რა ვიცით ამ დროისთვის, სავარაუდოდ, ბავშვებით ვაჭრობის საქმეზე
იულია სუსლიაკი, რომელიც ამტკიცებს, რომ საქართველოში ჩამოყვანილი ათივე ბავშვი მისი შვილია, 26 აპრილს დააკავეს. შსს-ს მის საქმეზე გამოძიება ტრეფიკინგის მუხლით აქვს დაწყებული. ამ ეტაპისთვის ათივე ბავშვი სახელმწიფო ზრუნვაშია გადაყვანილი. დაკავებული ბრალს არ აღიარებს და ბიოლოგიურ ექსპერტიზას ითხოვს.
სუსლიაკი საქართველოში
ბრალდებული იულია სუსლიაკი 10 ბავშვთან ერთად საქართველოში მოსკოვიდან 8 აპრილს ჩამოვიდა და აფხაზეთში ქმართან გადასვლას აპირებდა. ბავშვებს შორის ერთი შვიდი თვის გოგონაა, ყველაზე უფროსი კი 11 წლისაა
სუსლიაკიმ ე.წ. საზღვრის გადაკვეთამდე სამეგრელოში დროებითი საცხოვრებელი იქირავა, სადაც ბავშვებთან ერთად რამდენიმე დღე იმყოფებოდა. საქართველოში ჩამოსვლიდან ორ კვირაში 10-ვე ბავშვი კვებითი ინტოქსიკაციის ნიშნებით ზუგდიდის რეფერალურ საავადყოფოში შეიყვანეს და შემდეგ ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაამისამართეს. სწორედ, ამ ეტაპზე დაინტერესდა გამოძიება იულია სუსლიაკით.
შესწავლილი დოკუმენტაციის მიხედვით, 10-ვე ბავშვი იულია სუსლიაკის შვილია და მის გვარს ატარებს. თუმცა, მცირეწლოვნებიდან 4 დაბადებულია 2017 წელს, რამაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ტრეფიკინგის ეჭვი გაუჩინა. შესაბამისად, დაიწყო გამოძიება.
სუსლიაკი ამტკიცებს, რომ ათივე ბავშვი მისი შვილია და ექვსი მათგანი სუროგაციით გყავს გაჩენილი. მან განაცხადა, რომ სიმართლის დასამტკიცებლად მზად არის ჩაუტაროს დნმ-ის ანალიზი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მოწმეთა გამოკითხვით დადგინდა, რომ ბრალდებული ბავშვებს აგრესიულად ექცეოდა და არასათანადო პირობებში ამყოფებდა. ამიტომ, გამოძიების მიმდინარეობის პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოსცა შემაკავებელი ორდერი და 10-ვე ბავშვის დედისაგან განცალკევების გადაწყვეტილება მიიღო. ორი მათგანი ამ დრომდე რჩება სამედიცინო დაწესებულებაში და გამოჯანმრთელების შემდეგ სხვა ბავშვების მსგავსად სახელმწიფო ზრუნვაში გადავა.
ბავშვის უგულებელყოფის სავარაუდო ვიდეომასალა ტელეკომპანია რუსთავი 2-მა გაავრცელა. კადრებში ჩანს, რომ უკრაინის მოქალაქე, რომელიც თბილისში ტრეფიკინგის ბრალდებით დააკავეს, კლინიკაში ძირს დავარდნილ შვილს უყურადღებოდ ტოვებს.
იულია სუსლიაკი 26 აპრილს დააკავეს, ბავშვები კი სახელმწიფო ზრუნვაში არიან გადაყვანილები. მათგან 2 ბავშვი ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება. სუსლიაკი ბრალდებას არ აღიარებს და ამბობს, რომ საქართველოს პოლიციას უჩივლებს "ღირსების შელახვისთვის".
გამოძიების ვერსია
გამოძიების ვერსიით, სუსლიაკი არ არის ბავშვების ბიოლოგიური დედა და დოკუმენტები გაყალბებულია. ბავშვებისა და ბრალდებულის ბიოლოგიური კავშირის დადგენის მიზნით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა. ასევე, მიმდინარეობს აქტიური თანამშრომლობა უცხოელ პარტნიორებთან.
შსს-ს ცნობით, ბრალდებული მუდმივ რეჟიმში იმყოფებოდა პოლიციის დაკვირვების ქვეშ, რის შედეგადაც აღმოაჩინეს, რომ ქალბატონი ბავშვებს არასათანადოდ ექცეოდა. მათ ჰქონდათ ტანსაცმლისა და კვებითი პრობლემები, რის გამოც ბავშვები საავადმყოფოში მოხვდნენ.
კრიმინალური პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის, მამუკა ჭელიძის თქმით, ერთ-ერთი ბავშვი ამბობს, რომ იულია სუსლიაკი მისი დედა არ არის.
მისივე თქმით, ამ ბავშვმა გამომძიებლებთან საუბრისას თქვა, რომ "სიკვდილის შიში აქვს". გარდა ამისა, შსს აცხადებს, რომ გამოძიების პროცესში დაკითხეს არაერთი მოწმე, რომლებიც ქალბატონის ბავშვებთან დამოკიდებულების კონტექსტში საეჭვო გარემოებას მიუთითებენ.
"აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ოჯახს არ აქვს ფინანსური რესურსები. მათ ოკუპირებულ აფხაზეთში, სადაც ბავშვების გადაყვანა სურდა, არ გააჩნიათ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი", — განაცხადა მამუკა ჭელიძემ.
