რას ფიქრობენ დეპუტატები პატრიარქის ეპისტოლეზე
პატრიარქის 2019 წლის სააღდგომო ეპისტოლეს ერთ-ერთი მთავარი თემა ათეიზმია. ილია მეორემ ხაზგასმით მიანიშნა "ათეიზმისგან მომდინარე საფრთხეებზე" მსოფლიოსა და საქართველოში. საქართველოს პარლამენტის დეპუტატების ნაწილმა On.ge-სთან საუბარში თქვა, რომ ეპისტოლე ჯერ წაკითხული არ აქვთ ან ბოლომდე წაკითხული არ აქვთ, ნაწილი კი აცხადებს, რომ სასულიერო პირების განცხადებები "მათი გასარჩევი არ არის".
დეპუტატებიდან ზაქარია ქუცნაშვილმა ყველაზე ვრცლად მიმოიხილა ეპისტოლე. მისი აზრით, ადამიანი რწმენის გარეშე ძალიან სუსტია, ხოლო თუ ეკლესიის, ღმერთის, დემოკრატიული ფასეულობების არ სწამს, დაღუპულია:
"ათეიზმი, როგორც ურწმუნობის ყველაზე გავრცელებული ფორმა, წარმოადგენს საფრთხეს ჩევნი მოქალაქეებისთვის".
კითხვაზე, თუ რა საფუძველი ჰქონდა პატრიარქს იმისა, რომ ათეიზმზე ისაუბრა ეპისტოლეში, ქუცნაშვილი განმარტავს, რომ შეიმჩნევა გარკვეული რეციდივი ათეისტების მხრიდან, დაასუსტონ ქრისტიანული, დემოკრატიული ფასეულობების როლი და შემოიტანონ ყალბი ფასეულობები:
"სხეულის თავისუფლება ნარკოტიკების მოხმარების დროს, მკურნალობის თავისუფლება სისხლის გადასხმის აკრძალვის სახით, როგორც რელიგიური გამოხატულების ნიშანი. დღეს სერიოზული გამოწვევაა: ცხოვრება სიყვარულს მიღმა. ანუ არსებობს მიდგომა, რომ ქალისა და კაცის ცხოვრება უნდა ეფუძნებოდეს სიყვარულს და ეს არ შეიძლება იყოს სხვა ტიპის გამოხატულების, გარდა სიყვარულისა. დღეს არის ევროპაში მთელი რიგი მიმდინარეობა, როცა ურთიერთობა არ ეფუძნება გრძნობას და უფრო გატაცებით ან სხვა რამით არის დაინტერესებული. მაგალითად: დღეს ბევრი ქართველი ქალბატონი შესულია ფიქტიურ ქორწინებაში ევროპელებთან იმის გამო რომ იქ ცხოვრების უფლება მოიპოვონ და არა იმიტომ, რომ უყვარს ან ოჯახს ქმნის. ძალიან სერიოზული პრობლემებია ეს ჩვენი საზოგადოებისთვის".
ზაქარია ქუცნაშვილისგან განსხვავებით, ქართული ოცნების დეპუტატმა თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ რელიგიური შინაარსის ტექსტები მისი გასაანალიზებელი არ არის. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა კი თქვა, რომ ეპისტოლეს ჯერ არ გაცნობია.
გია ვოლსკის თქმით, ნებისმიერი რელიგიური ლიდერი, არა მხოლოდ მართლმადიდებლური, წინააღმდეგი იქნება ათეიზმის. დეპუტატმა იქვე აღნიშნა ისიც, რომ მიუხედავად "ზოგადი საფრთხისა", მისთვის ათეისტები არ არიან უცხოები:
"ჩემი ქვეყნის მოქალაქეები არიან და ზუსტად იგივე სიყვარულით მიყვარს, როგორითაც მორწმუნე ადამიანები. აქედან წარმოქმნილი პრობლემაა საფრთხე... ურწმუნოება, ზნეობის გაქრობა, აგრესია, ბილწსიტყვაობა, ერთმანეთის მიმართ მოუთმენელი დამოკიდებულება, რაც არ წერია რელიგიურ კანონებში, საფრთხეა. პატარა ქვეყანაა, პატარა საზოგადოებაა".
დამოუკიდიებელი დეპუტატი, დავით ჭიჭინაძე ფიქრობს, რომ უწმუნოება ხელისუფლებიდან მოდის. მისი თქმით, როცა მთავრობა თავის დანაპირებს აღარ ასრულებს, ეს ხალხზეც გადადის:
"პატრიარქი არასოდეს არ ამბობს უსაფუძვლოდ და ის ხედავს რომ ქვეყანაში მართლაც მომძლავრებულია ათეიზმის, ზოგადად, ურწმუნოების პრობლემა... ადამიანები თვითმობილიზაციას ვეღარ აკეთებენ, ვეღარ წვდებიან იმას რაც შიგნითაა ზოგადად ადამიანში. რეალურად გამარტივებისკენ მიდიან და ცხოვრების გამარტივება რელიგიას სცილდება".
დეპუტატი პატრიოტთა ალიანსიდან ადა მარშანია ამბობს, რომ ეპისტოლეს გაეცნო, თუმცა მხოლოდ იმ ნაწილს, სადაც საუბარია პატრიოტიზმზე. მარშანია ამბობს, რომ "ათეიზმის თემას" იგი არ გაცნობია.
"მხოლოდ პატრიოიტიზმზე წავიკითხე, ვერაფერს ვერ გეტყვით, იმიტომ რომ თავიდან ბოლომდე არ მაქვს წაკითხული. წავიკითხავ თავიდან ბოლომდე და თუ გაინტერესებთ ჩემი აზრით გავეცნობი და და დამირეკეთ", — ამბობს ადა მარშანია.
ევროპული საქართველოს დეპუტატი გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ ყველაზე დიდი საფრთხეა, პატრიოტიზმის ან რელიგიის სახელით სიძულვილის ქადაგება და ძალადობის წახალისება და არა რომელიმე ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის მრწამსი.
ნაციონალური მოძრაობის წევრმა, რომან გოცირიძემ On.ge-სთან საუბარში აღნიშნა, რომ სხვა ქვეყნის ეპისტოლეები გაცილებით ჰუმანურია, ვიდრე საქართველოს საპატრიარქოსი. მისი შეფასებით, პატრიარქის ეპისტოლე "აგრესიულია".
ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გოცირიძე წერს, რომ ილია მეორის ეპისტოლე ქვეყანაში შექმნილი ატმოსფეროს ეკლესიური გამოძახილია. დეპუტატი აცხადებს, რომ სპეციალურად გაეცნო სხვადასხვა ეკლესიის სააღდგომო ეპისტოლეებს, რათა შეედარებინა ისინი ერთმანეთისთის:
"რომის პაპის — ზოგადსაკაცობრიო, ტერორიზმი, შერიგება, მიტევება, სირია, ვენესუელა, ლიბანი, შრი-ლანკა, კონფლიქტი უკრაინაში და ა.შ. კონსტანტინეპოლის პატრიარქის —მართლმადიდებლურ იდენტობაზე, სიკვდილის შიშის დაძლევაზე, ამქვეყნიურ სიკეთეებზე გამოდევნების მავნებლობაზე, დაგმობილია "ვჭამოთ და ვსვათ, რადგან ხვალ აღარ ვიქნებით", მეცნიერებას და ეკონომიკას არ შეუძლია გამოსავლის მოძებნა და ა. შ. არცერთხელ "ქრისტიანობა", ყველგან "მართლმადიდებლობა". რუსეთის — ზოგადდოგმატური, კონკრეტიკის გარეშე. უკრაინის — დაწვრილებით არის მოთხრობილი აღდგომის ისტორია. ღმერთისადმი სიყვარულზე. არცერთი სიტყვა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე და სოციალურ თუ პოლიტიკურ საკითხებზე. სომხეთის — მშვიდობაზე, სიყვარულზე, სოლიდარობაზე, ერთობაზე, ოჯახის სიმტკიცეზე, ძლიერ სახელმწიფოზე. საქართველოს საპატრიაქო — მებრძოლი, აგრესიული, მტრის ხატის ძებნა, კუდიანებზე ნადირობა".
ამავე თემაზე:
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
კომენტარები