ეს პოლიტიკური პროცესი ეყრდნობა შიდა რევანშისტულ ძალებს — დანელია კაპანაძის იმპიჩმენტზე
მედიაკოალიციის წარმომადგენელი ნინო დანელია აცხადებს, რომ ნათია კაპანაძის გადაყენება აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის პოსტიდან პოლიტიკური პროცესია.
მისი თქმით, კენჭისყრის დროს, სამეურვეო საბჭოს კონკრეტული წევრების იმედი ჰქონდა, თუმცა მათ არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება გამოავლინეს.
"ერთადერთი ახსნა ასეთ ვითარებაში არის პოლიტიკური. მრავალი წელია საზოგადოებრივი მაუწყებლებს ვაკვირდები და ჩემთვის ახალი არაფერი არ ყოფილა. ახალი და გასაკვირი იყო ზოგიერთი საბჭოს წევრის არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება ამ პროცესების მიმართ, რომელსაც, გულწრფელად ვამბობ, არ მოველოდი", — უთხრა On.ge-ს ნინო დანელიამ.
ის ამბობს, რომ ეს არის "ორკესტრირებული პოლიტიკური ინტერესი სარედაქციო დამოუკიდებლობის გაქრობის ან შესუსტების მიმართულებით და ეს პროცესი ეყრდნობა შიდა რევანშისტულ ძალებს".
"ნათელია უკვე რაც ხდება. თავიდანვე იყვნენ ადამიანები, რომლებიც მაუწყებელში საყვირლად იყვნენ განწყობილები და არა საქმიანი განწყობისთვის. მთავარი დირიჟორი ამ პროცესის არის ქართული ოცნების კვოტით წარდგენილი წევრი და მეორე ნაციონალური მოძრაობის კვოტით წარდგენილი წევრი, რომელიც წყნარად გადაბარგდა ქართული ოცნების ორბიტაზე", — განაცხადა ნინო დანელიამ.
აჭარის ტელევიზიის გენერალურ დირექტორს, ნათია კაპანაძეს მრჩეველთა საბჭომ იმპიჩმენტი გამოუცხადა. მომხრე ოთხი მრჩეველი იყო, წინააღმდეგი — ერთი. სავარაუდოდ, გადაყენებას მხარი არ დაუჭირა ბეჟან გობაძემ. კაპანაძე ტელევიზიის დირექტორად 2016 წელს დაინიშნა სამი წლით. ვადის ამოწურვამდე მას ექვსი თვე ჰქონდა დარჩენილი.
იმპიჩმენტის საფუძველი
კაპანაძის იმპიჩმენტი მრჩეველთა საბჭოს ორმა წევრმა მოითხოვა: ირაკლი დარცმელიძემ, რომელიც ნაციონალური მოძრაობის კვოტით არის წარდგენილი და გიგა ჩხარტიშვილმა, რომელიც ქართული ოცნების კვოტითაა საბჭოში. ნატა იმედაიშვილი კი თავიდანვე ამბობდა, რომ იმ საკითხებზე, რაც კაპანაძის იმპიჩმენტის მიზეზად დასახელდა პრეტენზიები მასაც ჰქონდა.
საბჭოს წევრები აცხადებდნენ, რომ დირექტორი არ ასრულებს პრიორიტეტებს და არსებობს ხელფასების პრობლემა. კერძოდ, საბჭო მოთხოვდა რომ მაუწყებელზე გასულიყო საგანმანათლებლო გადაცემა და დოკუმენტური ფილმები. წევრები ამბობდნენ, რომ კაპანაძის მმართველობისას დაეცა ტელევიზიის რეიტინგიც.
საბჭოს ოცნების კვოტით არჩეული წევრი გიგა ჩხარტიშვილი აცხადებდა, რომ კაპანაძის უნდობლობის "მრავალრიცხოვანი" მიზეზი არსებობს. მათ შორისა შესაძლო სამართლებრივი გადაცდომები, უტენდერო შესყიდვები, განმეორებითი შესყიდვები, საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვა.
ის კაპანაძეს საბჭოს მიმართ უპატივცემულობასა და თანამშრომლებისთვის საბჭოს წევრთან ურთიერთობის აკრძალვაში ადანაშაულებდა. ჩხარტიშვილმა კაპანაძეს ფაშისტი უწოდა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილ, ძებნილ თავმჯდომარეს, ასლან აბაშიძეს შეადარა.
იმპიჩმენტის მოთხოვნაზე ინფორმაციის გავრცელების შემდეგ კაპანაძემ თქვა, რომ საფრთხე ექმნება სარედაქციო დამოუკიდებლობას და მაუწყებლის გამართულ მუშაობას. მისი თქმით, მაუწყებელი პრიორიტეტებს იმ შესაძლებლობების ფარგლებში ასრულებდა, რაც აქვს.
კაპანაძე ამბობდა, რომ პრობლემების ნაწილზე ტელევიზია მუშაობდა და გამოასწროა კიდეც. რაც შეეხება რეიტინგს, მისი თქმით, ტელევიზიის რეიტინგს ფილმები წერდა, თუმცა ფილმები ვერ შეცვლის ქედასა და ხულოში ადამიანების ცხოვრებას. გუშინ, 17 აპრილს კი კაპანაძემ საბჭოს ახალი საგრანტო პროექტი წარუდგინა, რომელიც მაუწყებელს ახალ საგანმანათლებლო გადაცემას მოუტანდა.
