ტოპ 4 ინვესტიცია მომავლის განვითარებისთვის
კრედო ბანკში სჯერათ, რომ სტუდენტებისთვის ხელის შეწყობა ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეა. სწავლისას, ახალგაზრდების შრომისა და მონდომების დაფასება, მათთვის ყველაზე დიდი მოტივაციაა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი იშვიათი პროფესიების წახალისება, როგორებიცაა აგრონომია, ვეტერინარია, მევენახეობა-მეღვინეობა და სატყეო საქმე. ჩამოთვლილი სფეროები საჭიროებენ თავდადებულ, ერთგულ და სიახლეებით სავსე პროფესიონალებს, რომლებიც ამ დარგების განვითარებაში საკუთარ რესურსს ჩადებენ.
სწორედ ამიტომ, კრედო ბანკმა აგრარულ უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა და მოცემულ პროგრამებში ყველაზე მაღალი აკადემიური მოსწრების გსტუდენტებს სემესტრული სტიპენდია დაუნიშნა. მოცემული თანხა ფულადი გზავნილების სერვისით მიღებულიშემოსავლიდან გამოიყო. ეს კი თავისთავად გულისხმობს იმას, რომ თითოეულ ადამიანს, ვინც სარგებლობს კრედო ბანკის ადგილობრივი და საერთაშორისო ფულადი გზავნილებით, საკუთარი წვლილი შეაქვს აგრო მიმართულებების სტუდენტების მომავალ წარმატებაში; ეს კი, თავისმხრივ, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სფეროს, აგრო ბიზნესის განვითარებას ისახავს მიზნად.
ამ უმნიშვნელოვანესი წამოწყების ფარგლებში, უკვე ოთხ სტუდენტს დაენიშნა სტიპენდია. ოთხივე მათგანი თავისმხრივ გამორჩეული და ყოველმხრივ მონდომებულია. იმისთვის, რომ დარწმუნდეთ ამ მოცემულობის ჭეშმარიტებაში, უკვე დაფინანსებული სტუდენტები თავად გაგაცნობენ საკუთარ თავს და მოგცემენ საშუალებას შეაფასო იმ საქმის სიდიადე, რომელსაც კრედო ბანკი თქვენი დახმარებით აკეთებს.
ბაჩანა აბესაძე
მე ვარ ბაჩანა აბესაძე. დავიბადე ქალაქ ტყიბულში და იქვე გავიზარდე. გამორჩეულად მიყვარს კინემატოგრაფია და ინტელექტუალური თამაშები. ვარ მიზანდასახული, მოტივირებული და რა? სად? როდის? სამოყვარულო გუნდის კაპიტანი.
რა? - ჩავირიცხე.
სად? - აგრარულ უნივერსიტეტში, მევენახეობა-მეღვინეობის პროგრამაზე.
როდის? - 2016 წელს.
ვფიქრობ, რომ ჩემი პროფესია მომცემს საშუალებას საკუთარი საქმე ვირტუოზულად ვაკეთო. ყოველი ღვინო შემქმნელის ემოციას და შინაგან მდგომარეპბას გამოხატავს. ამიტომ მგონია, რომ ყველა მეღვინის ოცნება უნიკალური ღვინის შექმნაა, რომელიც ამომწურავად გადმოსცემს ავტორის მიერ აღქმულ სამყაროს. ასე რომ, ჩემი ოცნების "სამსახური" ღვინის რეზერვიუარებით სავსე სივრცეა, სადაც თავისუფლად შევქმნი საკუთარ პროდუქტს.
ამ ეტაპზე, მთლიანად სწავლაზე ვარ ორიენტირებული. მინდა, მაქსიმალურად ღრმა ცოდნა მივიღო და შევიძინო ყველა საჭირო უნარი, რომელიც წარმატების მიღწევაში დამეხმარება. ამ ეტაპამდე კი, კრედო ბანკის დანიშნული სტიპენდიით ახალი ლეპტოპი შევიძინე, რომელიც ნამდვილად მიმარტივებს ყოველდღიურობს.
