კენჭისყრა დარჩება ფარული — თალაკვაძე ვენეციის კომისიის რეკომენდაციებზე
"ვენეციის კომისიის სამართლებრივ რეკომენდაციებს გავითვალისწინებთ, ის რეკომენდაციები, რომლებიც პოლიტიკურ გადაწყვეტილებას უკავშირდება იქნება განხილული პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების დროს", — ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. სხდომაზე უზენაესის მოსამართლეთა არჩევის კანონპროექტზე ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს განიხილავდნენ.
არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ქართული ოცნება გაითვალისწინებს რეკომენდაციებს ინტერესთა კონფლიქტისა და საკვალიფიკაციო გამოხდის ამოღების შესახებ. უმრავლესობის ლიდერს არ დაუსახელებია სხვა კონკრეტული რეკომენდაციები, რომელსაც კანონპროექტში ასახავდნენ, თუმცა თქვა, რომ "ფაქტობრივად ყველა სამართლებრივ რეკომენდაციას გაითვალისწინებენ".
ქართული ოცნების დეპუტატმა თქვა, რომ ისინი არ ითვალისწინებენ ვენეციის კომისიის რეკომენდაციას კენჭისყრის ღიაობასთან დაკავშირებით.
"2013 წელს ვენეციის კომისიამ საქართველოს ხელისუფლებას მოგვცა რეკომენდაცია, რომ ღია კენჭისყრა გადაგვეყვანა ფარულ რეჟიმში, ეს ეხებოდა სასამართლოს. ჩვენ გადავიყვანეთ ფარული კენჭისყრის მოდელზე და ჩვენ ამ გადაწყვეტილების ერთგულნი ვრჩებით, ის არგუმენტაცია, რომელიც მაშინ იყო წარმოდგენილი არის მნიშვნელოვანი დღესაც. ვინაიდან ეს იყო ერთ-ერთი ასპექტი, რომელზეც ამახვილებდა ყურადღებას ვენეციის კომისია თავის დასკვნაში და ჩვენ ვეთანხმებით 2013 წელს მიღებულ გადაწყვეტილებას და კენჭისყრა დარჩება ფარული", — განმარტა თალაკვაძემ.
მისივე თქმით, ღია კენჭისყრა იყო ზეწოლისა და პირდაპირი კონტროლის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი წინა ხელისუფლების პირობებში და ეს ჩანაწერი დარჩება უცვლელი.
ვენეციის კომისიის რეკომენდაციები უზენაესის მოსამართლეთა დანიშვნის წესებთან დაკავშირებით უკვე ცნობილია. დოკუმენტი 14-გვერდიანია და 68 პუნქტს მოიცავს. საპარლამენტო უმრავლესობა ირწმუნება, რომ დასკვნა პოზიტიურია, არასამთავრობო სექტორი და ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ ვენეციის კომისია მოსალოდნელზე მეტად კრიტიკული იყო. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კომისიის დასკვნებთან დაკავშირებით უკვე შეხვდა არასამთავრობო სექტორს, დიპლომატიურ კორპუსს და დეპუტატებს. რეკომენდაციები პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გუშინ უნდა განეხილა, თუმცა, ოპოზიციის მოთხოვნის და შემდგომ უმრავლესობის გადაწყვეტილების საფუძველზე, განხილვა დღეისთვის, 18 აპრილისთვის გადაიდო.
-
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები