საქართველოს პირველ არხს და აზერბაიჯანის AzTV-ს საქართველოში ერთნაირი ნდობა აქვთ — NDI

NDI-ს კვლევის თანახმად, აზერბაიჯანის სახელმწიფო ტელეარხს, AzTV-სა და საზოგადოებრივ მაუწყებელს მოსახლეობის 3-3% ენდობა. ეს არის პასუხი კითხვაზე: ყველაზე მეტად რომელ არხს ენდობით პოლიტიკისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ სანდო ინფორმაციის მისაღებად.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის 20 მაისს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ამავე კითხვაზე პასუხის გაცემის დროს იმედს მოსახლეობის 32% ასახელებს, რუსთავი 2-ს — 28%, TV პირველს კი 4%.
ინფორმაციის მისაღებად პირველ წყაროდ ტელევიზიას მოსახლეობის 72% ასახელებს ხოლო ინტერნეტსა და ფეისბუკს 21%.
კვლევა საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2019 წლის 28 მარტიდან 15 აპრილის ჩათვლით ჩატარდა. პირისპირ ინტერვიუს გზით წარმომადგენლობითი შერჩევით 2 927 ადამიანთან ჩატარდა. კვლევა, ასევე, წარმომადგენლობითია აზერბაიჯანული და სომხური დასახლებებისთვის. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის 2,3 პროცენტი.
NDI კვლევებს დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ატარებს, საველე სამუშაოები კი CRRC საქართველოს შესრულებულია.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
კომენტარები