ამერიკულმა გამოცემამ, W, 2019 წლის კანის კინოფესტივალის ყველაზე ნიჭიერი ვარსკვლავები დაასახელა.

კინოინდუსტრიის ისეთ ცნობილ წარმომადგენლებს შორის, როგორებიც არიან უილიამ დეფო, ბრაის დალას ჰოვარდი, ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუ, ვერნერ ჰერცოგი, ბილ მიურეი და რობერტ პატინსონი, ქართველი მსახიობი ლევან გელბახიანიც გხვდება.

ფოტო: Victoria Stevens / Cannes Film Festival

ლევან გელბახიანი წარმოშობით ქართველი, შვედი რეჟისორის, ლევან აკინის მხატვრულ ფილმში, And Then We Danced-ში მთავარი გმირის როლს ანსახიერებს. ფილმის მსოფლიო პრემიერა კანის კინოფესტივალზე შედგა.

ამავე თემაზე: