დისნეის 15 საუკეთესო სიმღერა
დისნეის სიმღერებს უნიკალური უნარი აქვთ, ყველა შფოთვა და პრობლემა დაგვავიწყონ და ბავშვობაში გადაგვიყვანონ, როცა ეკრანზე დახატული ვერცხლისფერი სასახლე რაღაც არაჩვეულებრივის დასაწყისს ნიშნავდა.
გაფრთხილებთ, რომ სია სუბიექტურია და დიდი შანსია, თქვენ მიერ შერჩეული ჩამონათვალი სულ სხვანაირად გამოიყურებოდეს:
15. "Cruella De Vil" ანიმაციიდან 101 Dalmatians
ის ფაქტი, რომ ამ პუნქტის წაკითხვისას "კრუელა, კრუელა დე ვიილ" გონებაში წაიღიღინეთ, თავისთავად ამტკიცებს, რომ ეს არაჩვეულებრივი სიმღერაა.
მოუსმინე
14. "You're Welcome" ანიმაციიდან Moana
ნახევარღმერთის გასაცნობი მელოდია ამაზე ნაკლები არ უნდა იყოს: დუეინ ჯონსონის არაჩვეულებრივი შესრულება, საინტერესო დრამატურგია და არაჩვეულებრივი ტექსტი. ეს სიმღერა ყველაზე დაღვრემილ ადამიანსაც კი მოიყვანს ხასიათზე და თან, არაჩვეულებრივი სოციალური კომენტარია ნარცისიზმის ფენომენზე. რატომღაც, მოანადან How Far I'll Go-ს მეტი აღიარება შეხვდა, მაგრამ მოდით, სამართლიანობის აღდგენა ამ სტატიით დავიწყოთ.
მოუსმინე
13. "Almost There" ანიმაციიდან The Princess and The Frog
მართალია, ტიანა დისნეის სხვა პრინცესებივით პოპულარული არაა, მაგრამ ამაზე მაგარი გოგო მთელ ანიმაციურ სამყაროში არ მოიძებნება. სიმღერის მთავარი გზავნილი ისაა, რომ ხალხის აზრი არაფერს ნიშნავს, მით უმეტეს, მაშინ, როცა შენს ოცნებასთან სულ ორიოდე ნაბიჯი გაშორებს.
მოუსმინე
12. "I Won't say I'm in love" ანიმაციიდან Hercules
მეგის გამოჩენით დისნეის ქალი გმირების ეპოქაში ახალი ეტაპი დაიწყო. რომ არ ვიცოდეთ, რომ მოქმედება ძველ საბერძნეთში ვითარდება, შეიძლება გვგონებოდა, რომ მეგი თანამედროვე გოგოა, რადგან მისი პრობლემა ასეთი მარტივი და გასაგებია: მეგს ადრე გული ატკინეს და ამიტომ, სიყვარულის ეშინია, ჰერკულესის გულუბრყვილობა კი სიტუაციას ნამდვილად ვერ ეხმარება.
მოუსმინე
11. "I've Got A Dream" ანიმაციიდან Tangled
ამ სიაში არც რაპუნცელის ოპტიმისტური ჰიმნის გამოტოვება იქნებოდა, ბოლოს და ბოლოს, ჩვენც ხომ გვაქვს ოცნებები.
მოუსმინე
10. "From Zero To Hero" ანიმაციიდან Hercules
ჰერკულესის მუზები დისნეის სამყაროში ყველაზე დაუფასებელი პერსონაჟები არიან, ეს სიმღერა კი ყველა კუთხით არაჩვეულებრივია: სიუჟეტურ განვითარებას ემსახურება, ენერგიულია, სხარტია და მხიარულია. შეუძლებელია, იმ აზრმა არ გაგიელვოთ, რომ კარგი იქნებოდა, მუზები უკან დაგყვებოდნენ და თქვენს საგმირო საქმეებს ხუთ ხმაში შლიდნენ.
