უცხო ენის სწავლა აზროვნებას აუმჯობესებს
ყველას გამოუცდია, როგორი ცუდი გრძნობაა, როდესაც სიტუაციისთვის შესაფერის ფრაზას დროულად ვერ იფიქრებ; საუბრის ბოლოს ჩაგდებულ მახვილგონივრულ სიტყვას ხომ ყველაფრის შეცვლა შეუძლია. ამ ემოციის გამოსახატად ქართულში, ან თუნდაც ინგლისურში, ზუსტი სიტყვა არ არსებობს. აი, ფრანგებს კი აქვთ გამონათქვამი, l’esprit de l’escalier, რაც, დაახლოებით, დაგვიანებულ გამჭრიახობად ითარგმნება.
ბევრ ენაში არც ის სიტყვა მოიძებნება, რომელიც გაუჩერებელი ჭამის შემდგომ თავსდამტყდარ სინანულის გრძნობას ასახავს. თუმცა, ზუსტად ამის გამოსახატად არსებობს გერმანული სიტყვა kummerspeck, ანუ გლოვის ბეკონი. თუ ავიღებთ შვედურ სიტყვას lagom, რაც ნიშნავს, რომ რაღაც ზუსტად ათიანშია, ინგლისურად ამ აზრის დამტევი ერთი სიტყვის მოძებნა ფრიად გაჭირდება. ან თუნდაც იაპონური გამოთქმა, koi no yokan მოვიხმოთ; ის მიემართება იმ ფენომენს, როცა გრძნობ, რომ ახლადგაცნობილი ადამიანი სულ მალე შეგიყვარდება. ეს არ ნიშნავს პირველი ნახვით შეყვარებას, არამედ იმის ცოდნაა, რომ შეყვარება გარდაუვალია. კიტსის ან ბაირონისთვის მსგავსი სიტყვა ნამდვილად მისწრება იქნებოდა.
ზოგადად უამრავი ისეთი სიტყვა არსებობს, რომელიც ერთ ენაში მოიძებნება, მეორეში კი - არა. ამიტომ ხშირად ერთ ენაზე მოსაუბრენი სიტყვებს სხვა ენებისგან სესხულობენ. ისეთი ემოციის ასახსნელად, რომლის გამომხატველი ერთი სიტყვა ენაში არ არსებობს, გრძელი ახსნა-განმარტებების გაკეთება ხდება საჭირო, რაც განცდილს სრული სიზუსტით ვერასოდეს გადმოსცემს.
"მიზეზი, რატომაც ფრანგული savoir faire-ის მსგავსი ფრაზების სესხება გვიწევს, არის ის, რომ ის ჩვენი, ამერიკული კულტურისთვის უცხო ფენომენს გამოხატავს და ამიტომ ჩვენს ენაში მსგავსი რამ ბუნებრივად ვერ გაჩნდებოდა", - ამბობს ჯორჯ ლაკოფი, კოგნიტური მეცნიერებისა და ლინგვისტიკის პროფესორი ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტიდან, - "სხვადასხვა ენაზე საუბარი გულისხმობს სხვადასხვა სახის აზროვნებითი ჩარჩოებისა და მეტაფორების გააზრებას და ამ ენის კულტურის შესწავლას. შესაბამისად, შენ არა მხოლოდ ახალ, არამედ ახალი სახის სიტყვებსაც სწავლობ". თუმცა, ერთზე მეტი ენის ცოდნის სარგებელი ახალი სიტყვების, კონცეფციების, მეტაფორების და აზროვნების ჩარჩოების გათავისებაზე უფრო დიდია.
მულტილინგვიზმს უამრავი დადებითი გვერდითი ეფექტი აქვს: მრავალ ენაზე მოსაუბრე ადამიანები სტანდარტულ ტესტირებებზე უფრო მაღალ შედეგს აჩვენებენ, განსაკუთრებით - მათემატიკაში, კითხვასა და ლექსიკაში. ისინი უკეთ იმახსოვრებენ სიებსა თუ თანმიმდევრობებს. ეს, სავარაუდოდ, იმ მიზეზით ხდება, რომ გრამატიკული წესებისა და უცხო სიტყვების დამახსოვრება ტვინს შესაბამისად ავარჯიშებს. მულტილინგვები თავიანთ გარემოცვასაც უკეთ აღიქვამენ, ამიტომ მნიშვნელოვანზე კონცენტრირებისა და არასაჭირო ინფორმაციის უგულვებელყოფის უნარი აქვთ განვითარებული (შემთხვევითი არაა, რომ შერლოკ ჰოლმსიცა და ერკიულ პუაროც პოლიგლოტები არიან). და ერთი-ორი სიტყვა იმ სიამოვნებაზეც უნდა ითქვას, რაც ოდისეას ძველ ბერძნულად ან პრუსტის დაკარგული დროის ძიებაშის ფრანგულად წაკითხვას ახლავს თან.
