როგორ ვიმოგზაუროთ იაფად ამსტერდამში? – ახალგაზრდა ევროპელი ელჩის რჩევები
ახალგაზრდა ევროპელი ელჩები საქართველოდან არიან აქტივისტები და მოხალისეები, რომლებიც მონაწილეობენ ევროკავშირის ქვეყნებში არსებულ საერთაშორისო პროგრამებში. ამ სტატიაში მარიამ მორჩაძე გაგიზიარებთ ევროკავშირის ქვეყნებში იაფად მოგზაურობის ხერხებს, გირჩევთ აუცილებლად სანახავ ადგილებს თუ გეტყვით, რა უნდა გასინჯოთ.
ქარის წისქვილების, ყველის, ტიტების, მუზეუმების, ველოსიპედებისა და ლიბერალური კანონების ქვეყანა - ეს ნიდერლანდებია.
ევროკავშირში ვიზალიბერალიზაციამ ქართველებს საკმაოდ დიდი ბიძგი მისცა საოცნებო ადგილების მოსანახულებლად. იმისათვის, რომ საქართველოდან ამ საოცარ ქვეყანაში მოხვდეთ, თვითმფრინავის ბილეთებისა და საცხოვრებლის ჯავშანის დოკუმენტები გჭირდებათ. თუკი უკვე იმყოფებით შენგენის ზონის რომელიმე ქვეყანაში, მაშინ უკვე გაცილებით სწრაფად და მარტივად შეგიძლიათ მოგზაურობა. თუ თვალი ამსტერდამისთვის გაქვთ დადგმული, ეს რამდენიმე რჩევა საქმეს გაგიადვილებთ.
როგორ დავგეგმოთ მარშრუტი და დავზოგოთ თანხა?
თბილისიდან ამსტერდამის მიმართულებით უამრავი ფრენა ხორციელდება. 2019 წლის 1 აგვისტოდან კი ქუთაისიდანაც შეგვეძლება პირდაპირი რეისით ეინდჰოვენში ჩაფრენა. მთავარია ნიდერლანდების რომელიმე ქალაქის სადგურში მოხვდეთ და შემდეგ თავიანთი ძალზედ გამარტივებული სატრანსპორტო სისტემის წყალობით, ქალაქებს უპრობლემოდ მოინახულებთ. გირჩევთ შეიძინოთ OV Chipkaart - ჩვენი მეტრომანის ანალოგია და თანხა მასზე დარიცხეთ. მისი ყიდვა ნებისმიერ რკინიგზის სადგურზე შეგიძლიათ. ამ კარტით შეძლებთ მატარებლის სადგურებზე შესვლას, გამოსვლის დროს კი ისევ გაატარებთ, რათა მგზავრობის ღირებულება დაფიქსირდეს და კარტიდან ჩამოიჭრას შესაბამისი თანხა. არ შეიძინოთ ერთჯერათი ბილეთები, გაცილებით ძვირია და მოუხერხებელი. შეიძლება მატარებელზე გაგვიანდებოდეთ, ამ დროს კი ბილეთის შეძენა ვერ მოასწროთ, დროსთან ერთად ენერგიაც დაგეკარგებათ. გამოიყენეთ 9292 აპლიკაცია, მთელი ქვეყნის მასშტაბით შეგიძლიათ აირჩიოთ ქალაქების სადგურები და პროგრამა გიჩვენებთ დროს, პლატფორმის ნომერსა და მგზავრობის ღირებულებას. ასევე, შეგიძლიათ ჯგუფური ბილეთი შეიძინოთ, მინიმუმ 4 ადამიანისაგან შემდგარი და დაზოგოთ მგზავრობის თანხა. მაგალითად, ამსტერდამიდან როტერდამში წასასვლელად OV Chipkaart-ზე მინიმუმ 16.10 € გჭირდებათ, 4-წევრიანი ჯგუფური ბილეთის შეძენის შემთხვევაში 8 €-ს გადაიხდით, 7 წევრზე კი 5.21 €-ს. მათი შეძენა ელექტრონულად შეგიძლიათ www.ns.nl - ვებგვერდზე.
აუცილებლად სანახავი ადგილები
გამოიყენეთ შესაძლებლობა და მაქსიმალურად ბევრი ქალაქი მოინახულეთ. ნიდერლანდები მხოლოდ ამსტერდამი არ არის. ჩასხედით კომფორტულ მატარებელში და გაემგზავრეთ უტრეხტში, ჰააგაში, როტერდამში, მაასტრიხტში. უტრეხტი პატარა ამსტერდამია, თუმცა, ნაკლებად ქაოტურია. ამ ქალაქში, გირჩევთ, უბრალოდ დაივიწყოთ დროისა და რუკის არსებობა და დაიკარგოთ. დაათვალიერეთ არქიტექტურა, დააკვირდით უფარდო ფანჯრებს და მოუსმინეთ ქუჩის ხელოვანებს.
