ალადინის ეკრანიზაციის გამოსვლამდე ორ კვირაზე ნაკლები დრო რჩება და დისნეიმ ადაპტაციიდან ორი ახალი კლიპი გამოუშვა.

პირველ კლიპში, ალადინი ჯინს სთხოვს, რომ პრინცად აქციოს

ამ კლიპში კი, ალადინი ჟასმინს ჯადოსნური ხალიჩით მოგზაურობაზე ითანხმებს

ფილმში მთავარ როლებს უილ სმიტი (ჯინი), ნაომი სკოტი (ჟასმინი) და მენა მასუდა (ალადინი) ასრულებენ. თუ ვიდეოებითა და ტრეილერით ვიმსჯელებთ, ფილმი საკმაოდ შთამბეჭდავი იქნება. გამდიდრებული მუსიკალური ნომრებითა და რაღა თქმა უნდა დიდებული სპეცეფექტებით.

ალადინი დიდ ეკრანებზე 24 მაისს გამოდის.