მელია: შესაძლებელია, რომ მე აქ უკეთ ვხედავ, რა ხდება, ვიდრე სააკაშვილი
ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ნიკა მელია ფიქრობს, რომ ის საქართველოში უკეთ ხედავს, რა ხდება, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი სხვა ქვეყნიდან. ამის შესახებ ნიკა მელიამ ტოქ-შოუ რეაქციაში განაცხადა.
მისი აზრით, ეს არის "ნაციონალური მოძრაობის მონაგარი" და თუ ვინმე უნდა იყოს ამ პროცესით კმაყოფილი, პირველ რიგში, მიხეილ სააკაშვილია.
"დიახაც, შესაძლებელია, მე აქ უკეთ ვხედავ, რა ხდება კონკრეტულ მოცემულ დღეს, ვიდრე ჩვენი მეგობარი, ლიდერი, რომელზეც უკანონოდ ხორციელდება პოლიტიკური დევნა", — განაცხადა ნიკა მელიამ.
ჟურნალისტის კითხვაზე, ეს ნიშნავს თუ არა, რომ ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილზე ადეკვატურია, ის პასუხობს, რომ "ეს არის ბუნებრივი ამბავი".
"თქვენ უკეთ იცით სტუდიაში რა ხდება, ვიდრე ჩემთან ზელენსკის ქუჩაზე იციან, რა ხდება სტუდიაში. აქ სკანდალის შემცველი არაფერი არ არის. პირიქით, ეს არის პლუსი, როცა მე შემიძლია მიშას ვურჩიო ის, რაც საერთო საქმისთვის უკეთესია და მე მან მირჩიოს", — განაცხადა მელიამ.
მან თქვა, რომ უახლოეს მომავალში აპირებს შეხვდეს მიხეილ სააკაშვილს, რადგან "2020 წლის არჩევნები მოახლოვდა".
"ყველაფერზე დაველაპარაკები, რაც მოემსახურება გაერთიანებული ოპოზიციის გამარჯვებას", — განაცხადა ნიკა მელიამ.
ნიკა მელიამ ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერის მხრიდან "წინდაუხედავ განცხადებებზე" არჩევნების დღეს განსხვავებული აქცენტების პირდაპირ ეთერში ისაუბრა. მან თქვა, რომ "ბევრი ოპოზიციური პოლიტიკოსი გამოდის, რომ დავიწყებ რევოლუციას და არ იწყება ეს რევოლუცია", რაც ამომრჩეველს "უარეს სასოწარკვეთაში აგდებს. ნიკა მელიას განცხადებით, გაერთიანებული ოპოზიცია უნდა შეიკრიბოს და ერთად გადაწყვიტონ სამოქმედო გეგმა. მისი თქმით, ემოციურ ფონზე განცხადებები არ უნდა გაკეთდეს.
ნიკა მელიას ამ განცხადებამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, საზოგადოების ნაწილმა ივარაუდა, რომ ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილსა და სანდრა რულოვსს დაუპირისპირდა, ნაწილმა კი ოპოზიციაში სავარაუდო განხეთქილებაზე დაიწყო საუბარი. ნიკა მელიას ამ გაცხადებას წინ უსწრებდა მიხეილ სააკაშვილისა და სანდრა რულოვსის შემდეგი ფრაზები.
მიხეილ სააკაშვილი: "ჩვენ უნდა ვიყოთ, შეტევაზე, შეტევაზე და მხოლოდ შეტევაზე".
სანდრა რულოვსი: "თქვენ მე არ მიცნობთ. ჩვენ მოგებული გვაქვს პირველი ტური, თუ ისინი გამოაცხადებენ პირველ ტურში გამარჯვებას, მიიღებენ მთელი ქვეყნის პროტესტს, მე ვადასტურებ ამას".
ნიკა მელიას განცხადებას გამოეხმაურა ნაციონალური მოძრაობის წევრი ნუგზარ წიკლაური და თქვა, რომ მელიას განცხადებები "ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ წისქვილზე ასხავს წყალს".
იქამდე, სანამ ზუგდიდის მერობის კანდიდატად სანდრა რულოვსი დასახელდებოდა, ნიკა მელიამ თავად დაადასტურა, რომ პარტიაში ზუგდიდის მერობის კანდიდატად განიხილებოდა.
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
კომენტარები