საქართველოში იტალიელი მხატვრების ჯოტოს, ლეონარდო და ვინჩის, ბოტიჩელის, კანოვას, ბელოტოსა და კანალეტოს ნამუშევრების ფოტო და ვიდეო ინსტალაციებით გაცოცხლებაში 115 ათასი ევროს დახარჯვა იგეგმება. ხარჯს საქართველოს ეროვნული მუზეუმი გაიღებს. გამოფენების გახსნა 2019 წლის მაისშია დაგეგმილი, დახურვა კი აგვისტოში.

"გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები გაცეცხლებულია მაღალი რეზოლუციის ფოტოებით, ვიდეოებით და ინტერაქტიული გამოსახულებებით. ეს არის მომნუსხველი სიმფონია ფერების, შუქ-ჩრდილების, ხმების და შთამაგონებელი გამოსახულებების, რომელიც არის სახალისო და შემეცნებითი. გამოფენა აერთიანებს ხელოვნება, მუსიკას, ამბის თხრობას, დიზაინს, ფილოსოფიას, ვირტუალურ რეალობას, ემოციებს და სხვა ბევრ ხერხს", — განმარტავს მუზეუმი.

მათივე განმარტებით, გამოფენა წამყვანი იტალიური ორგანიზაციების თანამშრომლობით (Cose Belle d'Italia Media Entertainment, Centrica და ETT) მომზადდა, რომლებიც მუშაობენ კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის მიმართულებით.