სარედაქციო დამოუკიდებლობის საფრთხეს ხაზი გაუსვა აჭარის ტელევიზიმაც. მაუწყებლის გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ მიმდინარე პროცესები უპირისპირდება სარედაქციო დამოუკიდებლობას და მთლიანად საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეას.
გამოხმაურებები და მხარდაჭერა კაპანაძეს
კაპანაძის იმპიჩმენტის ინიაციტივა არასამთავრობო ორგანიზაციებმა მკვეთრად უარყოფითად შეაფასეს და განაცხადეს, რომ მოვლენებს თვალს ადევნებენ. დირექტორს მხარი დაუჭირა საქართველოს სახალხო დამცველმა.
ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენებს განცხადებით გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ს საელჩო. მათი თქმით, მაუწყებლისა და კაპანაძის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს თვალ-ყურს ადევნებენ. საელჩომ იმედი გამოთქვა, რომ ტელევიზია და მისი ხელმძღვანელობა საქართველოში თავისუფალი მედიის განვითარების საქმეში დადებითი როლის შესრულებას გააგრძელებენ.
კაპანაძეს მხარდაჭერა გამოუცხადა ქართველ მუსლიმთა კავშირმა. მათი თქმით, კაპანაძის დირექტორობისას ტელევიზია ხელმისაწვდომი გახდა რელიგიური და ეთნიკური უმცირესობებისთვის, მრავალფეროვანი კულტურის უკეთ წარმოჩენა გახდა შესაძლებელი. მათივე თქმით, კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხი შესაძლებელია გახდეს დიდი ზიანის მომტანი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებისა და მედიის თავისუფლებისათვის.
დირექტორს გაემიჯნა ტელევიზიის 103 თანამშრომელი. ისინი ამტკიცებდნენ, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობა კაპანაძის მონაპოვარი არ არის და მას შემდეგ არსებობს, რაც ტელევიზია საზოგადოებრივი მაუწყებელი გახდა. მათი თქმით, კაპანაძე ერთპიროვნულ და არაკომპეტენტურ გადაწყვეტილებებს იღებს, რაც ცუდად ისახება ტელევიზიის საქმიანობასა და იმიჯზე.
პოლიტიკური პარტიები
ნაციონალურ მოძრაობაში მიიჩნევენ, რომ იმპიჩმენტის დაყენების საკითხი პოლიტიკური გავლენის მოპოვების მცდელობაა. პარტიაში მიაჩნიათ, რომ აჭარის ტელევიზია ღია ზეწოლის მსხვერპლია და ხელისუფლება სამეთვალყურეო საბჭოს წევრების დახმარებით ცდილობს გადააყენოს პროფესიონალი. გაერთიანებული ოპოზიციის აჭარის ადგილობრივ წარმომადგენლობას კი მიაჩნია, რომ დირექტორის იმპიჩმენტი ბორდის წევრებს ხელისუფლებამ დაავალა.
ევროპული საქართველოს დეპუტატმა ოთარ კახიძემ განაცხადა, რომ კაპანაძის გადადგომა ხელისუფლების ინტერესია, რადგან აჭარის ტელევიზია დღეს ობიექტური და მიუკერძოებელია. რაც შეეხება არასაპარლამენტო ოპოზიციას, ნათია კაპანაძეს მხარდაჭერა გამოუცხადა თავისუფალი დემოკრატების წევრმა ნინო გოგუაძემ. მისი თქმით, პოლიტიკოსებს არ მოსწონთ, როცა ტელევიზიაში მათი ინტერესების გატარება არ ხდება
ქართული ოცნების დეპუტატი გიორგი გაჩეჩილაძე ფიქრობს, რომ აჭარის ტელევიზია გამოირჩევა საქართველოს მედიასივრცეში, როგორ მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი არხი. მას მიაჩნია, რომ მმართველი გუნდის ინტერესი არაა 2012 წლის შემდეგ შექმნილი დემოკრატიული იმიჯის შელახვა.
ნათია კაპანაძის დირექტორობა
ნათია კაპანაძე აჭარის ტელევიზიის დირექტორად 2016 წლის 24 ოქტომბერს სამწლიანი ვადით აირჩიეს. უფლებამოსილების შესრულებას ის ამავე წლის 21 დეკემბრიდან შეუდგა.
მისი დირექტორობის პერიოდში ეთერში რამდენიმე სხვადასხვა გადაცემა გავიდა. მათ შორის, რადიო თავისუფლების პროექტები, რომელთა გაშვებაზეც საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა უარი განაცხადა.
წელს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (OSCE/ODIHR) ანგარიშში განაცხადა, რომ აჭარის ტელევიზია იყო "ერთადერთი ტელესადგური, რომელმაც შესთავაზა მაყურებელს არჩევნებში მონაწილეთა ზოგადი შედარება".
2018 წელს კაპანაძემ, დირექტორის რანგში ტოლერანტობის ქომაგის წოდება მიიღო.
ამავე თემაზე:
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
-
გადახედვამიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან მიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
კომენტარები