თამარ გოგნიაშვილი
მე თამარ გოგნიაშვილი ვარ და ამ მომენტამდე, ჩემ მიერ მიღებული ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება აგრარულ უნივერსიტეტში ჩაბარება იყო. სკოლა 2016 წელს დავამთავრე და ვეტერინარიის ფაკულტეტზე სახელმწიფო დაფინანსებით ჩავირიცხე. ახლა უკვე მესამე კურსზე ვარ. წინა, შემოდგომის სემეტრში კრედო ბანკის სტიპენდიატი გავხდი და ძალიან მადლიერი ვარ, რადგან სტუდენტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც მათ შრომას აფასებენ.
ხშირად მიფიქრია, როგორია ჩემი ოცნების სამსახური, მაგრამ ბოლომდე ახლაც ვერ წარმომიდგენია. ცხოველებთან მუშაობა უკვე მიქმნის უდიდეს კომფორტს — ამ ეტაპზე პრაქტიკას გავდივარ ვეტერინარულ კლინიკაში და აღფრთოვანებული ვარ ვეტერინარი ექიმის საქმით. სწავლის დასრულების შემდეგ იმედი მაქვს, რომ კარიერულ წინსვლას საკუთარი პროფესიით გავაგრძელებ.
დალი გორგიაშვილი
სალამი, მე დალი მქვია. მასწავლებლები და კლასელები გორგიაშვილითაც მომმართავდნენ ადრე. ოცი წლის სტუდენტი ვარ, ქალაქ რუსთავიდან და აგრარულ უნივერსიტეტში ვსწავლობ, აგრონომიის ფაკულტეტზე.
ამ უნივერსიტეტში მოხვედრა და აღნიშნული პროფესიის არჩევა იყო ერთ-ერთი ყველაზე სწორი და წარმატებული გადაწყვეტილება ჩემს ცხოვრებაში. დღეს მესამე კურსის სტუდენტი ვარ და ვთვლი, რომ ჩემს ცხოვრებაში სტუდენტობის პერიოდს საუკეთესოს დამსახურებულად ვუწოდებ. მიყვარს მცენარეები და სახლში მათზე ზრუნვით ვარ დაკავებული. ვიმედოვნებ, ჩემი ჰობი მალე გაცილებით სერიოზულ სახეს მიიღებს - სახლს ბუნება შეცვლის, ხოლო ოთახის მცენარეებს - მასშტაბური მეურნეობა.
სამომავლოდ მინდა, რომ საკუთარი ფერმერული მეურნეუბა შევქმნა და დამოუკიდებლად ვმართო. ამჟამად ჩემი უპირველესი სურვილი საკუთარი შრომით შექმნილი ნაყოფის ხილვაა.
ნინო ქათამაძე
მომღერლის პატივსაცემად არ დაურქმევიათ ჩემთვის ეს სახელი, თუმცა ნინო ქათამაძე ვარ, სატყეო საქმის მეოთხე კურსის სტუდენტი. მიყვარს ლაშქრობა, ბუნება და მაინტერესებს ყველაფერი, ეკოლოგიის შესახებ.
დღეს სატყეო საქმის მეოთხე კურსის სტუდენდი ვარ, რომელიც დარწმუნებულია, რომ 4 წლის წინ სწორი არჩევანი გააკეთა. ასევე დარწმუნებულია იმაში, რომ წინა სემესტრში, კრედო ბანკმაც სწორად შეაჩერა არჩევანი მასზე და დაუნიშნა სტიპენდია. აღნიშნულმა სტიპენდიამ საშუალება მომცა დამატებითი ლიტერატურა და ჩემი პროფესიისათვის საჭირო ინვენტარი შემეძინა. ვფიქრობ, ასეთი ყურადღება ჩვენთვის, სტუდენტებისთვის კარგი მოტივატორია, რადგან ეს დამატებითი სტიმულია იმისთვის, რომ სტუდენტები მთლიანად სწავლასა და პროფესიულ განვითარებაზე მობილიზდნენ.
მინდა, რომ ჩემს საქმეში მაქსიმალურად წარმატებული და რეალიზებული იყო და ამისთვის შესაბამისადაც ვშრომობ. სწავლის დასრულების შემდეგ ვაპირებ მუშაობა დავიწყო ჩემი პროფესიით და პარალელურად ჩავაბარო სამაგისტრო პროგრამაზე.
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები