ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თინა ბოკუჩავა სექსისტურ კონტექსტში მოიხსენია

ფოტო: Tazo Patsatsia / Facebook
ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თაზო ფაცაციამ ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი თინა ბოკუჩავა სექსისტურ და შეურაცხმყოფელ კონტექსტსში მოიხსენია. თაზო ფაცაცია On.ge-სთან ადასტურებს, რომ ეს პოსტი ნამდვილად მან დაწერა. ფაცაციას ჰგონია, რომ მისი ნათქვამი სექსისტური და შეურაცხმყოფელი არ არის.
მას სექსი და სექსიზმი ერთი და იგივე რამ ჰგონია: "სექსი ნახსენებია? ბილწსიტყვაობა ნახსენებია?.. რაც შეეხება სექსისტურ გამონათქვამს, მე ეგეთი რაღაცები არ მახასიათებს. კარგ ოჯახში ვარ გაზრდილი და ვიცი, ადამიანებთან როგორ ვიურთიერთო, სიტყვის ფასი ვიცი, როგორ ვთქვა. რამე ფონეტიკური შეცდომა თუ ვინმეს არ მოეწონა, ბოდიშის მოხდას არ ვაპირებ".
კითხვაზე, ინფორმირებულია თუ არა თინა ბოკუჩავას განათლებაზე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე პარლამენტის წევრისგან დიპლომის ელექტრონულად გაგზავნას ითხოვს.
კითხვაზე, როგორი რეაქცია ექნება, თუ ვინმე მსგავს პოსტს მისი ოჯახის წევრზე დაწერს, ფაცაცია ასე პასუხობს:
"ჩემი ოჯახის წევრები არ მიაყენებ სხვას ასეთ შეურაცხყოფას [როგორც ბოკუჩავამ ჩვენ მოგვაყენა] და თუ მიაყენებენ, ჩემს ოჯახის წევრზეც დაწერონ".
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები