ამბები ჰილელიდან
პარასკევის რომელიმე საღამოს თავს უჩვეულო თავგადასავლებისთვის თუ გაიმეტებთ, მარჯანიშვილის ქუჩას დაუყევით და უყოყმანოდ შეაღეთ ჰილელის კარი. ერთი დიდი, ებრაული სამეგობრო დაგხვდებათ იქ აუცილებლად და ყოველკვირეულ ებრაულ დღესასწაულზე, კაბალატ შაბათზე სიხარულით მიგიპატიჟებთ.
რიტუალი იქნება ამგვარი: ყოველ პარასკევს, ცაზე პირველი ვარსკვლავის გამოჩენისას, შაბათის, ესე იგი წმინდა დღის შესახვედრად ეს ახალგაზრდები ორ სანთელს აანთებენ. აუცილებელი იქნება, ოღონდ, სანთელი ქალის ხელით აინთოს. მიზეზი, როგორც აგიხსნიან, ისაა, რომ შაბათზე ნათელის შემომტანის როლი ქალისთვისაა მინიჭებული.
შაბათის შეხვედრა ასე გაგრძელდება: სანთლების ანთებას ყველანი ერთხმად ლოცვას მოაყოლებენ. ერთ-ერთი, მიშა, კიდუშს ჩაატარებს: ქოშერულ ღვინოს დალოცავს და განსაკუთრებულ სასმისში, კიდუშის ჭიქაში ჩამოასხამს. ოღონდ, აუცილებლად ისეთი რაოდენობით, რომ სასმისიდან ქოშერი ღვინო ოდნავ გადმოიქცეს, სიმბოლურად, რომ სახლი მთელი კვირის განმავლობაში ხვავით და ბარაქით იყო სავსე.
ამ მომენტისთვის "ნეთილად იადაიმის", ანუ ხელის განბანვის დრო დადგება და ცოტა ხნით მთელ სივრცეში დიდი სიჩუმე დაისადგურებს. სიჩუმე იქამდე შენარჩუნდება, სანამ მიშა ხალის (დაწნულ, ებრაულ პურს) გატეხს, მარილს მოაყრის და ყველას სათითაოდ გაუნაწილებს.
ამ უჩვეულოდ გემრიელი პურის (მხოლოდ ამ გემოდაც ღირს, სხვათაშორის, თავგადასავალი) მირთმევის შემდეგ წარმოითქმის სიტყვები "შაბათ შალომ!" და იწყება ქოშერული სამზარეულოთი გაწყობილი ტრაპეზის სუფრა. რიტუალის დასასრულს მიშა თორადან იმ ერთ, კონკრეტულ თავს წაიკითხავს, რომელიც წესის მიხედვით იმ კვირისთვის მსოფლიოს თითოეულ სინაგოგაში წასაკითხადაა განკუთვნილი.
ამ ტრადიციით ერთი და იგივე ტექსტი, ერთსა და იმავე დღეს, ათიათასობით სივრცეში იკითხება იუდაიზმის მიმდევართა მიერ. ერთი რამაა აუცილებლად გასათვალისწინებელი: დასაწყისისთვის, ჩემებრი რიდით, მოკრძალებითა და სიფრთხილით თუ იმოქმედებთ, რომელიმე წესი არ შეგეშალოთ, რაიმე წმინდა არ არივ-დარიოთ, ანაც აზრი არ დაგცდეთ როგორღაც შეუფერებელი, მალევე გაგრძნობინებენ ეს ადამიანები, რომ მეტისმეტად ზედმეტია ამგვარი უხერხულობა.
ტრაპეზის დასრულების შემდგომ თორნიკე თუ ხელში გიტარას აიღებს და ბითლზის All you need is love-ის დაკვრისას ხალხს შემოიკრებს გარშემო, თუ მანამდე ვერ მოასწარით, ახლა მაინც იგრძნობთ ბუნებრივ ხალისს, სილაღეს და თავისუფლებას. ცოტა უჩვეულო თავისუფლებასაც იმ თვალსაზრისით, რომ ეს ახალგაზრდები იუმორით დროდადრო შემოგაპარებენ ებრაულ სტერეოტიპებზე არსებულ "შიდა ხუმრობებს", Inside joke-ებს.
მაგალითისთვის, ღიმილი თორნიკეს იმ დაკრულს მოჰყვა, რომელსაც ტექსტად, "All you need is Cash" მიაყოლა მიშამ და ასევე მიშამ ესეც დაამატა "Cause well, we love Benjamin Franklin, you know!" ამგვარ ხუმრობებს ხუმრობითვე თუ გაიკვირვებთ და იკითხავთ, თუა რაიმე, რასთან დაკავშირებულ იუმორსაც თვითონვე ერიდებიან, გიპასუხებენ, რომ ერთმანეთისგან არაფერი სწყინთ, თუმცა გააჩნია მათზე ვინ ხუმრობს.
