9 დეპუტატი, რომელსაც გაცდენების გამო ხელფასი დაუქვითეს
პარლამენტის ახალი რეგლამენტის ამოქმედების შემდეგ დეპუტატებს გაცდენების გამო აჯარიმებენ. პლენარულ სხდომებსა და საკომიტეტო მოსმენებზე მათი დასწრება პერმანენტულად აღირიცხება, სანქციების განსაზღვრა კი თვის ბოლოს არასაპატიო გაცდენების ოდენობის მიხედვით ხდება. დეპუტატებს ეკისრებათ სანქციები როგორც კომიტეტის, ისე პლენარული სხდომის გაცდენის შემთხვევაში.
დაჯარიმებული დეპუტატები
საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა თებერვალში გაიხსნა. On.ge-ს მიერ საქართველოს პარლამენტიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია ორ თვეს მოიცავს: თებერვალსა და მარტს. დეპუტატის მინიმალური ხელფასი 4 623 ლარია.
პლენარული სხდომების გაცდენისთვის სანქცირებულები
- ლევან კობიაშვილი, ქართული ოცნება — 462,40 ლარი;
- ირაკლი ხახუბია, ქართული ოცნება — 474 ლარი;
- ივლიანე წულაია, ქართული ოცნება — 462,4 ლარი;
- სამველ მანუკიანი, ქართული ოცნება — 502,40 ლარი;
- დიმიტრი სამხარაძე, ქართული ოცნება — 514 ლარი
- კობა ნაყოფია, ნაციონალური მოძრაობა — 1 507,20 ლარი;
- დავით ჭიჭინაძე, დამოუკიდებელი დეპუტატი — 462,40 ლარი.
სულ — 4 384,80 ლარი.
კომიტეტის გაცდენისთვის სანქცირებულები
- დიმიტრი სამხარაძე, ქართული ოცნება — 2 056 ლარი;
- კახაბერ ოქრიაშვილი, ქართული ოცნება — 547 ლარი;
- ივლიანე წულაია, ქართული ოცნება — 462,40 ლარი;
- ნიკანორ მელია, ნაციონალური მოძრაობა — 502,40 ლარი;
- კობა ნაყოფია, ნაციონალური მოძრაობა — 502,40 ლარი.
სულ — 4 070,20 ლარი.
ჯამში ორი თვის განმავლობაში კობა ნაყოფიას ხელფასიდან ჩამოაჭრეს — 2 009,6 ლარით; ივლიანე წულაიას — 924,80 ლარით; დიმიტრი სამხარაძეს — 2 570 ლარი. ორი თვის განმავლობაში დეპუტატებს ხელფასიდან 8 455 ლარი ჩამოეჭრათ.
დაჯარიმების წესი
თუ 2 კომიტეტში გაწევრებული პარლამენტის წევრი ერთი თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით ორჯერ არ დაესწრება კომიტეტის სხდომას, ხოლო 1 კომიტეტში გაწევრებული პარლამენტის წევრი ერთი თვის განმავლობაში ერთხელ, მას ყოველი მომდევნო სხდომის არასაპატიო მიზეზით გაცდენისთვის ხელფასის 10 პროცენტი დაუკავდება.
სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით გაცდენილი ორზე მეტი პლენარული სხდომიდან თითოეულისთვის, დეპუტატს ხელფასის 10 პროცენტი დაუკავდება. იგივე წესი ვრცელდება რიგგარეშე სხდომებზეც.
პარლამენტის წევრისათვის ერთჯერადად დაკავებული ხელფასის საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს პარლამენტის წევრის ხელფასის 50 პროცენტს.
ახალი რეგლამენტით საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ვალდებულია ყოველ თვე დაამუშავოს და საიტზე გამოაქვეყნოს იმ დეპუტატების სია, რომლებსაც კომიტეტის არასაპატიო მიზნით გაცდენის გამო საქციები დაეკისრებათ. იგივე კომიტეტი ყოველი სესიის ბოლოს ადგენს პარლამენტის პლენარული სხდომების გამცდენ პარლამენტის წევრთა სიას, მასში უთითებს თითეული მათგანის მიერ გაცდენილი სხდომების რაოდენობასა და გაცდენის თარიღებს და უზრუნველყოფს ამ სიის პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებას.
გაცდენის საპატიო და არასაპატიო მიზეზები
პარლამენტის რეგლამენტით, დეპუტატის მიერ სხდომების გაცდენის საპატიო მიზეზად ითვლება:
- სამსახურებრივი მივლინება;
- ოჯახის წევრის დაბადება;
- გარდაცვალება;
- ავადმყოფობა (დადასტურებული საავადმყოფო ფურცლით).
"ოჯახის წევრში" იგულისხმება მეუღლე, პირდაპირი აღმავალი ან დამავალი შტოს ნათესავი, გერი, და, ძმა. თუ დეპუტატი მსგავს დასაბუთებას ვერ ან არ წარადგენს, გაცდენა არასაპატიოდ ჩაითვლება. არასაპატიო გაცდენად არ ითვლება საქართველოს პარლამენტში ოფიციალური ვიზიტით მყოფ სხვა სახელმწიფოს დელეგაციის წარმომადგენლებთან შეხვედრები.
გაიგე მეტი:
-
გადახედვაპარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება პარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება
-
გადახედვასაქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
-
გადახედვასია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
-
გადახედვადეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ დეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
კომენტარები