არანაირი უსაფრთხოების ნორმები არაა, მკვლელები არიან — პანორამა თბილისის მშენებლობაზე დასაქმებული

ფოტო: Shutterstock
თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პანორამა თბილისის მშენებლობაზე დასაქმებული მუშა აცხადებს, რომ შრომითი უსაფხოების წესები დაცული არ არის. რამდენიმე წუთის წინ ამ მშენებლობიდან 3 მუშა გადმოვარდა.
"მალიარკას ვაკეთებ. შიგნით ვმუშაობ, არანაირი უსაფრთხოების ზომები არაა. მკვლელები არიან პიდაპირ რომ გითხრათ, მკვლელები", — აცხადებს გოჩა გობაძე ლიბერალთან ინტერვიუში.
მისი თქმით, დაშავებულები მეცხრე სართულის ფასადის რემონტზე მუშაობდნენ, როდესაც გადმოვარდნენ. მისივე თქმით, იძულებულები არიან მსგავს პირობებში სამსახურს დათანხმდნენ.
"ვინუჟდენი [იძულებით] ვმუშაობთ, არაფერი არ არი. რა ვქნა დედა მყავს ინსულტით დაავადებული, ჩამოსული ვარ, რომ წამალი და პამპერსი ვუყიდო დედაჩემს. ვმუშაობ იძულებული, მუშა ვარ", — განაცხადა მან.
პანორამა თბილისის მშენებლობიდან 3 მუშა გადმოვარდა. როგორც On.ge-ს სასწრაფო სამედიცინო დახმარების პრესსამსახურმა განუცხადა, ორი დაშავებული ამტელ ჰოსპიტალში, ერთი კი ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები