ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობის დღესთან დაკავშირებით სტალინის სახლ-მუზეუმში გაიმართა საჯარო ლექცია "ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო — წარსული და აწმყო".

სამოქმედო გეგმის მიხედვით, რომელიც პრემიერ-მინისტრმა მოიწონა, პირველ მაისს საჯარო ლექციასთან ერთად, ჩატარდა გამოფენა, "გორისა და ატენის ეპარქიის აღმშენებლობის ოცი ათეული წელი".

საქართველოს მთავრობამ ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობის დღის, 12 მაისის აღსანიშნად სარეზერვო ფონდიდან ათასობით ლარიც გამოუყო.

ამ გეგმის მიხედვით, თბილისსა და რეგიონებში ლექციები, ლიტერატურული საღამოები, კონფერენციები, კინოჩვენებები, სპექტაკლები, ფოლკლორული ანსამბლების ტურნეები დაიგეგმა. ზოგიერთი ღონისძიება ერთჯერადია და უკვე ჩატარდა. ზოგიერთი კი დღეების, კვირის ან თვეების განმავლობაში გაგრძელდება.

მთავრობის განკარგულებით, 480 ათასი ლარი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მიიღო, 141 600 ლარი — საქართველოს საპატრიარქომ, 73 ათასი ლარი კი, საგარეო საქმეთა სამინისტრომ. სულ სარეზერვო ფონდიდან 893 940 ლარი გამოიყო, აქედან 696 600 პირველი ეტაპის ღონისძიებებისთვისაა განკუთვნილი, ხოლო 199 340 ლარი — დამატებითი დაფინანსების ფარგლებში.

გაიგე მეტი: "ღირს არს ჭეშმარიტად" და სხვა ღონისძიებები — რაში დაიხარჯა წილხვდომილობისთვის გამოყოფილი თანხა