ევროკავშირი საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის დამატებით 50 მილიონ ევროს გამოუყოფს
ევროკავშირი საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის დამატებით გამოუყოფს 50 მილიონ ევროს. ხელშეკრულებას ხელი დღეს, 26 მაისს, 18:00 საათზე მოეწერება. ცერემონია ქორთიარდ მარიოტში გაიმართება.
სქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, დოკუმენტს ხელს მოაწერენ ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხების შესახებ მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილე კატერინა მატერნოვა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე.
დოკუმენტი ითვალისწინებს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითრების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მეორე ფაზის ფარგლებში საქართველოსთვის 50 მილიონი ევროს ოდენობის გამოყოფას. ხელმოწერის ცერემონიას დაესწრებიან ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია.
რას გულისხმობს ENPARD?
ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, ENPARD-ის მეორე ფაზის მიზანს სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სტანდარტების, ასევე ინსპექტირებისა და კონტროლის მექანიზმების გაუმჯობესება წარმოადგენს. სოფლად სიღარიბის დაძლევისთვის, ENPARD-ის პროგრამა მთავრობას სოფლის განვითარების ეროვნული სტრატეგიის შემუშავებაში დაეხმარება. მასთან, ქალაქისა და სოფლის თანაბარი განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ENPARD-ი სოფლის ეკონომიკის დივერსიფიკაციის სამთავრობო პროგრამების ხელშეწყობას და აჭარასა და აფხაზეთში სოფლის განვითარების საპილოტე პროგრმების პირდაპირ დახმარებას უზრუნველყოფს.
"ENPARD-ის ახალი ფაზა წარსულ გამოცდილებას ეფუძნება. პირველი ფაზის ფარგლებში დაწყებული სამთავრობო სტრუქტურების რეფორმირება, მათი ინსტიტუციონალური გაძლიერება და მცირე ფერმერთა ქმედითუნარიანობის ამაღლება, მათი კოოპერაციის ხელშეწყობისა და ტექნიკური დახმარების გზით, ამჟამადაც ხორციელდება", - წერს გავრცელებულ განცხადებაში ევროკავშირის წარმომადგენლობა.
ევროკავშირის წარმომადგენლობის შეფასებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში, ENPARD-მა ხელშესახებ შედეგებს მიაღწია: ქვეყნის მასშტაბით დარეგისტრირებული 1 000-მდე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი ფერმერებს წარმოებისა და ტექნიკით სარგებლობის ხარჯებს მკვეთრად უმცირებს. გარდა ამისა, საქართველოს რეგიონებში დაფუძნებული 52 საინფორმაციო და საკონსულტაციო ცენტრი ფერმერებს სასოფლო-სამეურნეო ინფორმაციაზე წვდომასა და გადამზადების საშუალებას აძლევს პერსპექტვაში, სოფლის მეურნეობის სამინისტრო უფრო ეფექტიანი უწყება გახდება, რაც სექტორში უკეთესი პოლიტიკის გატარებას და ფერმერთა მეტად დახმარების შესაძლებლობას უზრუნველყოფს.
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
კომენტარები