ევროპარლამენტის არჩევნები და საქართველოს ახალი გამოწვევა
ევროკავშირის მოქალაქეები ამ კვირაში ევროპარლამენტში თავიანთ წარმომადგენლობას ირჩევენ. არჩევნები 23 მაისიდან დაიწყო და 26 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. საარჩევნო პროცესი დიდი ბრიტანეთი-ნიდერლანდებიდან დაიწყო და კვირის ბოლომდე 28-ვე ქვეყანაში გაიმართება. საბოლოო შედეგებს კვირას, 26 მაისს, ბრიუსელის, დროით 23 საათზე გამოაცხადებენ. მანდატებისთვის შვიდი პოლიტიკური გაერთიანება იბრძვის, მათ შორის ოთხი მკაფიოდ პროევროპულად მიიჩნევა, დანარჩენი კი ევროსკეპტიკოსად.
საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი, კორნელი კაკაჩია On.ge-სთან საუბარში განმარტავს, რომ ამ არჩევნების შედეგს, თუ როგორ დაკომპლექტდება პარლამენტი, დიდი მნიშვნელობა აქვს მთლიანად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის. მისივე თქმით, ევროპარლამენტი, სავარაუდოდ, ახალი დეპუტატებით დაკომპლექტდება და როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციასა თუ სამოქალაქო სექტორს, ხელახალი ურთიერთობების დამყარება მოუწევთ:
"ის ურთიერთობები, რომლებიც წლების განმავლობაში იყო ჩამოყალიბებული, პირადი ნაცნობობა, თუ ლობირება... მემკვიდრეობა შენარჩუნდება, პარტიები იგივეა, მაგრამ ადამიანები იცვლებიან, მოდიან სულ სხვა "ბექგრაუნდით". მმართველ პარტიას ხელახალი ძალისხმების გაწევა დასჭირდება, რათა საქართველოს საკითხმა არ გადაიწიოს მეორე პლანზე. ამას დრო დასჭირდება, მაგრამ აუცილებლად მოხდება, თუ ევროსკეპტიკოსებმა არ გაიმარჯვეს, რა თქმა უნდა".
კაკაჩიას თქმით, წევრ სახელმწიფოებში ევროსკეპტიციზმის მომძლავრების მიუხედავად, მოლოდინი არსებობს, რომ მათი ხმები არ იქნება გადამწყვეტი. იგი ასევე ვარაუდობს, იმასაც, რომ შეიძლება, ევროსკეპტიკოსებმა გარკვეული პრობლემები შექმნან ბიუჯეტის გამოყოფასთან დაკავშირებით:
"ჩვენ როცა ვსაუბრობთ ევროინტეგრაციაზე, ეს საკითხი მათთვის, ბუნებრივია, მიუღებელია. ზოგიერთ მათგანს შეხმატკბილებული ურთიერთობა აქვს რუსულ პოლიტიკურ ელიტასთან... არის ქვეყნები, სადაც მათი გავლენა დიდია, მაგალითად ავსტრია, სადაც კოალიციაში შედიოდნენ. სხვა ქვეყნებშიც საკმაოდ წარმომადგენლობითი არიან. ბუნებრივია, მათ აქვთ გავლენა, თავიანთ სახელმწიფოში. ისინი გამოიყენებენ ამ ტრიბუნას, რათა საერთო ევროპული იდეა დააკნინონ. მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც ფაქტობრივად ბრექსიტი ამ პარლამენტის შემადგენლობის დროს განხორციელდება".
მისივე თქმით, ტრადიციული პარტიების გამარჯვების მოლოდინი არსებობს და შესაძლოა, ეს იყოს ევროპის სახალხო პარტია ან "სოციალისტები".
ყველაზე დიდი გაერთიანება, რომელიც არჩევნებში მონაწილეობს, ევროპის სახალხო პარტიაა (EPP). იგი ევროკავშირის ქვეყნების მემარჯვენე-ცენტრისტებსა და ქრისტიან-დემოკრატიულ პარტიებს აერთიანებს. მთავარი მემარცხენე-ცენტრისტული გაერთიანებაა სოციალისტები და დემოკრატები (S&D). არსებობს ლიბერალების ფრაქცია ALDE და ჯგუფი მწვანეები, რაც აერთიანებს გარემოსდაცვით პოლიტიკურ ძალებს. მეხუთე ჯგუფია ევროპელი კონსერვატორები და რეფორმისტები (ECR), რომელიც პროევროპულ ბანაკსა და ევროსკეპტიკოსებს შორისაა. ევროსკეპტიკოსების ჯგუფია ევროპის გაერთიანებული მემარცხენეები (GUE) სოციალისტური და კომუნისტური პარტიებით. ახალი გაერთიანებაა ხალხისა და ერთა ევროპული ალიანსი (EAPN).
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები