თბილისის მერიის საზოგადოებრივ საპირფარეშოებს სექსისტური ნიშანი აქვს
თბილისის მასშტაბით გასულ წელს 30 საზოგადოებრივი საპირფარეშო დაიდგა. აუქციონი 2017 წელს თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტომ ჩაატარა და გამარჯვებული კომპანია სითი ბოქსი გახდა, რომელმაც ტუალეტები განათავსა. საპირფარეშოების დიზაინი მერიის არქიტექტურის სამსახურთან არის შეთანხმებული.
"სითი ბოქსებზე" სამი ნიშანია გამოსახული:
- სარგებლობა შეუძლიათ ქალებსა და კაცებს;
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ადაპტირებულია;
- აღჭურვილია ბავშვისთვის გამოსაცვლელი მაგიდით (გამოსახულია ქალი და ბავშვი).
დასავლურ ქვეყნებში ბავშვის მოვლის ოთახისთვის ძირითადად ორი ნიშანი გამოიყენება: ბავშვთან ერთად ან კაცი და ქალი არის გამოსახული, ან მხოლოდ ბავშვი. რამდენიმე ქვეყანაში კი მონაცვლეობითაც იყენებენ ნიშნებს, ერთ ქუჩაზე მდებარე საპირფარეშოზე მხოლოდ ქალისა და ბავშვის ნიშანია, მეორეზე — მხოლოდ კაცისა და ბავშვის.
გენდერის მკვლევარი, ნანა ბერეკაშვილი ამბობს, რომ ბავშვის გამოსაცვლელი სივრცისთვის მხოლოდ ქალისა და ბავშვის ნიშნების მითითება ხელს უწყობს სტერეოტიპების გაძლიერებას — "ბავშვს მხოლოდ ქალი უნდა უვლიდეს".
"არ იფიქრეს, რომ იქ კაცის ნიშანიც იყო საჭირო. ნიშნებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ აქ კაციც იქნებოდა გამოსახული, ადამიანებს როლებს შეზღუდულად აღარ დაანახებდა. საქართველოში გვყავს მამები, რომლებიც ბავშვებს ასეირნებენ. მამები, რომლებსაც საბავშვო ბაღში დაჰყავთ ბავშვები. მარტოხელა მამებიც გვყავს და აი, ამ შესაძლებლობიდან მათი გამორიცხვა არ უნდა ხდებოდეს", — ამბობს ის.
მისივე თქმით, ასეთ დროს სახელმწიფო სტრუქტურებს მეტი პასუხისმგებლობა აქვთ და ვალდებულები არიან, გენდერული სტერეოტიპების წინააღმდეგ გარკვეული ზომები მიიღონ. ის ფიქრობს, რომ პრობლემის გადასაჭრელად კამპანიაა საჭირო, რომელიც დაეხმარება მსგავს სტრუქტურებსა თუ კომპანიებს და მიუთითებს, რომ მომავალში ასეთი გამოსახულება აღარ გამოიყენონ.
"მამებს აწუხებთ, რომ ისინი არ ხატიან იქ, სადაც ბავშვებთან ერთად უნდა იყვნენ... როდესაც ასეთი ინკლუზიური ნიშნები გაჩნდება, იმ კაცების რაოდენობა მოიმატებს, ვინც ბავშვს საბავშვო ბაღში მიიყვანს, ან გაასეირნებს, ეს ინკლუზია გამოსახულებაში დაეხმარება მათ, რომ გენდერული სტერეოტიპი დაძლიონ", — აღნიშნავს ნანა ბერიკაშვილი.
საქართველოში არსებობს პრეცედენტი, როცა სწრაფი კვების საერთაშორისო ქსელმა მიმართვის შემდეგ საპირფარეშოს ნიშანი, რომელზეც მხოლოდ ქალი და ბავშვი იყო გამოსახული, შეცვალა და მასზე კაცის ნიშანიც გამოსახა. საჩივარი არასამთავრობო ორგანიზაციას პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის ეკუთვნის.
ორგანიზაციის წარმომადგენელი, ანა არგანაშვილი ამბობს, რომ ეს ნიშანი ბავშვის აღზრდის კუთხით უთანასწორო მდგომარეობას აღიარებს. მისივე თქმით, ის სტერეოტიპი, რომელიც ამ საპირფარეშოს ნიშანს უდევს საფუძვლად, რეალურად, ქალების მიმართ უთანასწორო გარემოსა და ქცევაში გამოვლინდება.
ანა არგანაშვილი საჯარო უწყებების განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას უსვამს ხაზს და ამბობს, რომ მათ აქვთ ვალდებულება, საჯარო ცხოვრებაში სტერეოტიპების გავრცელება არ დაუშვან.
"საჯარო უწყებები პოლიტიკის განმსაზღვრელები არიან, როგორც პირდაპირ, ისე არაპირდაპირ. მათი ქცევა სხვებს არაპირდაპირ მოდელს აძლევს, თუ რა არის ნორმა. თუ მერია დაუშვებს ასეთი საპირფარეშო ნიშნის გამოყენებას, რომელიც სტერეოტიპებს წაახალისებს, კიდევ უფრო გაგვიჭირდება ამის შეცვლა მოვთხოვოთ კერძო კომპანიებს", — აღნიშნავს ის.
თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურში აცხადებენ, რომ "სითი ბოქსის" ვიზუალური მხარე მათთან შეთანხმებულია, თუმცა, სახურავის ზემოთ დამონტაჟებულ კონსტრუქციაზე, რომელზეც ეს სამი ნიშანია დატანებული, მათ ინფორმაცია არ ჰქონდათ. არქიტექტურის სამსახურში ამტკიცებენ, რომ წარდგენილ ვიზუალში აღნიშნული სიმბოლოები საერთოდ არ იყო დატანილი. არქიტექტურის სამსახურმა კომპანიაში გადაგვამისამართა.
კომპანია სითი ბოქსში ამბობენ, რომ ამ ნიშანში სექსისტურსა და დისკრიმინაციულს ვერაფერს ხედავენ. კომპანიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ეს ნიშანი აპრობირებულია და მათაც გაითვალისწინეს. თუმცა, რომელი ქვეყნის გამოცდილება გაიზიარეს, არ დაუკონკრეტებიათ.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები