რამდენად საშიშია პლასტმასის სათამაშოები
ყველა მშობლისთვის ნაცნობია, როგორი რთულია, აარიდო პლასტმასის სათამაშოების ყიდვას თავი. დღესდღეობით საქართველოში სათამაშოების უსაფრთხოება არც ლაბორატორიულად მოწმდება და არც ბაზრის ზედამხედველობის შესაბამისი სამსახური არსებობს. გონებრივი და ფსიქიკური განვითარების ჩამორჩენა, ნერვული სისტემის დარღვევები, ინტოქსიკაცია, ალერგია - ეს ყველაფერი უხარისხო სათამაშომ შეიძლება გამოიწვიოს. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, სათამაშოების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობა ევროპისას უნდა დაუახლოვდეს. ევროდირექტივის ამოქმედება 2019 წლიდან იგეგმება.
თუმცა, ბინებში გროვებად დახვავებული პლასტმასის უხარისხო სათამაშოების პრობლემა დასავლეთ ევროპის ქვეყნებშიც მწვავედ დგას. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში გასულ წელს მომხმარებლებმა მსგავს პროდუქტში $480 მილიონზე მეტი დახარჯეს. გარემოს დამცველები ამბობენ, რომ ეს ნაგასვაყრელებსა და ოკეანეებში პლასტმასის ნარჩენების რაოდენობის ზრდას უწყობს ხელს.
ბრიტანული გულის ფონდის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში მონაწილე მშობელთა მეოთხედზე მეტმა აღიარა, რომ დაუზიანებელი სათამაშოებიც გადაუყრია. ამასთან, ისიც დადგინდა, რომ ბავშვებს დიდ ბრიტანეთში საშუალოდ ოთხი ისეთი სათამაშო აქვთ, რომლითაც ერთხელაც არ უთამაშიათ.
"ჩემი ქალიშვილი გიჟდება პლასტმასის სათამაშოებზე"
ბრიტანელი დედა, ლორენ ტედალდი ამბობს, რომ მისი სამი წლის გოგო, მირელა, უამრავ სათამაშოს იღებს მეგობრებისგან და ოჯახის წევრებისგან. "ხან აღდგომაა, ხან შობა, ხანაც დაბადების დღეებია - ახალი სათამაშოების ყიდვის მიზეზი არ ილევა", - ამბობს ის, - "ვეცადეთ, ხის სათამაშოები ან ისეთი მატერიისგან დამზადებული ნივთები გვეყიდა, რომლებიც შედარებით გამძლეა ანდა გარემოსთვისაა უსაფრთხო, მაგრამ ვერაფერს გავხდით: ჩემი პატარა გოგო პლასტმასის სათამაშოებზე გიჟდება. როგორც ბავშვების უმეტესობას, მასაც ყველაზე ფერადი და გიჟური ნივთები იზიდავს. ჩვენ ვცდილობთ, დიდი ზომის სათამაშოები განსაკუთრებული შემთხვევებისთვის შემოვინახოთ, მაგრამ ამის გაკეთება რთულია და, შედეგად, სათამაშოები სულ მეტ სივრცეს იკავებენ".
ლორენი დასძენს, რომ ის ცდილობს, რეგულარულად წაიღოს ძველი სათამაშოებით გამოტენილი ჩანთა საქველმოქმედო მაღაზიებში; მის ოჯახში ერთი ახალი სათამაშოს მიღება ერთ ძველ სათამაშოსთან გამომშვიდობებას ნიშნავს: "ვიცი, რომ საქველმოქმედო მაღაზიებს გაუყიდავი სათამაშოების გადამუშავება შეუძლიათ. ამიტომ გაფუჭებულ სათამაშოებსაც კი არ ვყრი ხოლმე".
რამდენადაა შესაძლებელი ეკო-მეგობრული სათამაშოების არსებობა?
სანამ ზუსტად გავარკვევდეთ, ნაგავსაყრელებზე არსებული პლასტმასის რა რაოდენობაა სათამაშოების ნარჩენი, გარემოს დამცველები ამბობენ, რომ მომხმარებლებს მიმოქცევაში მყოფი პროდუქტის რაოდენობის შემცირება მაინც შეუძლიათ. ამის მიღწევა მარტივია, თუ ადამიანები სათამაშოებს ყიდვის ნაცვლად ნათესავებისგან, მეგობრებისგან ან სპეციალური დაწესებულებებისგან ითხოვებენ, შემდეგ კი მათ სხვა მშობლებს გადასცემენ.
გარემოსდაცვით ორგანიზაცია Greenpeace UK-ში ამბობენ, რომ პლასტმასის სათამაშოები მრავალჯერადი გამოყენების ნივთებად უნდა ჩაითვალოს. "ისინი ნამდვილად არ არიან გათვლილები ერთჯერადი გამოყენებისთვის - პლასტმასის სათამაშოები, როგორც კვლევიდან ვიცით, ოჯახებში დაახლოებით ათი წელი რჩებიან და შემდეგ მათ საქველმოქმედო ფონდებში აბარებენ ან მეგობრებსა თუ ნათესავებს ჩუქნიან", - ამბობს ნატაშა კრუკსი British Toy and Hobby Association-დან. ორგანიზაცია ამტკიცებს, რომ ბევრ სათამაშო ნაგავში მოხვედრამდე 15-20 წელი რჩება მოხმარებაში.
