ადვოკატი: საქმეში წერია, რომ ქალმა 11 ბავშვი იყიდა, თუმცა ბრალდებას მტკიცებულება არ აქვს
ტრეფიკინგის საქმეზე დაკავებულის, იულია სუსლიაკის ადვოკატის ზურაბ თოდუას თქმით, ის გაეცნო საქმის მასალებს და აღმკვეთი ღონისძიები საკითხზე საქალაქო სასამართლომ შესაძლოა დღესვე იმსჯელოს.
მისივე ცნობით, საქმის მასალებში წერია, რომ "უკრაინელმა ქალმა 11 ბავშვი იყიდა, მათ შორის ერთი ამერიკაში, თუმცა ამის არანაირი მტკიცებულება ბრალდებას არ აქვს".
ადვოკატის განცხადებით, ყველაზე პატარა – 7 თვის ბავშვი დაბადებულია ამერიკაში სუსლიაკის ბიოლოგიური მშობიარობით და ამის დამადასტურებელი დოკუმენტები მან ასევე გადასცა გამოძიებას. რაც შეეხება მე-11 ბავშვს, რომელიც რუსეთში გარდაიცვალა, ადვოკატის თქმით, მას აქვს რუსეთში ჩატარებული გამოძიების შედეგები, სადაც წერია, რომ ბავშვი უბედური შემთხვევის შედეგად აბაზანაში დაიხრჩო.
კითხვაზე, უკავშირდება თუ არა საქმე ორგანოებით ვაჭრობას, ადვოკატი პასუხობს, რომ ამაზე არც ქართულ გამოძიებას და არც რუსეთს არაფერი უთქვამთ. ადვოკატის განცხადებით, მან გამოძიებას გადასცა დოკუმენტები, რომელიც ადასტურებს, რომ 10 ბავშვი იულია სუსლიაკის შვილია, ნაწილი მათგანი კი — სუროგაციის მეშვეობით დაიბადა.
ტრეფიკინგის საქმე
იულია სუსლიაკი, რომელიიც ამტკიცებს, რომ საქართველოში ჩამოყვანილი ათივე ბავშვი მისი შვილია 26 აპრილს დააკავეს. შსს-ს მის საქმეზე გამოძიება ტრეფიკინგის მუხლით აქვს დაწყებული. ამ ეტაპისთვის ათივე ბავშვი სახელმწიფო ზრუნვაშია გადაყვანილი.
უწყების განმარტებით, სუსლიაკი ბავშვებთან ერთად თბილისში მოსკოვიდან 8 აპრილს ჩამოვიდა და აფხაზეთში ქმართან გადასვლას აპირებდა. სამინისტროში განაცხადეს, რომ 10 მცირეწლოვანი ბავშვიდან 4 დაბადებულია 2017 წელს, ხოლო სამი 2018-ში, რამაც გააჩინა ეჭვი, რომ აღნიშნული შეიცავდა ტრეფიკინგის ნიშნებს. მისი საქმით კი გამოძიება მას მერე დაინტერესდა, რაც ბავშვები ინტოქსიკაციით ზუგდიდის საავადმყოფოში გადაიყვანეს. თვითონ ქალი ამბობს, რომ ოთხი შვილი მან გააჩინა, ხოლო ექვსი — სუროგატმა.
ასევე გახდა ცნობილი, რომ სუსლიაკმა უკრაინიდან რუსეთში 11 ბავშვი გადაიყვანა, ხოლო საქართველოში 10 ბავშვი შემოიყვანა. შსს დაკარგულ ბავშვს ინტერპოლით ეძებს. გარდა ამისა, ერთ-ერთი ბავშვი პირად საუბარში ყვება, რომ იულია სუსლიაკი დედამისი არაა და სიკვდილის შიში აქვს, ხოლო ერთი ბავშვი აშშ-ს მოქალაქეა.
მისივე თქმით, პოლიციამ ბრალდებულისა და არასრულწლოვნების დამადასტურებელი დოკუმენტები, პასპორტები ამოიღო, თუმცა შესაძლებელია, რომ დოკუმენტები იყოს ყალბი. გამოძიების პროცესში ქალისა და ბავშვების დნმ ანალიზი აიღეს და მიმდინარეობს ექსპერტიზა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143¹ მუხლის პირველი ნაწილით (ადამიანით ვაჭრობა — ტრეფიკინგი). გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს თანამშრომლობა უცხოელ პარტნიორებთან.
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
კომენტარები