იუსტიციის საბჭომ 32 მოსამართლე გაამწესა, აქედან 29 უვადოდ — სია
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 43 ვაკანტურ თანამდებობაზე მოსამართლეობის კანდიდატებს უყარა კენჭი. 43 ვაკანტური ადგილიდან მხოლოდ 32 ადგილზე გამწესდნენ მოსამართლეები. სხვა კანდიდატებმა საბჭოს წევრებისგან ხმების საკმარისი ოდენობა, მინიმუმ 10 ხმა ვერ მიიღეს.
კანდიდატების ნაწილი უვადოთ გამწესდა, ნაწილი გადაინიშნა, ნაწილს კი ვადა განესაზღვრა. უვადოდ დანიშნულებს შორისაა იუსტიციის საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე. ის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში უვადოდ გაამწესეს.
კენჭისყრამდე გიორგი მიქაუტაძემ საკუთარი კანდიდატურა სააპელაციო სასამართლოში მოხსნა. კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კიდევ სამმა წევრმა: ვასილ მშვენიერაძემ, ირაკლი ბონდარენკომ და რევაზ ნადარაიამ. იმ სასამართლოების ნაწილში, სადაც იუსტიციის საბჭოს წევრებს განაცხადი ჰქონდათ შეტანილი, ერთი ვაკანტური ადგილი დარჩა.
გამწესებული მოსამართლეების სია
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
- ხატია არდაზიშვილი;
- ნინო ყანჩაველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში სამი ვაკანსიიდან მხოლოდ ორი შეივსო. მოსამართლის ერთი ადგილი ისევ ვაკანტურია, რადგან კანდიდატებმა ხმების საჭირო რაოდენობა მინიმუმ 10 ხმა ვერ მიიღეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა
- დავით ახალბედაშვილი;
- მიხეილ გოგიშვილი.
აღნიშნულ პალატაში ერთი ადგილი ისევ ვაკანტურია, რადგან კანდიდატებმა ვერ მიიღეს იუსტიციის საბჭოს წევრების ხმების საკმარისი ოდენობა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
- ბესიკ ბუგიანიშვილი;
- ვახტანგ მრელაშვილი.
აღნიშნულ პალატაში ერთი ადგილი ისევ ვაკანტურია, რადგან კანდიდატებმა ვერ მიიღეს იუსტიციის საბჭოს წევრების ხმების საკმარისი ოდენობა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგია
- პაატა სილაგაძე.
აღნიშნულ კოლეგიაში ერთი ადგილი ისევ ვაკანტური რჩება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
ამ სასამართლოში ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე ვერც ერთი მოსამართლეობის კანდიდატი ვერ გამწესდა. მათ იუსტიციის საბჭოს წევრების ხმების საკმარისი ოდენობა, მინიმუმ 10 ხმა ვერ მიიღეს. ადგილი ისევ ვაკანტურია და კონკურსი თავიდან უნდა გამოცხადდეს, როგორც ყველა ვაკანტური ადგილის შემთხვევაში.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა
ამ პალატაში ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მსგავსად ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე ვერც ერთი მოსამართლეობის კანდიდატი ვერ გამწესდა. მათ იუსტიციის საბჭოს წევრების ხმების საკმარისი ოდენობა, მინიმუმ 10 ხმა ვერ მიიღეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა:
- ლერი თედორაძე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
- ნიკოლოზ მარსაგიშვილი;
- გიორგი მიქაუტაძე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
- ზაზა მარტიაშვილი;
- ბესარიონ ტაბაღუა;
- ელისო ტუკვაძე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია:
- გიორგი არევაძე;
- ეკატერინე გაბრიჩიძე;
- ლიანა ორკოდაშვილი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
- ჯუმბერ ბეჟანიძე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მაგისტრი მოსამართლე ქობულეთის მუნიციპალიტეტში
- კობა გოცირიძე.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე
- ნიკოლოზ მარგველაშვილი.
ახალციხის რაიონული სასამართლო
- მარიკა ჩიტაშვილი.
გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონული სასამართლო
- დავით კეკენაძე
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მაგისტრი მოსამართლე თერჯოლის მუნიციპალიტეტში
- ლელა ჭინჭარაული
ზუგდიდის რაიონული სასამართლო
- ირაკლი აბშილავა;
- ფატი ფურცხვანიძე.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე მესტიის მუნიციპალიტეტში
ადგილი დარჩა ვაკანტური.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში
ადგილი დარჩა ვაკანტური.
თელავის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ახმეტის მუნიციპალიტეტში
- მარინე ცერცვაძე
მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
- ეკატერინე პართენიშვილი.
მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
- ხათუნა ნადიბაიძე.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
- მამუკა ნოზაძე.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს მაგისტრი მოსამართლე ვანის მუნიციპალიტეტში
- როინ კახიძე
სენაკის რაიონული სასამართლო
ადგილი დარჩა ვაკანტური.
სიღნაღის რაიონული სასამართლო
- ალექსანდრე ლომიძე.
ფოთის საქალაქო სასამართლო
ადგილი დარჩა ვაკანტური.
ცაგერის რაიონული სასამართლო
- ლეილა გურგუჩიანი.
ხაშურის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ქარელის მუნიციპალიტეტში
- ნაირა გიგიტაშვილი.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მაგისტრი მოსამართლე შუახევის მუნიციპალიტეტში
ადგილი დარჩა ვაკანტური.
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
კომენტარები