შეიძლება, არც სათამაშოების გადამუშავებული პლასტმასისგან დამზადება იყოს გამოსავალი. "გადამუშავებული პლასტმასი, მისი საეჭვო ქიმიური შემადგენლობის გამო, იშვიათადაა გამოსადეგი სათამაშოების წარმოების პროცესში", - ამბობს ნატაშა, - "დიდი შანსია, რომ მასში ერთი ისეთი ქიმიური კომპონენტი მაინც ერიოს, რომლის გამოყენებაც სათამაშოების უსაფრთხოების კანონმდებლობითაა აკრძალული".
"მთავარია, ხარისხიანი სათამაშოები ვიყიდოთ"
პრობლემისგან გამოსავალი პლასტმასისგან თავის სრულად დაღწევა და გადამუშავებადი მასალისგან დამზადებული სათამაშოების შეძენაზე გადასვლა შეიძლება იყოს. დღეისათვის უამრავი ახალი ეკო-მეგობრული ბრენდები არსებობს, რომლებიც სათამაშოებს ხისაგან და გადამუშავებული მასალისგან ამზადებენ. მაგრამ ასეთი ნივთები, როგორც წესი, ძვირი ღირს.
ორი შვილის დედა, რეიჩელ ლოქჰედი ამბობს, რომ ის ყველა ღონეს ხმარობს პლასტმასის სათამაშოების თავიდან ასარიდებლად და მხოლოდ კარგი ხარისხის სათამაშოების მწარმოებელ ბრენდებს ენდობა, რადგან მათი პროდუქცია მეტად გამძლეა.
რეიჩელის თქმით, ის პლასტმასის სათამაშოებსაც ყიდულობს, მაგრამ მხოლოდ მეორადებს - ძირითადად, Ebay-დან, Gumtree-დან ან სხვადასხვა საქველმოქმედო მაღაზიიდან: "პლასტმასი პრაქტიკულია და მისი წარმოება იაფი ჯდება, ამიტომ გასაკავირი არაა, რომ მისგან ამდენი რამეა დამზადებული".
"მეორადი სათამაშოების ყიდვა ფულს რიგიანად მიზოგავს"
ბეტინა მეიდმენტი პლასტმასის გარეშე ცხოვრებას ცდილობს. როცა საქმე სათამაშოებზე მიდგება, ამბობს, რომ პლასტმასისგან დამზადებულებს ჯერ კიდევ ყიდულობს, მაგრამ - მხოლოდ მეორადებს.
"უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში შობაზე მხოლოდ მეორადი საჩუქრები ვიყიდე და ამ გზით დიდი თანხა დავზოგე", - ამბობს ის, - "ჩემმა ვაჟიშვილმა თავის დაბადების დღეზე სხვისი ნახმარი ველოსიპედი მიიღო. ახალთახალი ველოსიპედის ყიდვას ვერაფრით შევწვდებოდით, მაგრამ მეორადიც ახალივით გამოიყურებოდა და ჩემი ბიჭი ძალიან კმაყოფილია".
სათამაშოების გადაყიდვა დღეისათვის არა მხოლოდ აუქციონის ტიპის ინტერნეტ საიტებითაა შესაძლებელი, მშობლები ხშირად სოციალური მედიის ჯგუფებში ანთავსებენ განცხადებებს და ჯგუფის სხვა წევრებს სათამაშოებს სრულიად უფასოდ ან დაბალ ფასში სთავაზობენ.
რამდენად უსაფრთხოა მეორადი სათამაშოების შეძენა?
მეორადი სათამაშოების ყიდვისას არსებობს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გარკვეული რისკები. გასულ წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ზოგიერთმა შემოწმებულმა სათამაშომ ვარგისიანობის განახლებული სტანდარტები ვერ დააკმაყოფილა.
საწესდებო სავაჭრო სტანდარტების ინსტიტუტის თანამშრომელი, მარკ გარდინერი ამბობს: "ნებისმიერ საქონელს, რომელიც მეორადი წყაროებიდან არის შეძენილი, არ აქვს ახლადდამზადებულის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიები. მშობლებმა უნდა აწონონ-დაწონონ ეს რისკები, განსაკუთრებით მაშინ, როცა შვილებს ძალიან ძველ და, დიდი ალბათობით, მექანიკურად გაუმართავ სათამაშოებს აძლევენ".
რას აკეთებენ სათამაშოების კომპანიები პლასტმასთან დაკავშირებით?
მანამ, სანამ მომხმარებლები ნაკლები ახალი სათამაშოს შეძენას ცდილობენ, გარემოს დამცველები ამბობენ, რომ მთავარი ნაბიჯები მწარმოებლებსა და მსხვილ კომპანიებს აქვთ გადასადგმელი.
სათამაშოების ზოგიერთი კომპანია უკვე ცდილობს, მეტად ეკო-მეგობრული გახდეს. მაგალითად, ლეგოს ფოთლები, ბუჩქები და ხეები ახლა ნამდვილად მწვანეა - ისინი შაქრის ლერწმისგან წარმოებული პლასტმასისაგანაა დამზადებული. დანიურ ბრენდს გადაწყვეტილი აქვს, რომ 2030 წლისათვის წარმოებულ პროდუქტსა და შეფუთვაში მხოლოდ გადამუშავებადი ნივთიერებები გამოიყენოს.
სათამაშოების კომპანია MGA Entertainment-იც ცდილობს შეამციროს საწარმოო ნარჩენები, რომლებიც თოჯინების შეფუთვის შედეგად წაროიქმნება. ახლა მომხმარებლებს შეუძლიათ, ნარჩენები გადასამუშავებელ კომპანიას, TerraCycle-ს გადაუგზავნონ.
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
კომენტარები