მთავრობის ადმინისტრაციის შემდეგ ჰესების "სარგებლიანობაზე" ეკონომიკის სამინისტრო საუბრობს
ეკონომიკის სამინისტრო გუშინ, 21 აპრილს პანკისში განვითარებულ მოვლენებს ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა, რომელშიც ჰესების სარგებლიანობაზეა საუბარი. მათი თქმით, ჰესის მშენებლობის პროექტი ე.წ. მწვანე ენერგეტიკას ავითარებს და გარემოზე მინიმალური ზემოქმედება ექნება. მათივე თქმით, შეიქმნება სათემო განვითარების ფონდი და დასაქმდებიან ადგილობრივები. ამ განცხადებას წინ უსწრებდა მთავრობის ადმინისტრაციის მიერ მსგავსი შინაარსის ინფორმაციის გავრცელება.
უწყების განცხადებით, კომპანია უზრუნველყოფს ახალგაზრდების გადამზადებას, რაც "სამომავლოდ სხვა ჰესებზე დასაქმების შესაძლებლობას მისცემს". სამინისტროში ამბობენ, რომ ინვესტორი კომპანია ვალდებულებას იღებს, ხეობისა და ჰესის სიახლოვეს განლაგებული დასახლებების სასარგებლოდ სოციალური პროექტები განახორციელოს.
უწყებამ პანკისში პოლიციის მობილიზაციის მიზეზიც განმარტა. მათი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართეს, რათა დაცული ყოფილიყო მშენებლობის პროცესში ჩართული პერსონალის უსაფრთხოება. მათი თქმით, "სამწუხაროდ, არსებობდა მსგავსი პრეცედენტები" საქართველოს სხვა რეგიონებში მიმდინარე პროექტებზე. მათივე განმარტებით, მიესალმებიან დიალოგის გზით პანკისის ხეობის ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსესუსის მიღწევას.
დაპირისპირება პანკისი ხეობაში
21 აპრილის დილას პანკისის ხეობაში, სოფელ ბირკიანში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. ადგილობრივებმა მდინარე ალაზანზე მშენებარე ჰესზე ტექნიკის შესვლა გააპროტესტეს, რასაც იქ მობილიზებულ პოლიციასთან დაპირისპირება მოყვა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტეს, დილას სოფელში პოლიცია ეკონომიკის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე შეიყვანეს, სპეცდანიშნულების რაზმები კი დაპირისპირების გამო დაამატეს.
ჰესების საკითხზე სალაპარაკოდ თელავში მთავრობისა და ადგილორივების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა, თუმცა პარალელურად პანკისში ვითარება დაიძაბა. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ორჯერ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. ადგილობრივებმა კი პოლიციას ქვები და ხელკეტები დაუშინეს. შსს-ს განცახდებით, შედეგად დაშავდა 55 ადამიანი, მათ შორის 38 სამართალდამცავი.
რამდენიმე საათში შემთხვევის ადგილას მთავრობის წარმომადგენლები ჩავიდნენ. შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ თემის უხუცესებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ჰესი მანამ არ აშენდება, სანამ მოსახლეობის 90%-ს არ ექნება ამის სურვილი.
მთავრობის ადმინისტრაციამ დაპირისპირების შემდეგ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ჰესების სარგებლიანობაზე ისაუბრეს. მათი თქმით, საჭირო იყო ამ ინფორმაციის ადგილობრივებისთვის მიწოდება.
ჰესები პანკისის ხეობაში
ბოლო წლებში, პანკისის ხეობაში ორი ჰესი "ხადორი 1" და "ხადორი 2" აშენდა. ნებართვა გაცემულია მესამე ჰესზეც "ხადორი 3"-ის მშენებლობაზე, რაც მოგვიანებით ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) პანკისის ხეობის მოსახლეობის სახელით სასამართლოში გაასაჩივრა. განსახილველი სხდომა ჯერ კიდევ არ ჩანიშნულა.
სარჩელით ითხოვენ შპს ალაზანი ენერჯის მიერ ჰიდროელექტროსადგურ ხადორი 3-ის მშენებლობისთვის გაცემული ნაბართვის ბათილად ცნობას.
პანკისის ხეობის მაცხოვრებლები აცხადებენ, რომ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის შემთხვევაში მათი სასმელი და სარწყავი წყალი, რომელსაც მდინარე ალაზნიდან იღებენ, საფრთხის ქვეშ დადგება. ისინი შიშობენ, რომ ჰესის მშენებლობის პირობებში მათ შორის საფრთხე შეექმნება ბაწარა-ბაბანეულის ნაკრძალს, რომელიც ადგილობრივი ეკოსისტემის განსაკუთრებული ღირშესანიშნაობაა.
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები