პარლამენტში 2011 წლის 26 მაისის გახსენებას დეპუტატებს შორის დაპირისპირება მოჰყვა
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მმართველი გუნდის წევრებმა 2011 წლის 26 მაისს აქციის დროს გარდაცვლილები გაიხსენეს და მათ პატივი წუთიერი დუმილით მიაგეს. ნაციონალურმა მოძრაობამ აღნიშნულში მონაწილეობა არ მიიღო, რასაც დარბაზში მყოფთა შორის დაპირისპირება მოჰყვა.
სხდომის დასაწყისში ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა, ნუგზარ წიკლაურმა მმართველ გუნდს კორცხელის ინციდენტი შეახსენა და განაცხადა, რომ პრემიერ მინისტრსა და საგამოძიებო უწყებებს აღნიშნული საკითხის გამოძიებაში არაფრის გაკეთება არ შეუძლია:
"ეს იყო კარგად მომზადებული ადამიანების მიერ განხორციელებული დევნა საქართველოს მოქალაქეებზე. ეს იყო სამეგრელოს გათელვის მცდელობა და ქართული სახელმწიფოს გათელვის მცდელობა. იყო უმოწყალო დევნა მოქალაქეების, ქალების, ბავშვების. ყველაზე უფრო შთამბეჭდავი იმ დღეს მაინც იყო კრიმინალისგან შეშინებული პოლიციელის სურათი. შეუბრალებლად ნაცემი პოლიციელი და კრიმინალებისგან შეშინებული პოლიციელი".
წიკლაურმა განმარტა, რომ როგორც პოლიცია, ასევე პროკურატურა უძლურია აღნიშნული საქმის გამოძიების პროცესში და აუცილებელია დაუყოვნებლივ დაიკითხოს კახა კალაძე, რომელიც აღნიშნულ ინციდენტში მონაწილე ბანდ-ფორმირების ხელმძღვანელი პირი იყო:
"სისხლის სამართლის დანაშაული ჩადენილია სწორედ ამ ადამიანის მიერ".
სწორედ ამ განცხადების საპასუხოდ უმრავლესობის წევრმა, ზაზა პაპუაშვილმა ნაციონალურ მოძრაობას 2011 წლის 26 მაისის მოვლენები შეახსენა:
"როგორ გადაწმინდეს სისხლით ის პროსპექტი და როგორ რეკავდნენ საღამომდე წარმართულად და ამბობდნენ, რომ ჩვენ ვართ ყველაზე ძლიერიო. როდესაც იძახდნენ, მიშა, მიშა, ჩვენ მაშინ, ყველა ჩვენგანი, ვიძახდით, საქართველო. ყველას მინდა ქედი მოვუხარო, ვინც ამ ხროვას - ბოლშევიკებს ებრძოდა. რომელი ერთი ჩამოვთვალო, 7 ნოემბერი, 26 მაისი, არჩევნების გაყალბება".
მას შემდეგ, რაც დეპუტატებმა ერთიან ნაციონალურ მოძრაობას სწორედ 26 მაისს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ფეხზე წამოდგომისკენ და დუმილისკენ მოუწოდეს, ენმ-მ კი უარი განაცხადა, დარბაზში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ფიზიკური შეხლა-შემოხლა დაიწყო.
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
-
გადახედვასაქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
კომენტარები