7 გამოგონება, რომელიც ქალებზე არაა მორგებული
როცა მხოლოდ ქალებისგან შემდგარი ჯგუფის ღია კოსმოსში გასვლა სკაფანდრების ზომების გამო ბოლო წამს ჩაიშალა, საზოგადოებაში ამ ინციდენტზე შორსმიმავალი კითხვა გახადა აქტუალური: როგორ ახერხებენ ქალები იმ სამყაროში არსებობას, რომელიც, ძირითადად, კაცებზეა მორგებული?
ქეროლაინ კრიადო პერესმა, ჟურნალისტმა და წიგნის, უჩინარი ქალები: მიკერძოებული სტატისტიკის გამოაშკარავება მსოფლიოში, რომელიც მამაკაცებისთვისაა შექმნილი, ავტორმა, BBC-სთან საუბრისას განაცხადა, რომ სკაფანდრების ისტორიას ის საერთოდ არ გაუოცებია.
"როდესაც საქმე კაცობიორბის მიერ შექმნილ გამოგონებას ეხება, ყოველთვის ასე ხდება ხოლმე", – თქვა მან, - "ჩვენ მიგვაჩვიეს ისე ფიქრს, თითქოს კაცები არიან დომიმანტები, ქალები კი მათი ერთგვარი დანამატი ვართ - კაცის ნაირსახეობა."
კრიადო პერესმა გენდერული მიკერძოებულობის კვლევა მას შემდეგ დაიწყო, როცა აღმოაჩინა, რომ გულის შეტევასთან დაკავშირებით არსებული სამედიცინო მონაცემები მხოლოდ მამრობითი სქესისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს ემყარებოდა. ამის გამო ექიმები ქალ პაციენტებში ინფარქტის სიმპტომებს დროულად ვერ ამჩნევდნენ ხოლმე, რადგან მსგავსი სიმპტომები ატიპიურად მიიჩნეოდა.
"სწორედ მსგავსი ლოგიკით იხელმძღვანელა ნასამაც, როცა სკაფანდრების ზომები კაცის სხეულს მოარგო და, შედეგად, კოსტუმები ქალებისთვის ზედმეტად დიდი აღმოჩნდა", - დასძენს პერესი.
მისი თქმით, მსგავსი აღჭურვილობის სია უსასრულოა: პოლიციის დამცავი ჟილეტები ქალის მკერდზე არაა მორგებული, დამცავი სათვალეები ქალის სახისთვის ზედემტად დიდია, ჩექმები კი მათი ფეხის ზომას არ ერგება, - "საშუალო სტატისტიკური ქალი სისტემის მიღმა მდგომი არსებაა".
ქვემოთ ჩამოთვლილია იმის შვიდი მაგალითი, თუ როგორ არაა მსოფლიო ქალებისთვის შექმნილი.
1. სკაფანდრები
ნასას განცხადებამ ქალი კოსმონავტების ღია კოსმოსში გასვლის გაუქმებასთან დაკავშირებით, ტვიტერზე მომენტალურად გამოიწვია აღშფოთება. საქმე ის იყო, რომ სკაფანდრის ზომები ქალების სხეულის პარამეტრებს არ ემთხვეოდა.
როგორც სააგენტოში განმარტეს, კოსმონავტი ენ მაკკლეინი დაგვიანებით მიხვდა, რომ საშუალო ზომის სკაფანდრი მას უკეთ მოერგებოდა, ვიდრე - დიდი ზომის, რომელსაც აქამდე იყენებდა. შედეგად, უსაფრთხოების მიზეზების გამო, ის ღია კოსმოსში გასვლის პროგრამიდან მოიხსნა.
საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მხოლოდ ორი საშუალო ზომის სკაფანდრი მოიპოვებოდა, თუმცა მათგან მხოლოდ ერთი იყო ღია კოსმოსში გასვლაზე მორგებული. მეორე სკაფანდრის შესაბამის სტანდარტებზე გადაწყობას საათები დასჭირდებოდა.
კრიადო პერესის თქმით, ის ფაქტი, რომ ქალებისთვის ხელმისაწვდომი კოსტუმების ზომები მხოლოდ საშუალო, დიდი და ექსტრა-დიდი იყო, თავისთავად მრავლისმთქმელია.
NPR აქვეყნებს ცნობას იმის შესახებ, რომ ნასას ჯერ კიდევ 1990 წელს ბიუჯეტის შემცირების გამო მოუწია, შეეჩერებინა პატარა ზომის სკაფანდრების წარმოება. ეს იმას ნიშნავს, რომ იმ დროს მცხოვრები ქალების ერთ მესამედს არც ერთი არსებული სკაფანდრი არ მოერგებოდა.
2. სამხედრო აღჭურვილობა
2016 წელს აშშ-ის სამხედრო სამსახურმა ქალების აქამდე მხოლოდ კაცებით დაკომპლექტებულ სახმელეთო თუ საზღვაო განაყოფებში გაწვევა დაიწყო. თუმცა სამხედრო აბჯრების უმრავლესობა მაინც მხოლოდ კაცების სხეულების სტანდარტების გათვალისწინებით იქმნებოდა.
იმავე წელს ჯარმა ქალებისათვის სამხედრო ფორმის რვა შედარებით პატარა ზომა დაამატა, მაგრამ დანარჩენი აღჭურვილობა, როგორიცაა ფეხსაცმელი ან ჩაფხუტი, მეტწილად უცვლელი დარჩა.
Military.com იუწყება, რომ დემოკრატი კონგრესმენი ქალი, ნიკი სონგასი, მაშინვე ალაპარაკდა სამხედრო სამსახურის მხრიდან გამოჩენილ უყურადღებობაზე და იმ საჭიროებებზე, რის წინაშეც სამხედრო გაწვევაში მყოფი ქალები იდგნენ. კონგრესმენის თქმით, ქალები შემაშფოთებლად არახელსაყრელ პირობებში იმყოფებოდნენ, რადგან ცეცხლსასროლი იარაღის სათანადოდ გამოყენების შესაძლებლობაც კი არ ჰქონდათ.
რამდენიმე ქალმა Buzzfeed News-თან საუბრისას განაცხადა, რომ სამხედრო სამსახურში ყოფნისას ისინი იძულებულნი იყვნენ, თავად მორგებოდნენ არსებულ აღჭურვილობას. ზოგჯერ ეს დამცავი პანელების მოშორებას ან ორგანოების დასაცავად სამოსის ქვეშ ქაფის ნაჭრების მოთავსებასაც კი ნიშნავდა.
გასულ წელს შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარემ, გენერალმა ჯოზეფ დანფორდმა განაცხადა, რომ ქალებზე მორგებული ჯავშნის შექმნის პროცესს დააჩქარებდნენ, თუმცა აღჭურვილობის ყველა კომპონენტი ქალებისათვის ხელმისაწვდომი ჯერ კიდევ არაა.
"2018 წლამდე ქალები ერაყსა და ავღანეთში კაცებისთვის შექმნილი ფორმითა და აღჭურვილობით მსახურობდნენ", - ამბობს ალექს ელიასი, მეცნიერი, რომელიც სამხედრო სამსახურში მყოფი ქალების მდგომარეობას სწავლობს.
მაგრამ იქამდეც კი, სანამ ამ დანაყოფებში დაუშვებდნენ, სამხედრო სამსახურში მყოფი ქალები იძულებულები იყვნენ ისეთი აღჭურვილობა გამოეყენებინათ, რომელიც მათ სიცოცხლეს კაცებისაზე მეტად აგდებდა საფრთხეში. ელიასის თქმით, მეორე მსოფლიო ომის დასაწყისისთვის ვერავის წარმოედგინა, რომ ქალები არასაოფისე გარემოშიც აღმოჩნდებოდნენ. აქედან გამომდინარე, სხვა ისეთი საქმიანობისთვის, როგორიც, მაგალითად, მექანიკოსობაა, ქალებისთვის შესაფერისი სამოსი არ არსებობდა.
3. საავტოავარიო მანეკენები
2012 წლამდე აშშ-ს მთავრობას ღვედგადაჭიმულ ქალ მანეკენზე ადეკვატურად არ შეუმოწმებია, რა ეფექტი შეიძლება ჰქონდეს მანქანაში მჯდომ სხეულზე სხვადასხვა სიძლიერის შეჯახებას. ათწლეულის განმავლობაში მანეკენების აღნაგობა კაცის სხეულის სტანდარტებზე იყო მორგებული.
ვირჯინიას უნივერსიტეტის გამოყენებითი ბიომექანიკურ სწავლებათა ცენტრის მიერ 2011 წელს ჩატარებულ კვლევებზე დაყროდნობით დადგინდა, რომ მსგავსი დაუდევრობის შედეგად მდედრობითი სქესის მძღოლებს ავტოავარიის დროს სერიოზული დაზიანებების მიღების 47%-ით მეტი შანსი აქვთ, ვიდრე - კაცებს, ზომიერი დაზიანების რისკი კი 71%-ით დიდია.
