ექსპო ჯორჯიას ორგანიზებითა და თიბისი სტატუსის მხარდაჭერით Tbilisi Art Fair გაიხსნა
მაისი საქართველოში ხელოვნებით გადატვირთული თვე აღმოჩნდა. დავით კაკაბაძის 130 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენის გახსნის პარალელურად, თბილისში მერსედესის მოდის კვირეული, ქოლგა, ევროპის დღე და მრავალი სხვა ღონისძიება გაიმართა, რომელსაც დღეს, 17 მაისს, კიდევ ერთი, Tbilisi Art Fair დაემატა.
საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიას” ორგანიზებითა და თიბისი სტატუსის მხარდაჭერით, უკვე მეორედ, თბილისის ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობა - TAF ტარდება.
გამოფენა დახურული ჩვენებით 16 მაისს, 14:00 საათზე გაიხსნა, ფართო საზოგადოებისთვის კი დასწრება დღეიდან 19 მაისის ჩათვლით, 12:00-20:00 საათებში იქნება შესაძლებელი.
ოთხ დღიანი გამოფენა-გაყიდვა მსოფლიოს 16 ქვეყნის 33 გალერეასა და 38 დამოუკიდებელ ხელოვანს აერთიანებს. მონაწილე ქვეყნები არიან: საქართველო, საფრანგეთი, იტალია, ბულგარეთი, სერბეთი, აზერბაიჯანი, შვეიცარია, ავსტრია, ჩინეთი, აშშ, კუბა, ბელგია, გერმანია, ესპანეთი, პორტუგალია, ლიეტუვა.
"თიბისი სტატუსი უკვე მეორე წელია TAF-ს მხარს უჭერს, რაც ნაწილია იმ მასშტაბური სახელოვნებო ღონისძიებებისა, რომელსაც თიბისი მრავალი წელია ახორციელებს. გარდა იმისა, რომ სხვადასხვა ხელოვანებს ვაფინანსებთ იმისთვის, რათა განათლება მიიღონ შესაბამისი და მიეცეთ შესაძლებლობა საერთაშორისო გამოფენებში მიიღონ მონაწილეობა, ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანი იყო, რომ ქვეყნის ყველაზე მასშტაბური სახელოვნებო ღონისძიების პარტნიორებიც ვყოფილიყავით", - თქვა ნინა ახვლედიანმა, თიბისის არტ კურატორმა.
Tbilisi Art Fair-ის საგამოფენო სივრცე ორ ძირითად ნაწილადაა გაყოფილი. მთავარი დარბაზი ადგილობრივ და საერთაშორისო გალერეებს მასპინძლობს, ხოლო "სახელოსნოს” სპეციფიკური ფორმატი The Hive დამწყებ და საგალერეო რეპრეზენტაციის გარეშე არსებულ ხელოვანებს აძლევს ნამუშევრების გამოფენის საშუალებას.
თბილისის ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა "ექსპო ჯორჯიას" პავილიონებსა და ბაღებს, ასევე მთელი თბილისის მასშტაბით მუზეუმებს, თეატრებსა და სახელოვნებო სივრცეებს მოიცავს. ბაზრობის ფარგლებში ტარდება ლექციები, მასტერკლასები, ღია ფორუმები და ა.შ.
ორანჟერეაში გამოფენილია დავით კაკაბაძის სამეცნიერო ნაშრომები და კვლევები, რაც მხატვრის 130 წლის იუბილეს აღსანიშნავი რამდენიმე ეტაპიანი, მასშტაბური პროექტის ერთ-ერთი ნაწილია, რომელიც თიბისისა და დავით კაკაბაძის ფონდის ორგანიზებით ხორციელდება.
"თიბისი გალერეაში გამოფენილი ნამუშევრების შემდეგ, დავით კაკაბაძის ფონდმა გადაწყვიტა TAF-ზე გამოეფინა მისი სამეცნიერო ნაშრომები, რომელიც წარმოდგენილია ორანჟერიაში. გამოფენა ორ იდეად არის დაყოფილი. ერთ მხარეს არის მისი ნამუშვრები, რომლებიც პარიზში ცხოვრების დროს შექმნა, მეორე მხარეს კი საქართველოში გამოუკვლეული მასალები", - ამბობს მარიამ კაკაბაძე.
თბილისის თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობა ფოკუსირებულია აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნების გალერეებსა და სახელოვნებო ინსტიტუტებზე, რომლებიც ხელოვნების ბაზრობებზე ჯერ არ წარმოდგენილან. მისი მიზანია ხელი შეუწყოს კავშირების დამყარებას და გააძლიეროს პარტნიორობა ადგილობრივ და საერთაშორისო სახელოვნებო დაწესებულებებს შორის.
TAF ყოველწლიური პლატფორმაა, სადაც კოლექციონერები, კურატორები, მედიის წარმომადგენლები და სახელოვნებო წრეების წარმომადგენლები ერთ სივრცეში აღმოაჩენენ ხელოვანებსა და გალერეებს.
TAF-ზე თითოეულ დღეს დასასწრები ბილეთის ღირებულება 10 ლარია, რომლის შეძენაც ადგილზე, ექსპო ჯორჯიაში და Tkt.ge-ზე შეგიძლიათ.
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
-
გადახედვაპარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება პარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება
-
გადახედვასაქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
კომენტარები