პატრიოტთა ალიანსის წევრი, გიორგი ლომია შინაგან საქმეთა მინისტრს სთხოვს, რომ ლგბტ თემს მსვლელობისთვის გამოუყონ ადგილი, რომელიც ქვეყნის გამარჯვებებთან და სიწმინდეებთან დაკავშირებული არ იქნება. ჰომოფბიური შინაარსის განცხადება დეპუტატმა პარლამენტში გააჟღერა.

"მინდა გთხოვოთ, მედიატორის როლი ითამაშოთ ლგბტ საზოგადოებასა და მეორე მხარეს მდგომ საზოგადოებას შორის. დაელაპარაკოთ ამ მსვლელობის ორგანიზატორებს, რომ უარი თქვან მსვლელობაზე, რათა ამან არ გამოიწვიოს ვნებათაღელვა ქვეყანაში", — აღნიშნა პარლამენტის დეპუტატმა.

გარდა ამისა, გიორგი ლომია ამბობს, რომ პატრიარქ ილია მეორის მიმართ შავი პიარკამპანია მუშაობს, რომლის ორგანიზატორები გამოვლენილნი არ არიან.

შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას მინისტრის საათის ფარგლებში პარლამენტში უსმენენ. გახარია სხვა საკითხებთან ერთად, პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ისაუბრებს.