მე-11 ბავშვი
მამუკა ჭელიძის ბრიფინგიდან გაირკვა, რომ საქართველო ჩამოსვლამდე რუსეთში იულია სუსლიაკს მე-11 ბავშვიც ჰყავდა. გამოცხადდა ინტერპოლით ძებნა.
"ინტერპოლის არხებით ვცდილობთ რუსეთის ფედერაციისგან მივიღოთ ინფორმაცია კიდევ ერთი ბავშვის შესახებ, რომელიც ამ დრომდე არ ჩანს. საერთოდ, არ ვიცით ის ცოცხალია თუ არა, იქიდან გამომდინარე, რომ უკრაინული მხარე ადასტურებს ბავშვის მიერ რუსეთის ფედერაციის საზღვრის გადაკვეთას ანუ ქალბატონმა 11 ბავშვი შეიყვანა რუსეთში ხოლო საქართველოში 10 მცირეწლოვანი ჩამოიყვანა", — აცხადებენ შსს-ში.
ასევე გაირკვა, რომ მე-11 ბავშვი ამერიკის მოქალაქეა. ჭელიძე ასევე ამბობს, რომ ბრალდებულს ათივე მცირეწლოვნის აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაყვანა სურდა. მისი განზრახვა, მისივე ჩვენებითაც დადასტურდა, თუმცა ვერ ასაბუთებს, რა მიზნით.
"მას იქ არ აქვს საცხოვრებელი, ფინანსური რესურსები, არ აქვს სამსახური, და თუ რატომ გადაწყვიტა აფხაზეთში ცხოვრება გამოძიებას პასუხს ამაზეც ვერ სცემს და არსებობს ლოგიკური ეჭვი, რომ ადგილი აქვს ბავშვებით ვაჭრობას, ტრეფიკინგს რაზეც აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს გამოძიება“, — განაცხადა მამუკა ჭელიძემ.
დაცვის მხარის ვერსია
იულია სუსლიაკის ინტერესებს საქართველოში იცავს ადვოკატი ზურაბ თოდუა. მან უპასუხა გამოძიებას 11-ე ბავშვის შესახებ და თქვა, რომ ის აბაზანაში დაიხრჩო. მისივე თქმით, ამასთან დაკავშირებით შესაბამისი სამედიცინო დასკვნაც არსებობს. ადვოკატი საქმის მასალებს უკვე გაეცნო.
პირველ არხთან მან თქვა, რომ უკვე გადასცა გამოძიებას დოკუმენტები, რომლის მიხედვით, 10 ბავშვი იულია სუსლიაკის შვილია, ნაწილი მათგანი კი — სუროგაციის მეშვეობით დაიბადა. მისივე ცნობით, საქმის მასალებში ნათქვამია, რომ უკრაინელმა ქალმა 11 ბავშვი იყიდა, მათ შორის ერთი ამერიკაში, თუმცა ამის არანაირი მტკიცებულება ბრალდებას არ აქვს.
ამასთან, ადვოკატის განცხადებით, ყველაზე პატარა — 7 თვის ბავშვი დაბადებულია ამერიკაში სუსლიაკის ბიოლოგიური მშობიარობით და ამის დამადასტურებელი დოკუმენტები მან ასევე გადასცა გამოძიებას.
რაც შეეხება მე-11 ბავშვს, რომელიც რუსეთში გარდაიცვალა, ადვოკატის თქმით, მას აქვს რუსეთში ჩატარებული გამოძიების შედეგები, სადაც წერია, რომ ბავშვი უბედური შემთხვევის შედეგად აბაზანაში დაიხრჩო.
რაც შეეხება ორგანოებით ვაჭრობის ალბათობას, ადვოკატი ამბობს, რომ ამაზე არც ქართულ გამოძიებას და არც რუსეთს არაფერი უთქვამთ.
ადვოკატის განცხადებით, 10 ბავშვიდან ექვსი სუროგატი დედების მეშვეობით დაიბადნენ და მათი ბიოლოგიური მამა იური სუსლიაკია, ხოლო ხოლო ბავშვის ბიოლოგიური მშობლები არიან იულია და იური სუსლიაკები.
ბრალდებულის ქმარი
სუსლიაკის ადვოკატი აცხადებს, რომ იულია სუსლიაკის მეუღლე იური სუსლიაკი, რომელიც აფხაზეთში იმყოფება, მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან და ჩააბაროს ბიოლოგიური მასალა. ის ითხოვს გარანტიას, რომ ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის შემდეგ არ დააკავებენ.
იურის სუსლიაკმა ტელეკომპანია იმედს უთხრა, რომ ის უკრაინაში ბიზნესინტერესების გამო იდევნება. ქრონიკის ინფორმაციით, იური სუსლიაკს უკრაინაში ე.წ. სამშენებლო პირამიდაში მონაწილეობას, ასევე დიდი ოდენობით თანხების მითვისებას და გათეთრებას ედავებიან.
ტრეფიკინგში ბრალდებულის, იულია სუსლიაკის, აღმკვეთი ღონისძიების საკითხზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
-
გადახედვასია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
-
გადახედვადეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ დეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
-
გადახედვა9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული 9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული
-
გადახედვაროგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა როგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა
-
გადახედვაშსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები" შსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები"
კომენტარები