კრიადო პერესი აღნიშნავს, რომ დღესაც კი მსგავს ექსპერიმენტებში გამოყენებული ქალი მანეკენი, უბრალოდ, კაცი მანეკენის მომცრო ვერსიას წარმოადგენს. მსგავსი მიდგომა არ გვაწვდის ზუსტ ინფორმაციას იმაზე, თუ როგორ ზეწოლას განიცდის ქალის სხეული ავტომობილის შეჯახების შედეგად.
იგივე მდგომარეობაა ევროკავშირშიც.
"ევროკავშირში ჩატარებული ხუთი მარეგულირებელი ტესტიდან, მხოლოდ ერთი მათგანი ითვალისწინებს ექსპერიმენტში ქალი მანეკენის გამოყენებას და ამ შემთხვევაშიც ის მხოლოდ მგზავრის სავარძელზე იცდება".
ჟურნალისტის თქმით, ცხადია, რომ ინდუსტრიამ თავადაც იცის, რამდენად მნიშვნელოვანია ამ საკითხის მოგვარება, მაგრამ "მათ, იმის გათვალისწინებით, რომ ქალები დედამიწის მოსახლეობის ნახევარს წარმოადგენენ, სიტუაციის გამოსასწორებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯები არ გადაუდგამთ".
4. სმარტფონები
აპლიკაციებიდან დაწყებული, თავად მოწყობილობის ზომით დასრულებული, მრავალი დიზაინერული გადაწყვეტა არის იმის მიზეზი, რომ ქალების ნაწილი სმარტფონებს კაცებზე მორგებულ ტექნოლოგიად აღიქვამს.
საშუალოდ, ქალის ხელი კაცის ხელის მტევანზე რამდენიმე სანტიმეტრით პატარაა, რამაც, შეიძლება, მუდამ მზარდი ეკრანის შექმნის ტენდენცია პრობლემური გახადოს.
12 სანტიმეტრის ან უფრო დიდი ზომის iPhone-ზე ტექსტის ერთი ხელით აკრეფა რთული ან ზოგჯერ შეუძლებელია ბევრი ქალისა და იმ კაცებისთვის, რომლებსაც ხელის პატარა მტევანი აქვთ.
კრიადო პერესი ასევე აღნიშნავს, რომ ისეთი სტანდარტული აპლიკაციები, როგორებიცაა health app და Siri, უნებლიედ, მაგრამ მაინც, ქალების საწინააღმდეგოდაა მიკერძოებული.
მაგალითად, Siri-ს პროგრამაში გაპარულ იმ შეცდომის გამოსასწორებლად, რომელიც აბორტის ცენტრების მძებნელებს ბავშვის აყვანის ცენტრებს უთითებდა, Apple-ს ხუთი წელი დასჭირდა.
"დეტალიზირებული health app, რომელსაც არ შეუძლია მენსტრუალური ციკლის კონტროლი; ის, რომ Siri-ს უპრობლემოდ შეეძლო ვიაგრის მიმწოდებლის მოძებნა, მაგრამ აბორტის სერვისის მითითებასთან პრობლემები ჰქონდა - აი, რა ხდება, როცა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ქალებს არ რთავ", - ამბობს კრიადო პერესი, - "ეს არ არის შეთქმულება, მე არ ვთვლი, რომ Apple-ის დიზაინერებს განზრახ სურდათ ქალების დაჩაგვრა; მგონია, რომ ისინი, უბრალოდ, ინფორმირებულები არ იყვნენ".
5. სპორტული ჩაცმულობა
როცა გასულ წელს ამერიკული კალათბურთის სუპერვარსკვლავმა, სტეფან კარიმ საბავშვო ფეხსაცმლის ახალი ხაზი შექმნა, აღმოჩნდა, რომ ხელმისაწვდომი მხოლოდ ბიჭების ზომები იყო.
ცხრა წლის გოგომ, სახელად რილი, სტეფან კარის წერილი მიწერა და ამ საკითხის მოგვარება სთხოვა.
"მე ვიცი, რომ თქვენ სპორტსმენ გოგოებს გულშემატკივრობთ, რადგან თავად ორი ქალიშვილის მამა ხართ", - ეწერა წერილში, - "იმედი მაქვს, რომ Under Armor-თან ერთად იმუშავებთ და შეცვლით ამას, რადგან გოგოებსაც გვინდა გვეცვას Curry 5's-ის სპორტული ფეხსაცმელები".
კალათბურთელმა გოგოს მადლობა გადაუხადა და აუხსნა, რომ პატარა ზომის ყველა ფეხსაცმელი ვებ-გვერდზე ბიჭების სექციაში იყო თავმოყრილი.
2019 წლის მარტისთვის Under Armor Curry-ის კომერციულ ხაზში ბიჭებს კვლავ უფრო დიდი არჩევანი აქვთ, მაგრამ ფეხსაცმელების უმეტესობა გოგოებისთვისაცაა ხელმისაწვდომი.
6. სამეცნიერო აღჭურვილობა
ბიოლოგმა და ჭარბტენიანი ტერიტორიებისა და წყაროების კანზასის კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯესიკა მაუნთსმა BBC-ს ჟურნალისტ კრის ბელთან საუბრისას განაცხადა, რომ მის მიერ გამოყენებული აღჭურვილობის უმეტესობა, სინამდვილეში, კაცებისთვის არის შექმნილი.
"ეს მხოლოდ გაღიზიანებას არ იწვევს, ამ მდგომარეობის შედეგად გამოწვეული პრობლემები პირადი უსაფთხოების საკითხებს ეხება", - თქვა მან, - "ტანსაცმელი, რომელიც ტანზე არაა მომჯდარი, შეიძლება, მოძრავმა აჭღურვილობამ ჩაითრიოს. დიდი ზომის ჩექმების გამო კი ხშირად ფეხი გიცდება და ძირს ვარდები. სპეციფიკურად ქალებისთვის არსებული ალტერნატივა ხშირად გაცილებით ძვირია, შედარებით პატარა ჯიბეები აქვს და ტანზე კარგად მომდგარი მაინც არ არის".
7. საოფისე სივრცე
ქალების წინააღმდეგ არსებული მიკერძოებულობა არამხოლოდ სამოსში ან აღჭურვილობაში გამოიხატება - გარემოც კი მამაკაცების ინტერესებზეა ხოლმე მორგებული.
აშშ-ის საოფისე სივრცის ტემპერატურის სტანდარტი 1960-იან წლებში განისაზღვრა და საფუძვლად საშუალოდ 70 კილოგრამი წონის 40 წლამდე კაცის მეტაბოლური მაჩვენებელი უდევს.
2015 წლის კვლევა, რომელიც ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა, ცხადყოფს, რომ ქალის მეტაბოლური მაჩვენებელი იმაზე დაახლოებით 35%-ით დაბალია, რაც სტანდარტის დადგენისას გამოიყენეს. ეს სხვაობა კი ნიშნავს, რომ ქალებისა და კაცებისთვის კომფორტული ტემპერატურა ერთმანეთისგან, დაახლოებით, ხუთი გრადუსით განსხვავდება.
ისტორიკოსი შირლი ვაიდა ამბობს, - "დღეისათვის ბევრს ლაპარაკობენ გუნდური მუშაობის უპირატესობებზე, მაგრამ ძნელია, იგრძნო თავი გუნდის წევრად, როცა არასტუმართმოყვარე გარემოში იმყოფები".
მისივე თქმით, დღეისათვის სტანდარტული ჰაერგამტარი საოფისე სკამებიც სიგრილის შენარჩუნებას ემსახურება, ხოლო ისეთი მოდური დასაჯდომები, როგორიცაა ბარის მაღალი სკამები, კაბებში გამოწყობილი ქალებისათვის განსაკუთრებით არაკომფორტულია.
"გენდერული ნიშნით მიკერძოებულ დიზაინსა და აღჭურვილობაზე მკვლევარებს აქამდე დიდი ყურადღება არ მიუქცევიათ", - ამბობს ვაიდა. მაქსიმალური ეფექტიანობის მიღწევის მიზნით მოდაში შემოსული სტანდარტიზაციის პროცესი კი განსხვავებულ აღნაგობებს არ ითვალისწინებს.
თავისი წიგნის გამოქვეყნების შემდეგ კრიადო პერესი ამჩნევს, რომ ამ საკითხს სულ მეტი ყურადღება ექცევა. მისი თქმით, ნასას სკაფანდრებთან დაკავშრებული ინციდენტი, მაგალითად, ათი წლის წინ უხმაუროდ ჩაივლიდა.
"მაგრამ მე მაინც მოსვენებას არ მაძლევს იმაზე ფიქრი, რომ მსოფლიოში არსებობენ ქალები, რომლებიც თვლიან, რომ პრობლემა მათშია - რომ ისინი არიან ზედმეტად პატარები რაიმეს გასაკეთებლად, ან არ შეუძლიათ გარემოში სათანადოდ ადაპტირება. სინამდვილეში კი სამყაროს არ გაუკეთებია მათთვის საკმარისი".
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
-
გადახედვამიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან მიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
კომენტარები