მწუხარებას გამოთქვამენ მსოფლიოში ცნობილი ღირსშესანიშნაობის გამო და ფრანგ ხალხს მხარდაჭერას უცხადებენ.
ემანუელ მაკრონი, საფრანგეთის პრეზიდენტი
"ემოციურია მთელი ერისთვის, ყველა კათოლიკესთვისა და ფრანგისთვის. ყველა ჩვენი თანამემამულის მსგავსად, დამწუხრებული ვარ, როცა ვხედავ, როგორ იწვის ჩვენი ნაწილი".
სადიკ ხანი, ლონდონის მერი
"სამწუხარო სცენაა ნოტრ დამი ცეცხლის ალში. ამ მწუხარებაში ლონდონი პარიზის გვერდითაა და მხარს უჭერს, როგორც ყოველთვის".
ფრანსუა ოლანდი, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი
"ნოტრ დამი ჩვენი საერთო სიმდიდრეა. პატივისცემას გამოვხატავ მეხანძრეების მიმართ, რომლებიც ცდილობენ ხანძრის ჩაქრობას".
ანგელა მერკელი, გერმანიის კანცლერი
"რა მტკივნეულია ცეცხლმოკიდებული ტაძრის საშინელი სურათის ნახვა. ნოტრ დამი საფრანგეთისა და ჩვენი ევროპული კულტურის სიმბოლოა. ფიქრებით ჩვენს მეგობარ ფრანგებთან ვართ".
დონალდ ტუსკი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი
"პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი მთელი ევროპის ღვთისმშობელია. დღეს ყველა პარიზის გვერდით ვართ"
დონალდ ტრამპი, აშშ-ს პრეზიდენტი
"საშინელებაა პარიზში ნოტრ დამის საკათედრო ტაძარში მასიური ცეცხლის ყურება. იქნებ, მფრინავი წყლის ავზები იქნას გამოყენებული მის ჩასაქრობად. საჭიროა სწრაფად მოქმედება".
მაიკ პენსი, აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი
"ნოტრ დამი მთელ მსოფლიოში რწმენის სიმბოლოა და გულდასაწყვეტია, უყურებდე, როგორც იწვის ღმერთის სახლი. ჩვენი ფიქრი და ლოცვა მეხანძრეებთანაა, რომლებიც ებრძვიან ცეცხლს და ასევე ფრანგ ხალხთან".
სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი
"თვალს ვადევნებ საშინელ ხანძარს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში. საქართველო ფრანგი ხალხის გვერდითაა"
მელანია ტრამპი, აშშ-ს პირველი ლედი
"მე გული მტკივა ფრანგი ხალხის გამო, მას შემდეგ რაც პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ცეცხლი გაჩნდა. ვლოცულობ ყველას უსაფრთხოებისთვის".
მამუკა ბახტაძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი
"შოკირებული და დამწუხრებული ვარ პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის კატასტროფული ხანძრის გამო. განსაცდელის ამ მძიმე წუთებში ჩვენი ფიქრები პარიზისა და საფრანგეთისკენაა მიმართული".
ტერეზა მეი, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი
"ფიქრებით ახლა ფრანგ ხალხთან და სამაშველო სამსახურის თანამშრომლებთან ვარ, რომლებიც ალში გახვეული ტაძრის გამო იბრძვიან".
ჰილარი კლინტონი, აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი
"პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი არის სიმბოლო, რომ კაცობრიობას დიადი მიზნისთვის გაერთიანება შეუძლია, რათა ააშენო სულისშემძვრელი სალოცავები, რომელთა აგება ერთ ადამიანს არ შეუძლია. ვუსურვებ საფრანგეთს ძალასა და ერთიან მიზანს მაშინ, როდესაც ისინი გლოვობენ და მაშინაც, როდესაც დამწვარის აღდგენას დაიწყებენ".
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
კომენტარები