2019 წლის პირველ სამ თვეში სამუშაო ადგილებზე 15 დასაქმებული დაიღუპა, 18 — დაშავდა
ჯანდაცვის სამინისტროდან საჯარო ინფორმაციის სახით გამოთხოვილი ანგარიშიდან ირკვევა, რომ 2019 წლის იანვრიდან 18 აპრილამდე პერიოდში შრომის ინსპექტირების დეპარტამენტმა 261 ობიექტი შეამოწმა, აქედან, 18 განმეორებით. შემოწმებების შედეგად სისტემური ხასიათის დარღვევები გამოიკვეთა.
ამავე ანგარიშის მიხედვით, "ობიექტებზე არ არის შრომის უსაფრთხოების მართვის გამართული სისტემა". სულ გამოვლინდა 1000-ზე მეტი დარღვევა.
დარღვევათა პროცენტული განაწილება
- 11 პროცენტი ნაწილდება რისკების შეუფასებლობაზე;
- 10 პროცენტი — უსაფრთხოების სერტიფიცირებული სპეციალისტის არ ყოლა და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების უქონლობა/ გამოუყენებლობა;
- 9 პროცენტი — ალკოჰოლის უკონტროლობა, კოლექტიური დაცვის საშუალებების უგულებელყოფა, პირველადი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფისთვის მოუმზადებლობა;
- 8 პროცენტი — სწავლება/ტრენინგების ჩაუტარებლობა, მიკროკლიმატის უკონტროლობა;
- 7 პროცენტი — მანქანა-დანადგარების უსაფრთხოების უკონტროლობა;
- 5 პროცენტი — უბედური შემთხვევის დაზღვევის უქონლობა;
- 3 პროცენტი — სწავლების გეგმის უქონლობა, მომეტებული ხმაური;
- 2 პროცენტი — მაღალი წნევის ბალონების განთავსების წესის დარღვევა;
- 1 პროცენტი — კუსტარული დანადგარების გამოყენება.
გონივრული ვადის გასვლის შემდეგ რეინსპექტირება გაცემულ მითითებებზე რეაგირების გადამოწმების მიზნით განხორციელდა 18 ობიექტზე. ოთხმა სრულად გაითვალისწინა მითითებები, ხოლო 14-ს ადმინისტრაციული სახდელის ზომად ჯარიმა დაეკისრა 1000 - 8000 ლარის ფარგლებში.
სხვადასხვა სახის ჯარიმა კანონის მოთხოვნების დარღვევისთვის
მშენებლობებზე შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევისთვის სასამართლოს შუამდგომლობით მიემართა 22-ჯერ. მიმართვის მოტივი სამუშაო პროცესების/სამუშაო უბნის შეჩერებისა და ინსპექტირების განხორციელების მოთხოვნა იყო. აქედან, 10 ობიექტზე მიზეზი უბედური შემთხვევა იყო. 22-ვე შემთხვევაში შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. აღნიშნული ობიექტებიდან სულ შეჩერდა 15 ობიექტი.
2019 წლის პირველი იანვრიდან 18 აპრილამდე პერიოდში საწარმოში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა 15 და დაშავდა 18 დასაქმებული.
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
კომენტარები