სახლი, სადაც შექსპირმა "რომეო და ჯულიეტა" დაწერა
ახალი კვლევის შედეგად დადგინდა, სად ცხოვრობდა უილიამ შექსპირი მაშინ, როცა პიესა "რომეო და ჯულიეტა" დაწერა.
მკვლევარი ჯეფრი მარში ათწლეულის განმავლობაში უამრავ ისტორიულ ოფიციალურ ჩანაწერს ზედმიწევნით იკვლევდა და ერთმანეთს უდარებდა. მისი მიზანი იმის გარკვევა იყო, თუ სად ცხოვრობდა შექსპირი 1590-იან წლებში.
2008 წელს დედოფალ ელისაბედ I-ის ხანის თეატრი, The Theatre, აღმოსავლეთ ლონდონში, შორდიჩის ოლქში აღმოაჩინეს. აქ შექსპირი თეატრ გლობუსში მუშაობის დაწყებამდე მოღვაწეობდა. მარშს ზუსტად ის აინტერესებდა, თუ სად ცხოვრობდა დრამატურგი იმ პერიოდში, როცა მისი პიესები The Theatre-ში იდგმებოდა. ისტორიკოსის ძიებაც სწორედ აქედან დაიწყო.
აქამდე უკვე ცნობილი იყო, რომ შექსპირი ცენტრალურ ლონდონში, ლივერპულის ქუჩის სადგურის მიდამოებში, იმდროინდელ სეინტ ჰელენსის საგრაფოში ცხოვრობდა; ის 1597-1598 წლებში ამ დასახლების გადასახადების გადამხდელთა სიაში იყო მოხსენიებული. თუმცა, მისი ზუსტი საცხოვრებელი ადგილი აქამდე არავინ იცოდა.
მარშმა დაადგინა, რომ შექსპირი სახლს ქირაობდა შენობაში, რომელიც სეინტ ჰელენსის ეკლესიის ეზოს გადაჰყურებდა და ტყავით მოვაჭრეების კომპანიას ეკუთვნოდა.
მკვლევარისთვის გაკრული ხელით დაწერილი ისტორიული დოკუმენტების გარჩევა ერთგვარი გამოწვევა იყო. მიუხედავად ამისა, მარშმა მოახერხა, გაეანალიზებინა ეს "უჩვეულოდ კარგად" შემონახული ჩანაწერები, რომლებიც 1550-იანი წლებიდან მოყოლებული რამდენიმე ათწლეულის მონაცემებს იტევდა.
"ადგილი, სადაც შექსპირი ლონდონში სახლობდა, მეტად სიღრმისეულ წარმოდგენას გვიქმნის იმაზე, თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო მისი შემოქმედებისა და ცხოვრების შთაგონების წყარო", – ამბობს მარში, რომელიც ვიქტორიასა და ალბერტის მუზეუმში თეატრისა და სპექტაკლების დეპარტმანეტის ხელმძღვანელიცაა, - "სტრატფორდიდან ლონდონში გადასახლების შემდეგ შექსპირი რამდენიმე წლის განმავლობაში ქალაქის ყველაზე მდიდრულ დასახლებაში ცხოვრობდა. ის გავლენიანი საზოგადო მოღვაწეების, მდიდარი საერთაშორისო ვაჭრების, წარმატებული ექიმებისა და პროფესიონალი მუსიკოსების გარემოცვაში აღმოჩნდა".
ისტორიკოსის აზრით, ლონდონში დასახლება "შექსპირის გავლენას გააძლიერებდა და კარიერულ წინსვლაში დაეხმარებოდა. სწორედ ამ პერიოდში მან საგვარეულო გერბი მიიღო და სტრატფორდში მდიდრული სახლის შეძენასაც გეგმავდა".
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
კომენტარები