ევროპული საქართველო იუსტიციის საბჭოდან 3 წევრის გაწვევას ითხოვს — არამოსამართლე წევრების პასუხი
პატრია ევროპული საქართველო იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან პარლამენტის მიერ დანიშნული სამი არამოსამართლე წევრის გაწვევას ითხოვს. ესენი არიან, ლევან გზირიშვილი, ზაზა ხარებავა და შოთა ქადაგიძე. პატრიის მოთხოვნა პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა.
ევროპული საქართველოს პოზიციით, ამ პირებმა მხარი დაუჭირეს უზენაესის მოსამართლეთა კანდიდატობის 10-კაციან სიას. პარლამენტის მიერ საბჭოში დანიშნულ კიდევ ორ არამოსამართლე წევრთან, ნაზი ჯანეზაშვილთან და ირმა გელაშვილთან საპარლამენტო უმცირესობას პრეტენზია არ აქვს, რადგან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა 10-კაციანი სიისთვის მათ მხარი არ დაუჭერიათ.
საბჭოს იმ წევრებმა, რომელთა გაწვევასაც ევროპული საქართველო ითხოვს, განცხადება გაავრცელეს. ისინი ხსნიან, რატომ დაუჭირეს მხარი პარლამენტისთვის წარსადგენ 10-კაციან სიას.
"უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი გადაწყვეტილება განპირობებული იყო ჩვენი შინაგანი რწმენით, რაც დაეფუძნა მხარდაჭერილ კანდიდატთა კეთილსინდისიერებასა და კომპეტენციას. ამასთან, ჩვენი ოპონენტები ვერ უთითებენ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის ვერც ერთ ნორმას, რომლის დარღვევის გამოც ნომინირების პროცესი უკანონოდ შეიძლებოდა მიჩნეულიყო", — ნათქვამია განცხადებაში.
იუსტიციის საბჭოს წევრების თქმით, იუსტიციის საბჭოს წევრების გაწვევის ინიციატივები საფრთხის შემცველია შემდეგი თვალსაზრისითაც:
"თუ დავუშვებთ, რომ პარლამენტი უფლებამოსილია გარკვეული პოლიტიკური მიზნებისათვის გადააყენოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მის მიერ არჩეული წევრი, გამოვა, რომ პოლიტიკური ჩარევისაგან დაცული არ იქნება პარლამენტის მიერ განწესებული არც ერთი სხვა თანამდებობის პირიც (მაგ: სახალხო დამცველი, გენერალური აუდიტორი, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს წევრი და სხვა), რაც ძირს გამოუთხრის სამართლებრივი სახელმწიფოს არსებობას", — ვკითხულობთ განცხადებაში.
გზირიშვილის, ხარებავა და ქადაგიძე ფიქრობენ, რომ ევროპული საქართველოს ინიციატივა აბსოლუტურად უსაფუძვლო და უპერსპექტივოა.
"ამ ინიციატივას უკვე მოჰყვა რიგი პოლიტიკოსებისგან ჩვენი მიმართ სრულიად არაეთიკური შეფასებები (მაგ: ,"მდუმარე წევრები", ,"მუქთახორები", ,"კლანის მონები" და სხვა), რაც დაუშვებელია", — აცხადებენ იუსტიციის საბჭოს წევრები.
ისინი მოუწოდებენ ყველა სუბიექტს შეწყვიტონ მსგავსი ქმედებები, რადგან "ისინი უგულებელყოფენ ხელისუფლების დანაწილების ფუნდამენტურ პრინციპს და აზიანებენ დემოკრატიულ გარემოს საქართველოში".
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
კომენტარები