ბოლო წლებია, მსოფლიო მასშტაბით ანტისემიტური განწყობები სახიფათოდ იზრდება. მაგალითისთვის, 2018 წელს, საფრანგეთში შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ანტისემიტური ინციდენტების რაოდენობა 74 პროცენტით გაიზარდა. აშშ-ში კი ამავე წელს 57 პროცენტით მეტი ანტისემიტური ინციდენტი გამოვლინდა. დიდ ბრიტანეთშიც, 2018 წელს ებრაელების წინააღმდეგ სიძულვილით მოტივირებული შემთხვევების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი აღინუსხა.
ანტისემიტურ განწყობებს ულტრანაციონალისტური ჯგუფების გაძლიერებას მათი საჯარო სივრცესა თუ პოლიტიკურ ველზე ხილვადობა და აქტიურობაც ხელს იწყობს. თუ რა არის ამ სიძულვილისა და ფობიების მაპროვოცირებელი მიზეზი, ეს ფართოდ სამსჯელო საკითხია.
თუმცა მანამდე, ჰილელში ასეთ ამბავს მოგიყვებიან: გეტყვიან ღიმილით, რომ საქართველო ებრაელთათვის ყოველთვის ღია და ტოლერანტული სივრცე იყო. ქართველი ხალხი ისტორიის ყველა ეტაპზე ებრაელებთან მეგობრულად და უშუალოდ ურთიერთობდა.
თუმცა, ბოლო წლების განმავლობაში ანტისემიტური განწყობები აშკარად საგრძნობი გახდა. გეტყვიან იმასაც, რომ გამოძიების დასრულებამდე განცხადების გაკეთება არ სურთ, მაგრამ მაინც აქვთ განცდა, რომ მათი მეგობარი, ვიტალი საფაროვი, რამდენიმე თვის წინ სწორედ ქსენოფობიურ ნიადაგზე მოკლეს. ამგვარ განწყობას ამძაფრებს შთაბეჭდილებაც, რომ "ვიტო იყო ზედმეტი გაზვიადებების გარეშე, ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ახალგაზრდა ებრაულ თემში, ეს ყველამ იცოდა, ვინც კი მას იცნობდა, თუნდაც შორიდან."
მათი თქმით, მკვლელობის მონაწილე ფაშისტური დაჯგუფების ყოფილი წევრი იყო. ვიტალის მეგობრებმა ფეისბუქზე სოციალური კამპანიაც წამოიწყეს გზავნილით, "საქართველო სიძულვილის სივრცე არ არის".
უამრავი აზრით დატვირთული დიალოგი შეიძლება შედგეს პარასკევ საღამოს, ჰილელში. მაგალითად, საუბარი ტრადიციის მნიშვნელობისა და მისი ახალ დროში შენარჩუნების სირთულეზე, იმ განცდისა და საერთო მეხსიერების შენახვის აუცილებლობაზე, რომელსაც ებრაელად ყოფნა გულისხმობს.
დასასრულს კი წილად მხვდა პატივი, ჰილელის წევრების (თუ სამეგობრო წრის, ყოველ ჯერზე ასე მეტად ბუნებრივად მეჩვენება მათი მოხსენიება) მიერ აღნიშნული ებრაული დღესასწაულის, ფურიმის სტუმარი გავმხდარიყავი. ეს დღე ებრაული ტრადიციით გამარჯვების, ზეიმისა და გართობის მნიშვნელობის მქონეა და ხშირად კარნავალის თანხლებითაც იმართება. შემდგომი ფოტოები მიგახვედრებთ, რომ წლევანდელ საზეიმო სივრცედ ჰილელში ველური დასავლეთი აირჩა.
ჰილელი საერთაშორისო ებრაული, სტუდენტური ორგანიზაციაა, რომლის მიზანიც მსოფლიოს მასშტაბით ებრაული დიასპორების შენარჩუნებაა.
ქოშერული ღვინო კონკრეტული წესების დაცვით, სუფთად მომზადებული სასმელი, რომელიც რაბინატის ყველა მკაცრ მოთხოვნასა და კრიტერიუმს აკმაყოფილებს და ამიტომ ამ ღვინის გამოყენება იუდაიზმის მიმდევრებს შეუძლიათ.
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
კომენტარები