4 ტიპის დაზღვევა, რომელიც GOT-ის გმირებს გამოადგებოდათ
თუ სამეფო კარის თამაშების განვლილმა სეზონებმა რაიმე გვასწავლა, ეს, პირველ რიგში, ისაა, რომ არავინ არაფრისგან არის დაზღვეული, არადა, ვესტეროსი საცხოვრებლად უსაფრთხო ადგილი ნამდვილად არაა.
როგორც სერიალის შემქმნელები ამბობენ, არც მერვე სეზონში უნდა გვქონდეს სიმშვიდისა და სტაბილურობის იმედი და რაკი საყვარელ გმირებზე გული ყველას შეგვტკივა, ისღა დაგვრჩენია, ამ რთულ პირობებში მათ სხვადასხვა ტიპის დაზღვევა შევურჩიოთ.
1. სიცოცხლის დაზღვევა - ჯონ სნოუ
სიცოცხლის დაზღვევა სამეფო კარის თამაშების პერსონაჟებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, რადგან ყველაფერი მათ წინააღმდეგ მოქმედებს: ამინდი, გეოპოლიტიკური მდგომარეობა და მაყურებლის სიყვარულიც კი (საკმარისია, რომელიმე გმირი შეგვიყვარდეს, რომ მაშინვე გვიკლავენ ხოლმე).
რა თქმა უნდა, მაყურებლების დიდი ნაწილი სიცოცხლის დაზღვევას ჯონ სნოუს ურჩევდა, მაგრამ ჩნდება კითხვა: საერთოდ სჭირდება თუ არა მას სიცოცხლის დაზღვევა? ან თუ კიდევ აპირებს გაცოცხლებას, რომელიმე სადაზღვევო კომპანია აიღებს თუ არა საკუთარ თავზე მასთან თანამშრომლობას.
უხერხულობა შეიქმნება მაშინაც, თუ ღამის მეფე გადაწყვეტს სიცოცხლის დაზღვევას და მას მიმღებში ზრდილობიანი თანამშრომელი განუცხადებს, რომ უკვე გარდაცვლილია.
2. სამოგზაურო დაზღვევა - არია სტარკი
ფიქრობთ, რომ ყველაზე ცუდი რამ, რაც მოგზაურობისას შეიძლება დაგემართოთ, ბარგის დაკარგვაა?! აბა ვესტეროსის შვიდ სამეფოში მოგზაურობა სცადეთ.
სამოგზაურო დაზღვევა ყველაზე მეტად არია სტარკს გამოადგებოდა, თუმცა რთულია იმის თქმა, სახეების შეცვლისას უცვლელი რჩება თუ არა შენი სადაზღვევო პოლისი.
3. ტრანსპორტის დაზღვევა - დეინერის ტარგარიენი
მაგიური ტრანსპორტის დაზღვევა დეინერის ქარიშხალშობილ ტარგარიენს ცხოვრებას ოდნავ მაინც შეუმსუბუქებდა. პრინციპში, როცა შენი და ყველა ცოცხალი ადამიანის კეთილდღეობა სამ დრაკონზეა დამოკიდებული, სჯობს, ამ სამი თანაშემწიდან ერთ-ერთი მკვდრების არმიას ხელისგულზე არ მიართვა. მაგრამ თუ ეს გარდაუვალია, მაშინ ტრანსპორტი დაზღვეული მაინც გყავდეს, რათა მიღებული ანაზღაურებით სხვა დრაკონებს ყოველდღიური საკვები: ცხვრები და გოჭები უყიდო.
4. ქონების დაზღვევა
სიცოცხლის დაზღვევის შემდეგ ქონების დაზღვევა ვესტეროსში ყველაზე პოპულარული იქნებოდა. მაგალითად, კედელს ერთობლივი ძალისხმევით დააზღვევდნენ ღამის გუშაგები და ველურები.
დრაკონზე ამხედრებული ღამის მეფის მიერ კედლის დანგრევის შემდეგ, აღარავის გაუკვირდება, თუ ნელ-ნელა მთელი ვესტეროსის განადგურების მომსწრე გავხდებით. წესით, ჩრდილოეთის საზღვართან მდებარე ციხესიმაგრეების დაზღვევა უფრო ძვირი უნდა ღირდეს, ვიდრე ესოსში მდებარე აგარაკის, ხოლო ვინტერფელის შემთხვევაში საფრთხეებს: ცუდ ამინდს, ხანძარს, მეხსა და უბედურებას, სერსეისგან დაზღვევაც უნდა დაემატოს.
აქვე კიდევ რამდენიმე საინტერესო და სპეციფიკური დაზღვევა:
- ჯანმრთელობის დაზღვევა ჯორაჰ მორმონტს გამოადგებოდა - იმ შემთხვევისათვის, თუ გრეი სქეილი ისევ დაუბრუნდება;
- მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის დაზღვევა დაგეხმარება მაშინ, თუ შენი დრაკონი შემთხვევით ვინმეს თავლას გადაწვავს;
- და ქორწილის დაზღვევა - თუ იდეალურად დაგეგმილი ქორწილი შენი კი არა, ჯორჯ მარტინის სცენარით წარიმართება.
-
გადახედვადაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ დაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
გადახედვა1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში 1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში
-
გადახედვანახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო ნახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ
-
გადახედვა5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი 5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი
-
გადახედვა"მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ "მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
გადახედვასასამართლო სისტემა — ბერკეტები და გამოწვევები ქალთა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე სასამართლო სისტემა — ბერკეტები და გამოწვევები ქალთა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე
-
გადახედვარატომ ვერ ვირჩევთ მოსამართლეებს რატომ ვერ ვირჩევთ მოსამართლეებს
-
გადახედვარუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები რუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები
-
გადახედვაპუტინისტურ "ხალხის ძალას" კი არა, ლუკაშენკოსა და ლავროვსაც კი გადაასწრო ივანიშვილმა გუშინდელი განცხადებებით — გოცირიძე პუტინისტურ "ხალხის ძალას" კი არა, ლუკაშენკოსა და ლავროვსაც კი გადაასწრო ივანიშვილმა გუშინდელი განცხადებებით — გოცირიძე
-
გადახედვარომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა რომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა
-
გადახედვაპარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება პარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება
-
გადახედვადათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე დათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე
-
გადახედვადღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს დღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს
-
გადახედვაკობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში კობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში
-
-
გადახედვასად იყო მის გამოსვლაში ხალხი, ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ბოროტება აფრქვია სცენიდან? — ხაბეიშვილი ივანიშვილზე სად იყო მის გამოსვლაში ხალხი, ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ბოროტება აფრქვია სცენიდან? — ხაბეიშვილი ივანიშვილზე
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
კომენტარები