10 პერსონაჟი, რომლის სიკვდილმაც Game Of Thrones-ში ყველაფერი თავდაყირა დააყენა
Game Of Thrones სხვა ბევრ მიზეზთან ერთად იმითაა ცნობილი, რომ პერსონაჟები ელვის სისწრაფით იღუპებიან. მიუხედავად იმისა, რომ სერიალში სიკვდილი ჩვეულებრივი მოვლენაა, იყო შემთხვევები, რომლებმაც ყველა გააოცა და ყველაფერი თავდაყირა დააყენა.
გავიხსენოთ პერსონაჟები, რომელთა სიკვდილით გამოწვეულმა ჯაჭვურმა რეაქციამ სხვების ბედი რადიკალურად შეცვალა.
სტატია შეიცავს სპოილერებს, როგორც წინა სეზონებიდან, ასევე, ბოლო სერიიდან!
1. ჯონ არინი
რობერტ ბარათეონისა და ნედ სტარკის აღმზრდელი ჯონ არინი მეფის მარჯვენა იყო. სერიალში ის მხოლოდ თავისივე დაკრძალვისას გამოჩნდა. მკვლელობა პიტერ ბეილიშმა დაგეგმა და ლიზა არინმა (ჯონის მეუღლე) აღასრულა.
ჯონის სიკვდილი პიტერმა და ლიზამ ლანისტერებსა და სტარკებს შორის განხეთქილების ჩასაგდებად გამოიყენეს და შედეგიც მიიღეს — ომი დაიწყო.
2. რობერტ ბარათეონი
სიმთვრალეში ტახის მიერ მეფის მკვლელობა ნამდვილად არ ყოფილა შემთხვევითობა. სერსეი ლანისტერმა (რობერტის ცოლმა) მეფე იმისთვის მოიცილა, რომ ტახტს დაპატრონებოდა. რობერტის სიკვდილმა გამოიწვია ჯოფრის გამეფება, რამაც სრულად არია ათეულობით ადამიანის გეგმა და იმსხვერპლა ათასობით სიცოცხლე.
3. ნედ სტარკი
ნედ სტარკის სიკვდილით დასჯა პირველი ყველაზე ძლიერი შოკი იყო, რომელიც ამ სერიალის მაყურებელმა მიიღო. ვინტერფელის ლორდისა და მეფის ყოფილი მარჯვენის სიკვდილს ჩრდილოეთში რობ სტარკის გამეფება და 5 მეფის ომი მოყვა.
4. დროგო
დოთრაკების უძლიერესი კჰალი ბრძოლაში მიღებულმა უბრალო ჭრილობამ, ცოლის დაუდევრობამ და ჯადოქრის შურისძიებამ იმსხვერპლა. დროგოს სიკვდილი პირდაპირ კავშირშია ვესტეროსის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენასთან — დრაკონების გაღვიძებასთან.
დროგოს დაკრძალვის ცერემონია რომ არა, შესაძლოა, დენი არასდროს შესულიყო ცეცხლში დრაკონის კვერცხებთან ერთად. ასეთ შემთხვევაში მას არც ჯარის შეკრება და არც ვესტეროსში დაბრუნება გამოუვიდოდა.
5. თორენ კარსტარკი
თორენ კარსტარკი ის პერსონაჟია, რომელიც სერიალში რამდენჯერმე გაკვრით ვნახეთ. ის ჯეიმი ლანისტერის გაქცევის გეგმას ემსხვერპლა და საბოლოოდ დიდ ომში მარცხის მიზეზი გახდა. თორენის მამამ, რიკარდ კარსტარკმა ჯეიმის სიკვდილით დასჯა მოითხოვა, რისი უფლებაც რობ სტარკმა არ მისცა.
კეიტლინ სტარკმა შვილების გადარჩენის მოტივით ჯეიმი ლანისტერი გაათავისუფლა. თორენის სიკვდილის მოვლენათა ჯაჭვში შედის ჯეიმის დაკარგული ხელი, ბრიანასთან დამეგობრება, გადარჩენილი სანსა და დამარცხებული რობ სტარკიც.
6. რიკარდ კარსტარკი
ჯეიმის გათავისუფლების შემდეგ რიკარდ კარსტარკმა შვილის სიკვდილის გამო შურისსაძიებლად ტყვე ლანისტერები ამოხოცა. სასჯელის სახით რობ სტარკმა მას თავი მოკვეთა. შედეგად კი ის მიიღო, რომ კარსტარკების არმიამ მიატოვა. რობი ომში დამარცხდა.
წლების შემდეგ კი კარსტარკებმა სტარკებს უღალატეს და რამსი ბოლტონის მხარეს იბრძოლეს.
7. ჯოერ მორმონტი
ლორდი მორმონტის სიკვდილმა ყველაფერი მართლა თავდაყირა დააყენა, განსაკუთრებით ღამის საგუშაგოს ცხოვრება. მორმონტის შემდეგ მეთაურად ჯონ სნოუ აირჩიეს, რომელმაც წინააღმედგობის მიუხედავად კარები გახსნა და ველურები ვესტეროსში შეუშვა.
ამ გადაწყვეტილებას მოყვა ღალატი, ჯონის სიკვდილი, მკვდრეთით აღდგენა და შავი საგუშაგოს დატოვება. შედეგად ჯონი ჩრდილოეთის მეფე გახდა და დეინერის ტარგარიენთან დახმარების სათხოვნელად წავიდა. მერე რაც მოხდა, თქვენც კარგად იცით.
8. ჯოფრი ბარათეონი
ფანების ნაწილისთვის ამ სიკვდილმა არათუ არია, პირიქით, ყველაფერი დაალაგა. თუმცა, ნუ დაგვავიწყდება, რომ ჯოფრის სიკვდილს მოჰყვა ტირიონისა და სანსას გაქცევა. ამ მოვლენების ჯაჭვურმა რეაქციამ გამოიწვია ის, რომ ტირიონი სხვა დედოფლის მრჩეველი გახდა, სანსა კი - ვინტერფელის ლედი.
9. ობერინ მარტელი
ობერინის სიკვდილიც ისევე მოულოდნელი იყო ფანებისთვის, როგორც ნედ სტარკის. თითქმის მოგებულ ბრძოლაში თავგაჭეჭყილ დორნელ პრინცს ტახტის სხვა მემკვიდრეებიც მიჰყვნენ. უფრო ზუსტად, ობერინის სიკვდილზე უმოქმედობის გამო გაბოროტებულმა სენდების ოჯახმა მარტელების ორი პრინცი მოკლა და დორნს დაეპატრონა.
შედეგად ისინი დეინერისის მხარდამჭერებთა რიგში აღმოჩნდნენ და საბოლოოდ სერსეის საპყრობილეში დაასრულეს სიცოცხლე.
10. მისანდეი
და ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი: მისანდეი ერთადერთი პერსონაჟი იყო მთელ სერიალში, რომელსაც არასდროს არავინ მოუკლავს ან დაუსახიჩრებია. ის მხოლოდ იმიტომ დაისაჯა, რომ დეინერისის ახლო მრჩეველი იყო. ამას "შესაბამისი" პასუხი მოჰყვა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მისი სიკვდილი ასიათასობით უდანაშაულო ადამიანის სიკვდილის მიზეზი გახდა.
სერიალის პროდიუსერებმა გადაწყვიტეს, დეინერის ტარგარიენის ტრანსფორმაცია სწორედ მძიმე მოვლენების ჯაჭვის მეშვეობით ეჩვენებინათ. ასე რომ, მისანდეის სიკვდილი არა მხოლოდ ამ პერსონაჟისთვის იყო საკვანძო, არამედ მთელი სერიალისათვის.
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
კომენტარები