მოუსმინე
9. "A Whole New World" ანიმაციიდან Aladdin
სხვა ვერც ერთი სიმღერა ვერ გადმოსცემს სიყვარულის თანმდევ შეგრძნებას, რომ მთელი სამყარო მხოლოდ თქვენ ორისთვის არსებობს. აღიარეთ, რომ თქვენი საყვარელი მომენტიც სფინქსისთვის ცხვირის ჩამოტეხვის კადრია.
მოუსმინე
8. "Under the Sea" ანიმაციიდან The Little Mermaid
Under the Sea-ს პირველი რამდენიმე წამიც კი საკმარისია იმისთვის, რომ ბავშვობაში დაბრუნდეთ, როცა ინგლისური ენა ჯერ არ იცოდით და გეგონათ, რომ სიმღერას ანდადასი ერქვა.
მოუსმინე
7. "The Bare Necessities" ანიმაციიდან The Jungle Book
რაკი ცეკვის განწყობაზე ვართ, არც მაუგლისა და ბალუს არაჩვეულებრივი დუეტის გამოტოვება იქნება. ყოველ ჯერზე, როცა ხეს მიეყრდნობით, შეგიძლიათ, ეს სიმღერა გაიხსენოთ.
მოუსმინე
6. "Be Our Guest" ანიმაციიდან Beauty And The Beast
ეს პატარა გაცოცხლებული ობიექტები თქვენც ზუსტად იმდენადვე გაგრძნობინებენ თავს წვეულების სტუმრად, რამდენადაც - უცხო სამყაროში მოხვედრილ ბელს.
მოუსმინე
5. "You've Got A Friend In Me" ანიმაციიდან Toy Story
რთულია იმ შეგრძნების სიტყვებით გადმოცემა, რომელსაც ეს არაჩვეულებრივი სიმღერა იწვევს. ეს მელოდია უბრალოდ მოგანდომებთ, რომ თქვენს საუკეთესო მეგობარს მაგრად ჩაეხუტოთ და იმდენ ხანს იყოთ ასე, სანამ არ გაგახსენდებათ, რომ ორივეს საქმეები გაქვთ.
მოუსმინე
4. "Hakuna Matata" ანიმაციიდან The Lion King
აკუნა მატატა იდეალური პასუხია ცხოვრების პრობლემებზე. შეყვარებული დაგშორდა? აკუნა მატატა. შენი საყვარელი სერიალი რამდენიმე ეპიზოდის მერე მთავრდება? აკუნა მატატა. პარკირების ჯარიმა მოგივიდა? ნუ, ამ შემთხვევაში, ჯობია, გადაიხადო და მერე აკუნა მატატა.
მოუსმინე
3. "Friend Like Me" ანიმაციიდან Aladdin
90-იანებში ყველა ბავშვი თვალებგაფართოებული უყურებდა ჯინის და ფიქრობდა, როგორ დაემსახურებინა ასეთი მეგობარი თვითონაც. თუ თქვენ მათ შორის არ ყოფილხართ, მაშინ მოგვიყევით, როგორია ცხოვრება ბავშვობის გარეშე.
მოუსმინე
2. "Beauty And The Beast" ანიმაციიდან Beauty And The Beast
ეს სიმღერა სიყვარულზე, ზრდაზე და ცვლილებაზეა. ბელიც და ურჩხულიც მზად არიან, შეცდომებზე ისწავლონ და სირთულეები ერთად გადალახონ. ასე რომ, ტექსტი მუსიკას მშვენიერებით არ ჩამოუვარდება.
მოუსმინე
1. "Circle of Life" ანიმაციიდან Lion King
იცოდით, რომ Nants ingonyama bagithi baba ითარგმნება, როგორც "აი, მოდის ლომი"? მე - არა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია, ეს ეპოქალური სიმღერა ყველა დროის ყველაზე კარგ საუნდტრეკებს შორის პირველ ადგილზე გამეყვანა.
მოუსმინე
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
კომენტარები