როგორ ვიმოგზაუროთ იაფად იტალიაში? – ახალგაზრდა ევროპელი ელჩის რჩევები
ახალგაზრდა ევროპელი ელჩები საქართველოდან არიან აქტივისტები და მოხალისეები, რომლებიც მონაწილეობენ ევროკავშირის ქვეყნებში არსებულ საერთაშორისო პროგრამებში. ამ სტატიაში გაგა გვენეტაძე გაგიზიარებთ იტალიაში იაფად მოგზაურობის ხერხებს, გირჩევთ აუცილებლად სანახავ ადგილებს და გეტყვით, რა უნდა გასინჯოთ.
საქართველოდან იტალიის მიმართულებით Wizz Air ახალი მიმართულებით (ქუთაისი-ბარი) რეისების შესრულებას გეგმავს. მინდა, მოკლედ მოგიყვეთ იტალიის ამ რეგიონზე.
პულია იტალიის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარეობს. აღმოსავლეთით ესაზღვრება ადრიატიკის ზღვა, სამხრეთ-აღმოსავლეთით კი იონიის ზღვა. შესაბამისად ზაფხული ძალიან კარგი დროა იმისთვის, რომ პულიას და მის ზღვისპირა ქალაქებს ესტუმროთ.
რა უნდა ნახოთ
ჩემი აზრით, აუცილებლად სანახავი ქალაქებია ბარი, ლეჩე, პოლინიანო-ა-მარე და ალბერობელი.
ბარი არის პულიის ცენტრალური ქალაქი რომელიც ბოლო ოცი წელია განვითარდა და ტურისტებისთვის მიმზიდველი გახდა. მანამდე რეგიონს, და განსაკუთრებით ამ ქალაქს, იტალიის მაფია ატერორებდა და მის ქუჩებში სიარული საშიში იყო.
აქ აუცილებლად უნდა მოინახულოთ ძველი ქალაქი, გაისეირნოთ ზღვისპირას და საღამოს დრო გაატაროთ ცენტრალურ მოედანზე, სადაც შეხვდებით უამრავ ახალგაზრდას და გასინჯავთ ადგილობრივ კერძებს.
ბარიდან შესაძლებელია მატარებლით წახვიდეთ ზემოთ ჩამოთვლილ ნებისმიერ ქალაქში, მე პირადად რეკომენდაციას გავუწევდი პოლინიანო-ა-მარეს, რომელიც პირდაპირ ზღვის პირასაა გაშენებული და ზაფხულში განტვირთვისთვის საუკეთესო საშუალებაა.
რა უნდა გასინჯოთ
პულიაში შეგიძლიათ ჭამოთ უგემრიელესი კერძები იტალიის სხვა რეგიონებთან შედარებით იაფად.
მოგეწონებათ ორაგულის ბურგერი პისტაჩიოთი. ასევე პასტა orecchiette, ფოკაჩა და დახურული პიცა (პანცეროტე). უმეტეს რესტორანში მისაღებ ფასებია.
ზაფხულში, აუცილებლად უნდა გასინჯოთ ნაყინი (ჯელატო). ნებისმიერ სანაყინეში ძალიან კარგ ნაყინს შემოთავაზებენ.
სად უნდა დარჩეთ
ფოტო: Airbnb
წინასწარ დაჯავშნის შემთხვევაში ჰოსტელები ძვირი არ ღირს, თუმცა, გირჩევთ გამოიყენოთ ქაუჩსერფინგი. რომელიც ფულის დაზოგვის და ახალი ადგილობრივი ნაცნობების შეძენის კარგი საშუალებაა.
პულიელები დიდი სტუმართმოყვარეობით გამოირჩევიან, ამიტომ თუ ქაუჩსერფინგს აირჩევთ, საინტერესო გამოცდილებას მიიღებთ.
როგორ დავზოგოთ ფული მოგზაურობისას
მთავარი რამ, რაც იტალიაში უნდა გაითვალისწინოთ, ონლაინ ბილეთის ქონაა. ამ შემთხვევაში გადაიხდით ნაკლებს, პლუს არ მოგიწევს სადგურზე მათი დასტამპვა, რაც ადგილზე ბილეთის ყიდვის შემთხვევაში აუცილებელია და შეიძლება სიჩქარეში დაგავიწყდეთ, რაზეც საკმაოდ დიდი ჯარიმებია.
იტალიაში არის სხვადასხვა სახის მატარებლები:
1. რეჯონალე და რეგიონალე ველოჩე — როდესაც გექნებათ ამ მატარებლის ონლაინ ბილეთი, შეგიძლიათ გამოიყენოთ მომდევნო 4 საათის განმავლობაში. მაგალითად, თუ ბილეთი გაქვს 13:00-ზე, შეგიძლია 17:00- ზე რომ გადის იმ მატარებელს გაყვე. ბილეთების ფასი ძირითადად არ იცვლება ხოლმე;
2. ინტერსითი — რომელიც შედარებით სწრაფია. ამ მატარებელზეც იმავე წესი მოქმედებს, მაგრამ თუ გაქვთ რეჯიონალეს ბილეთი, ინტერსითით ვერ იმგზავრებთ. ბილეთების ფასი შეიძლება შეიცვალოს და იმ დღის ბილეთი გაცილებით ძვირი ღირდეს, ვიდრე ერთი კვირით ადრე ნაყიდი.
3. ფრეჩაბიანკა, ფრეჩარჯენტო და ფრეჩაროსა მაღალი კლასის და სწრაფი მატარებლებია — ამ შემთხვევაში ზუსტად თქვენს დროს უნდა გამოცხადდეთ სადგურზე. ასევე, ამ მატარებლების ბილეთების ფასი საგრძნობლად იცვლება. მაგალითად, თუ ერთი თვით ადრე ბილეთს 15 ევროდ იყიდით, მოგებული დარჩებით, რადგან ბილეთი ერთი დღით ადრე, შესაძლოა, 50 ევრო ან მეტი ღირდეს.
4. იტალო — იგივე წესები მოქმედებს როგორც მესამე ტიპის მატარებლებზე, უბრალოდ იტალო სხვა კომპანიის მატარებელია.
იტალიაში, სახელმწიფო მუზეუმები ყოველი თვის პირველ კვირას არის უფასო. მაგ. თუ 3 აგვისტო არის კვირა, შესაბამისად ის თვის პირველი კვირაა, ამიტომ ამ დროს შეგიძლიათ სახელმწიფო მუზეუმები უფასოდ დაათვალიეროთ.
აღმოსავლეთ პარტნიორობა წელს ათი წლის იუბილეს ზეიმობს. ეს თანამშრომლობა ევროკავშირს, მის წევრ ქვეყნებსა და საქართველოს შორის, მნიშვნელოვანი სარგებლის მომტანი აღმოჩნდა ჩვენი თანამოქალაქეებისათვის. ვიზალიბერალიზაცია ერთ-ერთი გამორჩეული მიღწევაა, რამაც საქართველო ევროკავშირთან უფრო მეტად დააახლოვა. დაახლოებით 300 000-მა საქართველოს მოქალაქემ უკვე იმოგზაურა ევროკავშირის ქვეყნებში ვიზის გარეშე და ახალი ტურისტული ღირსშესანიშნაობები აღმოაჩინა.
-
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
გადახედვა"ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
-
-
გადახედვაახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ
-
გადახედვაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა "გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვალადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
კომენტარები