ბიტკოინის ფასი $8 000-ს ასცდა – დროა, კრიპტოვალუტებზე საუბარი განვაახლოთ
გახსოვთ ბიტკოინი? ის დაბრუნდა და თანაც, ხმაურიანად.
ბიტკოინის ღირებულებამ 2018 წლის ზაფხულიდან მოყოლებული პირველად გადააჭარბა $8 000-ს და სავარაუდოდ, აღმავალი ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება. ამის შესახებ Bloomberg, Forbes და CNN წერენ.
კრიპტოვალუტებისთვის წარმატებული პერიოდი მარტში დაიწყო, როცა ბიტკოინის ფასი 24 საათის განმავლობაში 20%-ით გაიზარდა.
ორშაბათს (13 მაისს) ბიტკოინის ფასს 25%-იანი ნახტომი ჰქონდა, რასაც სამშაბათს (14 მაისს) 5,9%-იანი მატება მოჰყვა. კრიპტოვალუტის მთელი ბაზრის ღირებულება კი $250 მილიარდით გაიზარდა. როგორც მოსალოდნელი იყო, ბიტკოინის გაძვირებას სხვა კრიპტოვალუტებზე მოთხოვნის მატებაც მოჰყვა. წინა კვირასთან შედარებით ყველა ძირითადი ვალუტის ფასი ორნიშნა ნიშნულითაა გაზრდილი.
ასეთი სწრაფი პროგრესი ბიტკოინს 2017 წლის შემდეგ არ განუცდია, როცა მისი ფასი $20 000-ს ასცდა. ბოლო 7 კვირის განმავლობაში ბიტკოინის ფასი $4 000-დან დღევანდელ ფასამდე, $8 100-მდე შეიცვალა.
მოდი, ვისაუბროთ მიზეზებზე
კრიპტოვალუტების აღმასვლას უკვე მრავალი თვეა, ვარაუდობენ, თუმცა პროცესის კატალიზატორად რამდენიმე ფაქტორი მოგვევლინა. მაგალითად, დადებითი ბიძგი იყო კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული განცხადებები ისეთი დიდი ფინანსური ინტიტუტებისგან, როგორიც Fidelity Investmens-ია.
ბიტკოინის ექსპერტების აზრით, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ამ კვირაში ნიუ-იორკში გამართულმა ბიტკოინის კონფერენციამ, Consensus 2019-მა.
ბოლო პერიოდში ინდუსტრიაში სასიკეთო ცვლილებები დაგროვდა: მაგალითად, ძვირფასი საათების შვეიცარიელმა მწარმოებელმა Franck Muller-მა გამოუშვა $50 000-იანი საათი, რომელიც QR-ის დახმარებით კრიპტოსაფულის მოვალეობას ასრულებს, შესუსტდა კრიპტოვალუტების მიმართ დაწესებული რეგულაციები და ფეისბუქმა თავდაპირველი შეზღუდვები მოხსნა, ხოლო მაიკროსოფტი დეცენტრალიზებულ პლატფორმას უშვებს, რომელიც ბლოკჩეინზე იქნება დაფუძნებული.
ინვესტორები თანდათან რწმუნდებიან, რომ ამჯერად ზრდა რეალურია და არა პროპორციებიდან ამოვარდნილი. კრიპტოენთუზიასტებს, რომლებმაც ციფრული ვალუტები "ტურბულენტობის" პერიოდშიც შეინარჩუნეს, როგორც იქნა, მოთმინება დაუფასდათ. ახლა ბევრად მეტი ადამიანი ყიდულობს ძირითად კრიპტოვალუტებს, ვიდრე - ყიდის. მოთხოვნა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში შეკავებული იყო, ერთბაშად გათავისუფლდა. CNN-ის ეკონომიკური ექსპერტების აზრით, ბიტკოინი არსებობის პერიოდში პირველად არის სათანადოდ შეფასებული.
მართალია, მეინსტრიმ ინვესტორებისა და ინსტიტუტების თავიდან მოზიდვას დრო სჭირდება, თუმცა ტრენდი ნამდვილად არსებობს.
სად შეიძლება ვიყიდო ბიტკოინი და სხვა კრიპტოვალუტები?
კრიპტოვალუტებით ვაჭრობისთვის უამრავი პლატფორმა არსებობს, თუმცა MyCoins.ge ქართველი მომხმარებლებისთვის ყველაზე კომფორტული სივრცეა. ეს არის კრიპტოსაფულე, სადაც მარტივად შეგიძლიათ შექმნათ ანგარიში, იყიდოთ ან გაყიდოთ ძირითადი კრიპტოვალუტები და ისარგებლოთ სხვადასხვა სერვისით.
რა შეგიძლიათ MyCoins-ზე:
- 6 კრიპტოვალუტის ყიდვა, გაყიდვა, მიღება და გაგზავნა
Mycoins.ge საშუალებას გაძლევთ, მართოთ კრიპტოსავალუტო ოპერაციები და უმარტივესად იყიდოთ, გაყიდოთ, მიიღოთ ან გააგზავნოთ თქვენთვის სასურველი კრიპტოვალუტა. საიტზე შეგიძლიათ რეალურ დროში ადევნოთ თვალი ისეთი პოპულარული ვალუტების ფასის ცვლილებას, როგორებიცაა ბიტკოინი, რიპლი, ბიტკოინ ქეში, ლაითკოინი, დეში და ეთერიუმი. რაკი გადაწყვეტილების მისაღებად ინფორმაცია უმნიშვნელოვანესი იარაღია, შეგიძლიათ ბლოგის დახმარებით მუდმივად ინფორმირებული იყოთ კრიპტობაზრის ტენდენციების შესახებ.
გარდა სტანდარტული ოპერაციებისა, Mycoins-ზე დამატებით სერვისებსაც შეხვდებით. მაგალითად, კრიპტოვალუტებით ვაჭრობასთან დაკავშირებული რისკების დასაზღვევად შეგიძლიათ ავტომატური ყიდვა/გაყიდვის ფუნქციით ისარგებლოთ. ეს სერვისი შესაძლებლობას გაძლევთ, თავად განსაზღვროთ, როგორი კურსით გსურთ კრიპტოვალუტის ყიდვა ან გაყიდვა. ფასის გადამოწმება ყოველ 30 წამში ერთხელ ხდება.
წარმოიდგინეთ, რომ თქვენ გაქვთ დოლარი, რომლის გადახურდავებაც საუკეთესო კურსით გინდათ. ამავდროულად კი არსებობს მყიდველთა ჯგუფი, რომელიც მზადაა თქვენგან სწორედ ამ კურსით შეიძინოს დოლარი. მარკეტ ორდერი არის ფუნქცია, რომელიც ერთმანეთს გაპოვნინებთ და ვაჭრობის პროცესს ავტომატურად აქცევს. ამ სერვისის დახმარებით, თქვენ თავად შეგიძლიათ განსაზღვროთ სისტემის მიერ შემოთავაზებული ინტერვალიდან კრიპტოვალუტის კურსი, რომელიც საბაზრო კურსზე უფრო უკეთესია. ამის შემდეგ, განსაზღვროთ პერიოდი, თუ რამდენი დღით ან თვით გსურთ ამ ინტერვალის შენარჩუნება და დაარეგისტრიროთ დავალება. სისტემა იმ წამსვე დაიწყებს თქვენთვის შესაბამისი მეწყვილეს ძიებას და ამ პროცესს თქვენ მიერ მითითებულ ვადამდე არ შეწყვეტს. ამ გზით შეძლებთ, თქვენი კრიპტოვალუტა საბაზროზე უკეთესი კურსით გაყიდოთ ან იყიდოთ.
ბიტკოინისა თუ სხვა ციფრული ვალუტების ზრდა, სავარაუდოდ, მომდევნო თვეებშიც გაგრძელდება. ჩვენი მხრივ კი გეტყვით, რომ ბაზრისთვის თვალყურის დევნება და ინფორმირებულობა ნებისმიერი ფინანსური გადაწყვეტილების მიღების პროცესში აუცილებელია.
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
კომენტარები