ძილთან დაკავშირებული 6 მითი, რომელიც ჯანმრთელობისათვის საზიანოა
მკვლევარების განცხადებით, ფართოდ გავრცელებული მითები ძილის შესახებ, ჩვენი ჯანმრთელობისა და ხასიათის გაუარესებასთან ერთად, სიცოცხლესაც გვისწრაფებს.
ნიუ-იორკის უნივერსიტეტის მკვლევართა გუნდმა მთელი ინტერნეტი გადაქექა, რათა ძილთან დაკავშირებული ყვლაზე გავრცლებული მოსაზრებები მოეძიებინა. შემდეგ კი ძილის ეროვნული ფონდის ჟურნალში, Sleep Health, გამოქვეყნებულ სტატიაში მათ ეს მოსაზრებები მეცნიერულ ფაქტებს შეუწონეს.
სტატიის ავტორები იმედოვნებენ, რომ ამ მითების გაბათილება ხალხის ფიზიკურსა თუ მენტალურ ჯანმრთელობასა და ზოგად კეთილდღეობაზე დადებითად აისახება.
დაფიქრდით, ქვემოთ ჩამოთვლილ მითთაგან რომელიმე თავადაც ხომ არ გაგივრცელებიათ:
მითი 1: თავის გასატანად დღე-ღამეში ხუთ საათზე ნაკლები ძილიც საკმარისია
ეს მითი არაფრით არ ქრება.
ცნობილია, რომ ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, მარგარეტ ტეტჩერს დღე-ღამეში მხოლოდ ოთხი საათით ეძინა. მსგავსი რამ გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელსაც განუცხადებია. მართლაც, ბიზნესსა თუ პოლიტიკაში წარმატებული ადამიანების ისტორიებში ძილის ნაცვლად ოფისში ზედმეტი საათების გატარების შესახებ ხშირად საუბრობენ ხოლმე.
ამ დროს კი, მკვლევარების თქმით, ის, რომ ხუთ საათზე ნაკლებით "თვალის მოხუჭვა" საკმარისია, ჯანმრთელობისათვის ერთ-ერთი ყველაზე მავნე მითია.
"უამრავი ფაქტი გვაქვს, რათა დავადასტუროთ, რომ დღე-ღამეში სისტემატურად ხუთ საათზე ნაკლები ძილი ჯანმრთელობის გაუარესების რისკს მნიშვნელოვნად ზრდის", - განაცხადა მკვლევარმა, დოქტორმა ჯესიკა რობინსმა.
სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირებასთან ერთად, ამ რისკთა შორისაა გულ-სისხლძარღვთა ისეთი სახიფათო დაავადებები, როგორებიცაა ინფარქტი და ინსულტი.
რობინსი გვირჩევს, ხუთ საათზე ნაკლების ნაცვლად, დღე-ღამეში შვიდიდან რვა საათამდე ძილი დავისახოთ მიზნად.
მითი 2: დაწოლამდე ალკოჰოლის მიღება ძილის ხარისხს აუმჯობესებს
მკვლევართა გუნდი აღნიშნავს, რომ მოსაზრება, თითქოს ჭიქა ღვინო, ვისკი თუ კათხა ლუდი ძილის წინ განსატვირთად სასარგებლოა, მხოლოდ მითია.
"შესაძლოა, ალკოჰოლი სწრაფად ჩაძინებაში დაგეხმაროთ, თუმცა იმ ღამით დასვენების ხარისხზე ის აუცილებლად უარყოფითად აისახება", – განაცხადა დოქტორმა რობინსმა.
კონკრეტულად კი, ალკოჰოლი ძილის REM ანუ თვალების სწრაფი მოძრაობის ფაზას არღვევს. ძილის აღნიშნული სტადია მახსოვრობასა და დასწავლის უნარზეა პასუხისმგებელი. ასე რომ, მარტივად ჩაძინების მიუხედავად, ალკოჰოლის გამო ძილის არაერთი სარგებელი იკარგება.
გარდა ამისა, ალკოჰოლი შარდმდენია, რის გამოც მოსალოდნელია, შუაღამისას სავსე შარდის ბუშტთან მოგიწიოთ გამკლავება.
მითი 3: საწოლში ტელევიზორის ყურება მოდუნებაში გვეხმარება
როდესმე გიფიქრიათ, განტვირთვისათვის დაძინებამდე ტელევიზორს ვუყურებო? სინამდვილეში, საღამოს ათ საათზე დაძაბული ახალი ამბებისთვის თვალ-ყურის დევნებამ დიდი შანსია, თქვენს ძილს ავნოს.
