ხულოში საარჩევნო უბანზე მისულ გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატს, ირაკლი ჯორბენაძეს პირადობის მოწმობა სახლში დარჩა. ამ მიზეზით ის ხმას 15 წუთის განმავლობაში ვერ აძლევდა.

როგორც კანდიდატმა განმარტა, პირადობის მოწმობა სახლში, პიანინოზე დარჩა. მას პირადობის მოწმობა მიუტანეს, რის შემდეგაც საკუთარი არჩევანი #1 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.

ჯორბენაძის თქმით, ხმა ცვლილებებს, უკეთეს მომავალსა და ხელისუფლების ხალხისთვის დაბრუნებას მისცა.