მოსყიდვა, ე.წ. მაყურებლების ჩარევა — რ2, სავარაუდოდ, ოცნების დეპუტატის ჩანაწერს ავრცელებს
"— მოსყიდვა. — მოისყიდეთო. — გასატაცებელია. — ყველაფერზე თანხმობაა გაცემულიო", — ამ სიტყვებს, სავარაუდოდ, ზუგდიდის საკრებულოს ქართული ოცნების დეპუტატი გია დანელია ამბობს. ფარული ვიდეოჩანაწერი, რომელშიც არჩევნებში ამომრჩევლის მოსყიდვაზე, დაშინებასა და ე.წ. მაყურებლების ჩართვაზეა საუბარი რუსთავი 2-მა გაავრცელა.
ვიდეოს ჩაწერის თარიღი უცნობია, თუმცა, საუბრის შინაარსიდან გამომდინარე წინასაარჩევნო პერიოდშია გადაღებული. სავარაუდოდ, დანელია ამბობს, რომ თბილისიდან ჩასულ წარმომადგენლებს შეხვდა და მიიღო დავალება ყველა მეთოდიც მიიღონ ხმები. კერძოდ, მოსყიდვით და გატაცებით.
ამავე ჩანაწერში, სავარაუდოდ, დანელია საუბრობს აფხაზეთიდან ე.წ. 30 მაყურებლის ჩამოყვანაზე. თუმცა, ჩანაწერის მიხედვით არ ირკვევა უკავშირდება, თუ არა მათი ჩასვლა არჩევნებს.
გია დანელია რუსთავი 2-თან ამბობს, რომ ვიდეო ფალსიფიცირებულია და მისი ხმა არ ისმის. ტელეკომპანია პირველთან სატელეფონო საუბარში კი ის ამბობს, რომ ჩანაწერში თავს ცნობს, მაგრამ ეს საუბარი არ ახსოვს. მისი თქმით, ჩანაწერს დეტალურად უნდა მოუსმინოს და გაშიფროს, რადგან ისმის ისეთი სახელები, რომელსაც თავად არ იცნობს.
"წინასაპრეზიდენტო არჩევნების დროს მის მხარდამჭერ ჯგუფში ვიყავი, ვიდეოშიც ვიყავი, კლიპებშიც ვიყავი და ეს შეიძლება, უბრალოდ, ამოგლიჯონ კონტექსტიდან და ჩასვან, მე როგორც გამეგება, ხშირად ვუყურებ გადაცემებს შენთვის სასურველ ჯგუფთან და მისცე მათ შენთვის სასურველი ინფორმაცია", — აცხადებს ის.
დეპუტატი ამტკიცებს, რომ არავის შეხვედრია და არც მსგავსი დავალება მიუღია. მისივე თქმით, ამ ჩანაწერის გავრცელების მიზანი მისი ავტორიტეტის შელახვაა.
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ ჩანაწერში "სრული აბსურდი" ისმოდა და მსგავსი მეთოდით მოქმედება გამორიცხულია. მისი თქმით, გასარკვევია მართლა თქვა, თუ არა დანელიამ მსგავსი სიტყვები და თუ ეს დადასტურდა პირველ რიგში მმართველი პარტია იქნება ის, ვინც პასუხს მოთხოვს. მისივე თქმით, თუ დანელია ამ სიტუაციის მსხვერპლია, მაშინ სხვა ზომების მიღებაა საჭირო.
ჩანაწერის გავრცელების შემდეგ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. უწყების განცხადებით, გამოძება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ამომრჩევლის მოსყიდვას გულისხმობს.
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
კომენტარები