კოგნიტური ხაფანგებისგან, ანუ მართლწერისას თუ ნათქვამის გააზრებისას დაშვებული შეცდომებისგან თავის არიდებაც მრავალი ენის შესწავლის შედეგად გაცილებით მარტივი ხდება. მულტილინგვები, შესაძლოა, გადაწყვეტილებებსაც კი უკეთ იღებდნენ. კვლევის მიხედვით, რეკლამებში თუ პოლიტიკური კამპანიების დროს გამოყენებული ენობრივი მანიპულაციები მათზე ნაკლებ ზეგავლენას ახდენს. ასევე, ის, ვინც მრავალ ენაზე საუბრობს, ხშირად ფულსაც უფრო გააზრებულად ხარჯავს, რადგან ბარათზე არსებული თანხის რაოდენობას მონოლინგვებზე უკეთ აღიქვამს და ვირტუალურ ბანკნოტებს ნაღდი ფულის დარად ეპყრობა.
ერთ-ერთი თეორიის თანახმად, ეს ყველაფერი იმით აიხსნება, რომ არამშობლიურ ენაზე საუბრისას ჩვენ გარემოსადმი მეტად ვართ ფსიქოლოგიურად დისტანცირებულები. ხარჯვის საკითხის შესწავლისას მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ცდისპირები ნაკლებ ემოციას გამოხატავდნენ, როცა მათ მეორე, მესამე ან მეოთხე ენაზე მიმართავდნენ. შესაძლოა, უცხო ენაზე მოსაუბრეებს სწორედ ეს ფაქტორი ეხმარება მეტად გაწონასწორებული გადაწყვეტილებების მიღებაში.
კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ ადამიანებს, რომლებმაც მეორე ენა თუნდაც ზრდასრულ ასაკში შეისწავლეს, მოხუცებულობისას აზროვნების დაქვეითება ნაკლებად ემუქრებათ. კერძოდ, როცა ყველა სხვა ფაქტორი გაკონტროლებულია, ბილინგვები დემენციითა და ალცჰაიმერით მონოლინგვებზე საშუალოდ ოთხ-ნახევარი წლით გვიან ავადდებიან.
ედინბურგის უნივერსიტეტში ფილოსოფიის, ფსიქოლოგიისა და ენის მეცნიერებათა დეპარტამენტის ლექტორმა, დოქტორმა ტომას ბაკმა ჩაატარა კვლევა, რის მიხედვითაც დადგინდა, რომ კოგნიტური ვარდნის შენელებაში მეორე ენის შესწავლა უფრო მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ვიდრე განათლებისა და ინტელექტის დონე. "კარგი მეხსიერება არ არის მიზეზი, რატომაც ბილინგვები კოგნიტურ ვარდნას ნაკლებად განიცდიან", - ამბობს ბაკი, - "ამის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი მათი ყურადღების მექანიზმია. ეს ის უნარია, რომელიც ენის დეტალებზე ფოკუსირებით ვითარდება".
პოლიგლოტებს ყურადღების კონცენტრირება სხვადასხვა გზით შეუძლიათ, განსაკუთრებით მაშინ, როცა ისეთ ვიზუალურ დავალებებს ასრულებენ, როგორებიც სიაში სახელის ან სივრცეში საგნის პოვნაა. მათ ასევე მრავალი საქმის ერთდოულად კეთების უნარიც მეტად გამოწვრთნილი აქვთ, რაც, ბაკის თეორიაზე დაყრდნობით, გონებაში ერთი ენიდან მეორეზე გადასვლა-გადმოსვლით უმჯობესდება.
ეს მათთვის, ვინც მრავალ ენაზე საუბრობს, მართლაც შესანიშნავი ამბავია, თუმცა, რეალურად, ეს მიგნება ყველასთვის სასიხარულოა. მეორე ენის შესწავლით დემენციის გადავადების ეფექტი ენის არა მხოლოდ თავისუფლად ფლობის დროს მიიღწევა, არამედ მაშინაც, როცა უბრალოდ ცდილობ ენის შესწავლას. თუ კიდევ ურევ ერთმანეთში sí-სა და oui-ს, ამბობს ბაკი, "დემენციის გადავადებისთვის ისიც კმარა, რომ მსგავსი ლინგვისტური განსხვავებების არსებობა გაცნობიერებული გაქვს".
ამასთან, ერთზე მეტი ენის ცოდნა საშუალებას გაძლევს, სრულიად ახალი ტიპის სიტყვები შეიმეცნო. შემდეგში თუ, ვთქვათ, ძლიერი სურვილი აგიტანს, ჩაპუტკუნებულ ახალშობილს ფეხები დაუსრისო, გეცოდინება, რაც უნდა თქვა; ამ გრძნობას ფილიპინურად gigil ჰქვია.
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
კომენტარები