ნიკა მელია: უშედეგო მანიფესტაციის მოწყობა მთელი ოპოზიციის მარცხი იქნება
ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ნიკა მელია აცხადებს, რომ ახლა გაერთიანებული ოპოზიციის მხრიდან "ფართომასშტაბიანი აქციის თარიღის დაკიდება" იქნება არასწორი. ამის შესახებ ნიკა მელიამ ტოქ-შოუ რეაქციაში განაცხადა. მისი თქმით, ფართომასშტაბიანი აქცია თუ ჩატარდება, ეს "ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დასასრული უნდა იყოს".
"ათასობით ადამიანი ამ პროცესში არის ჩართული და იმედის თვალით შემოგვყურებს. ფინიშის სწორს მნიშვნელოვანი შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს. მე ვარ მომხრე მწვავე ოპონირებისა საკრებულოებში, პარლამენტში, ქუჩის აქციებისაც. თუ რამეს ამ წლების განმავლობაში ვაკეთებ და თუ ვინმე რადიკალიზმით გამოირჩევა ვარ მე და როგორ შეიძლება მელიას დააბრალო, რომ არ სურს პროცესის რადიკალიზება, რომელსაც მოჰყვება ივანიშვილი რეჟიმის დამარცხება ?!", — განაცხადა ნიკა მელიამ.
მისივე თქმით, "უშედეგო მანიფესტაციის მოწყობა მთელი ოპოზიციის მარცხი იქნება". მას არ ჰგონია, რომ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით ნაჩქარები განცხადებები უნდა გაკეთდეს.
"თუ რამე იწვევს ფრუსტრაციასა და იმედგაცრუებას, ემპირიულად ეს გამოცდილება მეც მივიღე, როცა ჩამოგვიყვანია ჩვენი მხარდამჭერები და აქცია შეგვიწყვეტია იმავე დღეს. ჩვენ ახლა ბევრი უნდა ვიმუშავოთ ყველამ ერთად. სადღაც-სადღაც არის შედეგები გასაუმჯობესებელი", — განაცხადა ნიკა მელიამ.
მისივე თქმით, სადაც თავად არიან გასაძლიერებლები, ეს არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ "ბიძინა ივანიშვილს უძლეველობა დავაბრალოთ".
"ბიძინა ივანიშვილს არჩევნები კი არა, ჯოკერი რომ ვეთამაშოთ, ისიც უნდა მოვუგოთ. ივანიშვილის სახლთან სოლოლაკში თუ შევიკრიბებით, იქიდან უნდა ჩამოვიდეთ გამარჯვებულები. ვეთანხმები, მაგრამ კარგად არის ეს ყველაფერი მოსაფიქრებელი".
კითხვაზე არის თუ არა გუნდში განხეთქილება, ნიკა მელია პასუხობს: სტრატეგიაში ვთანხმდებით, ვთანხმდებით მთავარ პრინციპებში, მაგრამ, შესაძლებელია, ტაქტიკური მოსაზრებები განსხვავდებოდეს".
ნიკა მელიამ ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერის მხრიდან "წინდაუხედავ განცხადებებზე" არჩევნების დღეს განსხვავებული აქცენტების პირდაპირ ეთერში ისაუბრა. მან თქვა, რომ "ბევრი ოპოზიციური პოლიტიკოსი გამოდის, რომ დავიწყებ რევოლუციას და არ იწყება ეს რევოლუცია", რაც ამომრჩეველს "უარეს სასოწარკვეთაში აგდებს. ნიკა მელიას განცხადებით, გაერთიანებული ოპოზიცია უნდა შეიკრიბოს და ერთად გადაწყვიტონ სამოქმედო გეგმა. მისი თქმით, ემოციურ ფონზე განცხადებები არ უნდა გაკეთდეს.
ნიკა მელიას ამ განცხადებამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, საზოგადოების ნაწილმა ივარაუდა, რომ ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილსა და სანდრა რულოვსს დაუპირისპირდა, ნაწილმა კი ოპოზიციაში სავარაუდო განხეთქილებაზე დაიწყო საუბარი. ნიკა მელიას ამ გაცხადებას წინ უსწრებდა მიხეილ სააკაშვილისა და სანდრა რულოვსის შემდეგი ფრაზები.
მიხეილ სააკაშვილი: "ჩვენ უნდა ვიყოთ, შეტევაზე, შეტევაზე და მხოლოდ შეტევაზე".
სანდრა რულოვსი: "თქვენ მე არ მიცნობთ. ჩვენ მოგებული გვაქვს პირველი ტური, თუ ისინი გამოაცხადებენ პირველ ტურში გამარჯვებას, მიიღებენ მთელი ქვეყნის პროტესტს, მე ვადასტურებ ამას".
ნიკა მელიას განცხადებას გამოეხმაურა ნაციონალური მოძრაობის წევრი ნუგზარ წიკლაური და თქვა, რომ მელიას განცხადებები "ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ წისქვილზე ასხავს წყალს".
იქამდე, სანამ ზუგდიდის მერობის კანდიდატად სანდრა რულოვსი დასახელდებოდა, ნიკა მელიამ თავად დაადასტურა, რომ პარტიაში ზუგდიდის მერობის კანდიდატად განიხილებოდა.
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
-
გადახედვასია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
-
გადახედვადეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ დეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
-
გადახედვა9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული 9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული
-
გადახედვაროგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა როგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა
-
გადახედვაროგორ დავეხმაროთ მიუსაფარ ცხოველებს აქციაზე წიწაკის სპრეის და გაზის გაშვებისას როგორ დავეხმაროთ მიუსაფარ ცხოველებს აქციაზე წიწაკის სპრეის და გაზის გაშვებისას
-
გადახედვაროგორ დავიცვათ თავი ცრემლსადენი გაზისგან — რეკომენდაციები როგორ დავიცვათ თავი ცრემლსადენი გაზისგან — რეკომენდაციები
-
გადახედვაომბუდსმენის პირველადი შეფასება 30 აპრილის აქციაზე განვითარებული მოვლენების შესახებ ომბუდსმენის პირველადი შეფასება 30 აპრილის აქციაზე განვითარებული მოვლენების შესახებ
კომენტარები