თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს, 24 აპრილის მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ მოკვლევის შედეგად საბაგიროს სამი მიმართულება დაადგინეს და ესენია: სამგორი-ვაზისუბანი, ახმეტელი-თემქა და სამება-მახათას მთა.

კახა კალაძის თქმით, საჭიროა, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარება, რის შემდეგაც სრული სურათი გამოჩნდება, თუ რომელია ყველაზე საინტერესო მიმართულება:

"ამას რამდენიმე დღეში ვაპირებთ, დაახლოებით 750 ათასი ლარი დაიხარჯება და 5 თვის განმავლობაში ჩატარდება, რის შემდეგაც გადაწყდება, თუ რომელი პროექტი იქნება პირველი".