აუცილებლად ეწვიეთ ამსტერდამისა და ჰააგის მუზეუმებს. ბილეთების ფასი საკმაოდ ძვირია და სამწუხაროდ, არანაირი შეღავათი არ აქვთ მათზე. გირჩევთ, გადმოწეროთ აპლიკაციები, რომლებიც გიდის ფუნქციას შეასრულებენ, თითოეულ მუზეუმს თავისი აპლიკაცია აქვს. აუცილებლად ნახეთ Rijksmuseum, Van Gogh ერთ სივრცეშია და გადაადგილება არ დაგჭირდებათ. აგრეთვე Heineken Experience მუზეუმი და მადამ ტიუსოს სალონი.
შემდეგ გირჩევთ Vlaams Friteshuis ფრი დააგემოვნოთ, იქვეა, 1.5 € ღირს და უგემრიელესია. საღამო Hills Street Blues ბარში გაატარეთ, რომელიც არხზე დგას და ულამაზესი ხედი აქვს. კედლები გრაფიტით არის სავსე, ბარი კი - მთლიანად ახალგაზრდებით. იქ ყოფნით შეიგრძნობთ ამსტერდამის ადგილობრივ ღამის მუხტს.
სად შეგიძლიათ დარჩეთ?
თუ მეგობრებთან ერთად ხართ, Airbnb საუკეთესო ვარიანტია, ბინები ხელმისაწვდომია როგორც ცენტრში, ასევე გარეუბნებში. საოჯახო ტიპის სასტუმროებშიც შეგიძლიათ დარჩეთ, მაგრამ აუცილებელია რამდენიმე კვირით ადრე დაჯავშვნა. თუ მარტო მოგზაურობთ ან მხოლოდ ორნი, შეგიძლიათ ისარგებლოთ couchsurfing-ით. არაერთხელ გამომიყენებია და ვურჩევ ნებისმიერ ადამიანს, განსაკუთრებით მათ, ვინც თავგადასავლების ძიებაში არიან და ადგილობრივი კულტურის შეგრძნება ბოლომდე სურთ. ამ აპლიკაციის საშუალებით, შეგიძლიათ მოძებნოთ ჰოლანდიელები ან ნიდერლანდებში მცხოვრები ახალგაზრდები, რომლებიც გიმასპინძლებენ რამდენიმე ღამით და არანაირი თანხის გადახდას არ გთხოვენ. ამისთვის უბრალოდ გადმოწერეთ აპლიკაცია, შექმენით თქვენი პროფილი და მოძებნეთ კეთილი და საინტერესო ადამიანები.
სად უნდა იყიდოთ პროდუქტები?
ნიდერლანდებში ტრანსპორტით სარგებლობა, მუზეუმების მონახულება და პროდუქტების შეძენა დიდ თანხებთან ასოცირდება. თუმცა, არსებობს ერთი გერმანული სუპერმარკეტი, Lidl, რომელიც გაცილებით იაფია. სგირჩევთ, უყურადღებოდ არ დატოვოთ ყვითელ წრეში ამოპრინტერებული ლურჯი ასოები და ყველაფერი იქ შეიძინოთ.
ასე რომ, ჩაალაგეთ ბარგი და ეწვიეთ ამ მაგიურ ქვეყანას, რომელსაც ძალიან დიდი ენერგია აქვს და დიდი ხნით შეუძლია თქვენში საოცარი განწყობის შენარჩუნება.
აღმოსავლეთ პარტნიორობა წელს ათი წლის იუბილეს ზეიმობს. ეს თანამშრომლობა ევროკავშირს, მის წევრ ქვეყნებსა და საქართველოს შორის, მნიშვნელოვანი სარგებლის მომტანი აღმოჩნდა ჩვენი თანამოქალაქეებისათვის. ვიზალიბერალიზაცია ერთ-ერთი გამორჩეული მიღწევაა, რამაც საქართველო ევროკავშირთან უფრო მეტად დააახლოვა. დაახლოებით 300,000-მა საქართველოს მოქალაქემ უკვე იმოგზაურა ევროკავშირის ქვეყნებში ვიზის გარეშე და ახალი ტურისტული ღირსშესანიშნაობები აღმოაჩინა.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები