შერატონის სპა-ცენტრი პ’აუზა — სილამაზისა და კეთილდღეობის ფილოსოფია
შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის სპა-სალონი პ’აუზა — ეს არის არა უბრალოდ, კომფორტული სივრცე რელაქასაციის და გაახალგაზრდავების პროცედურებისთვის, არამედ მთელი ფილოსოფია, რომელიც თქვენს ორგანიზმს ქალაქის სწრაფი ტემპის, დღის არასწორი რეჟიმის, აგრესიული ეკოგარემოს და სტრესების შემდეგ გონზე მოიყვანს და სულს მოათქმევინებს.
სპა პ’აუზა შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის პირველ სართულზე, 1 500 კვ.მ.-ზეა განთავსებული, სადაც ყოველი მეტრი, ყოველი დეტალი, მომსახურება და მასპინძლობა უმაღლესი ხარისხისაა, ისე როგორც მაღალი კლასის საერთაშორისო ბრენდს ეკადრება.
პირველი, რაც თვალში მოგხვდებათ, ეს აქაური პერსონალის კულტურა და კლიენტებთან დამოკიდებულებაა.
მასპინძლები წარმოგიდგენენ პ’აუზას მრავალფეროვან მენიუს და დეტალურად გაგაცნობენ პროცედურების არსსა და დანიშნულებას.
რა თქმა უნდა, თითოეული კლიენტის მიმართ ინდივიდუალური მიდგომაა.
სპა-ცენტრის თერაპევტი თქვენი სურვილისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სპეციალურად თქვენთვის შეადგენს პროცედურების პაკეტს, რათა შედეგმა თქვენს მოლოდინს გადააჭარბოს!
შემდეგ კი შედიხართ ზღაპარში, სადაც თქვენ, თქვენი სურვილის მიხედვით, გელოდებათ:
არომათერაპია - სურნელის ენერგია, რომელსაც მრავალი სამკურნალო თვისება გააჩნია, მისი პირველადი ეფექტი კი სასიცოცხლო ძალების აღდგენაა.
მასაჟი:
- კლასიკური შვედური მასაჟი - მოგიხსნთ დაძაბულობას, კუნთების ტკივილს;
- ღრმა წერტილოვანი მასაჟი - ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას და ფიზიკური ძალების აღდგენას;
- ლიმფის მანუალური დრენაჟი - სხეული სასწაულებრივად იწმინდება ტოქსინებისგან;
თავის და კისრის მასაჟი; - ცხელი ქვების მასაჟი (სტოუნთერაპია);
- მასაჟი ფეხმძიმეებისთვის - ეს თქვენ კანს არა მარტო ატენიანებს და კვებავს, არამედ ნაყოფსაც არგებს;
- სახის მასაჟი - დაბერების საწინააღმდეგო მკურნალობა პრო-კოლაგენით; სახის აჭიმვა და კონტურის გასწორება; მაღალეფექტური მკვებავი სახის მასაჟი; მგრძნობიარე კანის დამამშვიდებელი მასაჟი; პრობლემური ცხიმიანი კანის დამშვიდება; დინამიკური პილინგი, რომელიც მთელი რიგი ფერმენტებით ხელს უწყობს კანის განახლებას.
- Spa Duo - არომათერაპიული მასაჟი და მაღალეფექტური მკვებავი სახის პროცედურა წყვილების ოთახში. მოისვენეთ და გაატარეთ ძვირფასი წუთები საყვარელ ადამიანთან ერთად.
ჰამამი:
- თურქული ჰამამი - უნიკალურ რიტუალი სურნელოვანი ქაფით, ექსფოლიანტით, თეთრი თიხის ნიღბით შეხორცების ეფექტით და ქსოვილებში ღრმად შემღწევი ზეთებით;
- მაროკოული ჰამამი - პიტნის, ევკალიპტისა და დაშაქრული ლიმონის წმინდა მაროკოული სურნელით. ატლასის მთებში მოპოვებული ღასულის თიხითა და არგანის ზეთით;
- საამიროების ჰამამი - არაბული ყავისა და ზაატარის სურნელით, უდაბნოს აქლემის რძითა და დაბერების საწინააღმდეგო ზეთებით;
- ქართული ჰამამის რიტუალი - ქართული სამკურნალო მცენარეებისგან დამზადებული ნაზი ექსფოლიანტის თავბრუდამხვევი სურნელითა და ადგილობრივი თიხით;
სხეულის დატენიანება და დაჭიმვა - კერძოდ კი, თეძოების, ბარძაყების, მუცლისა და მკლავების გასამკვრივებლად. სულ რაღაც, ერთი პროცედურის შემდეგ კანი გაცილებით მკვრივი ხდება. - სხეულის გაძლიერება ცხელი მინერალებით - ტოქსინების გამოდევნის შედეგად კანი გაჯანსაღდება, ხოლო ნივთიერებათა ცვლა დაბალანსდება.
ქართული წაბლის თაფლისა და მარილის სკრაბი - ამ პროცედურის შემდეგ, რომელიც მხოლოდ 40 წუთი გრძელდება, კანი ახალგაზრდულ და ჯანსაღ ბზინვარებას იძენს.
დეტოქსიკაცია ფარსმანდუკით - იგრძენით, როგორ ქრება ტოქსინები მკვებავი ნივთიერებებით მდიდარი დეტოქსიკაციის შედეგად; - ხელებისა და ტერფების სპა-მოვლა - იმისთვის, რომ თქვენი ხელები თქვენს სავიზიტო ბარათად იქცეს, ფეხებმა კი მთელი მსოფლიო მოგატაროთ ისე, რომ არ დაიღალოთ.
ზრუნვა მამაკაცებზე - სპეციალური პროცედურები მამაკაცებისთვის.
ინდივიდუალური ან ჯგუფური ვარჯიშები - ამისთვის სატრენაჟორო დარბაზში პ’აუზას ინსტრუქტორი გელოდებათ.
რატომ არის პ’აუზას კონცეფცია უნიკალური?
დღეს SPA პროცედურები უფრო და უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს. თბილისელებიც უკვე დიდია ხანია, განებივრებულები არიან სპა სალონებით, თუმცა ის, რაც პ’აუზას გამოარჩევს, მრავალფეროვნება და აქაური სპეციალისტების მიერ ორგანიზმის სიჯანსაღისთვის შემუშავებული 4 პრინციპია: მოძრაობა, აღდგენა, ცნობიერი და შეხება.
სწორედ ამ პრინციპების გათვალისწინებით არის შედგენილი პ’აუზას მრავალფეროვანი და უნიკალური პაკეტები, რომლებიც ნებისმიერ გემოვნებასა და კაპრიზს დააკმაყოფილებს.
ყველა პაკეტი მოიცავს საუნის, ორთქლის აბაზანების, ჰამამის, გაყინული წყლის, ღია და დახურული აუზების, ძლიერი ნაკადის მქონე შხაპის, სავარჯიშო დარბაზის გამოყენებასა და გაკვეთილებს.
პროცედურის შემდეგ თქვენ დაისვენებთ სარელაქსაციო ზონებში, სადაც სასიამოვნო სურნელი იფრქვევა და შესაბამისი მუსიკა ჟღერს. აქვე გაგიმასპინძლდებიან სხვადასხვა მცენარის არომატულ ჩაით, რომელიც გაჯერებულია ვიტამინებით, მინერალური ნივთიერებებით და, რაც მთავარია, საოცრად გემრიელია. ეს ატმოსფერო, მერწმუნეთ, ნებისმიერ მასაჟზე უკეთ გამოგიყვანთ სტრესიდან!
და თუ სურვილი გექნებათ, სეანსის შემდეგ გადით ღია აუზთან და მიირთვით სასმელი აუზის ბარში.
დაბოლოს - სახის და ტანის მოვლის კოსმეტიკური პროდუქტები პ’აუზაში.
სახისა და სხეულის მოვლის პროცედურებისთვის პ’აუზაში სპაინდუსტრიის წამყვან ბრენდებს იყენებენ. მათ გასაოცარ ეფექტს პირველივე ჯერზე დაინახავთ.
ელემისი — ეს არის #1 ბრენდი დიდ ბრიტანეთში. მისი პროდუქტები მნიშვნელოვანი მეცნიერული მიღწევების შედეგია. ისინი გაჯერებულია ჩვენი პლანეტის საგანძურიდან აღებული ბიოაქტიური ელემენტებით და ადამიანისა და ბუნების კავშირის საუკეთესო მაგალითია.
ჰამამი — ეს არის ცოცხალი ინგრედიენტების კომბინაცია, ნატურალური კოსმეტიკა, რომელიც დამზადებულია მაროკოს უდაბნოში მოპოვებული მცენარეებით, ტექნოლოგია კი ადგილობრივების უძველეს სილამაზის რეცეპტებზეა დაფუძნებული.
ასე რომ, აიღეთ პ’აუზა. მიეცით თავს უფლება, ამოისუნთქოთ, განიტვირთოთ და აივსოთ ახალი ენერგიით.აქ გელოდებიან ყოველდღე - 6:00-დან 23:00 საათამდე.
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
კომენტარები