"ხშირ შემთხვევაში, ძილის წინ ღამის ახალ ამბებს ვუყურებთ ხოლმე", - ამბობს დოქტორი რობინსი, - "რაც სტრესსა და უძილობას ზუსტად მაშინ იწვევს, როცა მოდუნებასა და განტვირთვას ვცდილობთ".
თუმცა, არც ყველაზე პოპულარული სატელევიზიო სერიალები გამოირჩევა დამამშვიდებელი სიუჟეტებით. მაგალითად სამეფო კარის თამაშებს თუ ავიღებთ, რთულია ამტკიცო, რომ "წითელი ქორწილი" განტვირთვის საშუალებად გამოდგება.
კიდევ ერთი პრობლემა, რომელსაც ტელევიზორის ყურებასთან ერთად სმარტფონებისა და პლანშეტების გამოყენების დროსაც ვაწყდებით, ეკრანის ლურჯი გამოსხივებაა, რომელიც ორგანიზმში ძილის ჰორმონის, მელატონინის გამომუშავებას აფერხებს.
მითი 4: მაშინაც კი, თუ ვერ იძინებ, აჯობებს, საწოლში დარჩე
როგორ მოვიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ დაძინების მცდელობაში მსოფლიოში არსებული ყველა ცხვარი შემოგვეთვალა? პასუხი მარტივია: ცდა უნდა შეწყვიტოთ.
დოქტორი რობინსის თქმით, ასეთ დროს "საწოლის უძილობასთან გაიგივებას ვიწყებთ". იგი აღნიშნავს, რომ ჯანსაღი ძილის შემთხვევაში ადამიანს ჩაძინებისათვის 15 წუთი სჭირდება. ხოლო თუ აღნიშნულზე დიდხანს გიწევთ ლოდინი, სჯობს, საწოლიდან ადგეთ, გარემო შეიცვალოთ და რაიმე უაზრობით დაკავდეთ - რობინსი წინდების დაკეცვას გვირჩევს.
მითი 5: მაღვიძარას Snooze ღილაკის გამოყენება გაღვიძებაში გვეხმარება
რომელი ჩვენგანი არაა დამნაშავე "წაძინების" ღილაკის გამოყენებაში, იმ იმედით, რომ ძილის ექსვი წუთით გახანგრძლივება ადგომაში დაგვეხმარება. თუმცა, მკვლევართა ჯგუფი აღნიშნავს, რომ როცა მაღვიძარა დარეკავს, აჯობებს, მაშინვე ავდგეთ.
"შეეგუეთ იმ ფაქტს, რომ გაღვიძებისას ოდნავ მოთენთილები იქნებით - ყველა ჩვენგანი ასეა - მაგრამ აჯობებს, წაძინების ცდუნება დაძლიოთ", - ამბობს რობინსი, - "ასეთ დროს ძილი კი ბრუნდება, მაგრამ ის ფხიზელი და ძალიან დაბალი ხარისხისაა ხოლმე".
ამის ნაცვლად მკვლევარები გვირჩევნ, ფარდები გადავწიოთ და ოთახში რაც შეიძლება მეტი სინათლე შემოვუშვათ.
მითი 6: ხვრინვა ყოველთვის უვნებელია
ხვრინვა, შესაძლოა, უვნებელი იყოს, მაგრამ, ასევე, შესაძლებელია, რომ ის ძილის აპნოეს აშლილობაზე მიუთითებდეს.
ძილის აპნოე ხახის კედლებს ავიწროებს, რაც სუნთქვის წამიერ შეწყვეტას იწვევს. აპნოეს მქონე ადამიანებს მაღალი არტერიული წნევის, არითმიის, ინსულტისა და ინფარქტის განვითარებისაკენ მიდრეკილება აღენიშნებათ. ამ კონდიციის ერთ-ერთი გამაფრთხილებელი ნიშანი კი სწორედ ხმამაღალი ხვრინვაა.
დასკვნის სახით დოქტორმა რობინსმა განაცხადა: "ძილი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა, რისი გაკეთებაც ჩვენი ჯანმრთელობისა და ხასიათის გასაუმჯობესებლად ამაღამვე შეგვიძლია".
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
კომენტარები