დნმ-ის დონეზე: საქართველო და სლოვაკეთი — ორი გზა დემოკრატიისკენ
საქართველო - ერთეულების ბედი, რომელიც ისტორიას ცვლის
ისტორიას ქმნის ხალხი
ყოფილი საბჭოთა დისიდენტი ლევან ბერძენიშვილი, რომელიც ოთხი ათეული წლის განმავლობაში ოპოზიციურ მოღვაწეობას ეწეოდა, მიიჩნევს, რომ "რკინის ფარდის" დამანგრეველმა, ისტორიის განვითარების განჭვრეტა ვერ შეძლო.
პარტიული ბილეთით რესპუბლიკელმა, განათლებით ფილოლოგმა და სულით ლიბერალმა ბერძენიშვილმა საკუთარ თავზე გამოცადა ტოტალიტარული რეჟიმის სისასტიკე. მონაწილეობდა 1978 წელს პირველი ქართული პოლიტიკური პარტიის შექმნაში, ბეჭდავდა პროკლამაციებს, დადიოდა მანიფესტაციებზე. გულაგში ბერძენიშვილი თავისი უმცროსი ძმის, დავითის გაუფრთხილებლობით მოხვდა. წესების საწინააღმდეგოდ გადასცა იატაკქვეშა გაზეთი ხელიდან ხელში. ძმის მეშვეობით გავიდნენ ახალგაზრდების ჯგუფზე, რომლებსაც თბილისში რესპუბლიკური პარტიის საიდუმლო ოფისი ჰქონდათ მოწყობილი. შედეგად პოლიტიკოსი ანტისაბჭოთა აგიტაციისა და პროგანდის ბრალდებით გაასამართლეს და ცუდი რეპუტაციის მქონე მორდოვის "დუბრავლაგში" გაგზავნეს.
როგორც ბერძენიშვილი ამბობს, მისი პატიმრობა გულაგში, რესპუბლიკური პარტიის შექმნა თუ საბჭოთა რეჟიმის სხვა მოწინააღმდეგეების აქტიურობა სრულიად უმნიშვნელოა 1989 წლის აპრილს დატრიალებულ ტრაგიკულ მოვლენებთან შედარებით.
"9 აპრილმა ყველაფერი გადაწყვიტა", - ამბობს და დარწმუნებულია, რომ იმ დღეს გადაწყდა საქართველოს ევროპული მისწრაფება.
ლევან ბერძენიშვილი 9 აპრილის ღამეს აქციის მონაწილეთა შორის იმყოფებოდა, როცა საბჭოთა ჯარისკაცებმა აქციის დასარბევად მომწამვლელი გაზი და სამხედრო ნიჩბები გამოიყენეს. მისი სიტყვებით, ყოფილ დისიდენტს იმ საზარელი ღამის კადრებში ცნობდნენ. პოლიტიკოსი ხუმრობს, რომ მისი ცნობა არავის გაუჭირდებოდა, რადგან ყველაზე მსუქანი იყო: 160-170 კილოგრამს იწონიდა.
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედია ახსოვს სააგენტო "როიტერსის" ჟურნალისტს მარგარიტა ანთიძესაც. 30 წლის წინ ჯერ კიდევ ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტისთვის ორმაგად საინტერესო იყო თვალყური ედევნებინა მიმდინარე მოვლენებისთვის. მარგარიტამ გაიხსენა, რომ იმ ღამეს, აქციის დარბევამდე ცოტა ხნით ადრე, მან, დედამ და დეიდამ სახლში დაბრუნება გადაწყვიტეს. მაშინ ვერც კი წარმოედგინათ რა დრამატული მოვლენები განვითარდებოდა თბილისის ცენტრალურ გამზირზე.
ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე, რომელიც 80-იანი წლების ბოლოს გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში სწავლობდა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში მოგზაურობდა, აფასებს 9 აპრილს, როგორც ფაქტორს, რომელმაც დააჩქარა სოციალისტური ბანაკის დასასრული. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ჩეხეთსა და სლოვაკეთში ახსოვდათ "პრაღის გაზაფხული", 1989 წლის გაზაფხულზე იქ ფაქტობრივად არაფერი მომხდარა.
მართალია, ზოგიერთი მიიჩნევს, რომ მსხვერპლი უშედეგო იყო, ლევან ბერძენიშვილი აბსოლუტურად დარწმუნებულია: "ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი დღე ჩვენს ისტორიაში". მისი თქმით, თუ კი ქართველს ჰკითხავდი, უნდოდა თუ არა დამოუკიდებლობა, 1988 ან 1989 წლის თებერვალ-მარტში პასუხი იქნებოდა "არა", თუმცა უკვე 10 აპრილს, "ქართველი ხალხი მზად იყო "არა" საბჭოთა კავშირისთვის ეთქვა".
"10 რიცხვში მივხვდით, რომ ჩვენ, ქართველები ერთი ერი ვართ. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა მივხვდით, რომ ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს, " - იხსენებს ბერძენიშვილი და ამატებს, რომ საქართველოს ევროპული მისწრაფების ბედი ზუსტად იმ დღეებში გადაწყდა.
პოლიტიკოსი ამბობს, რომ 9 აპრილის მოვლენებამდე ცოტა ხნით ადრე სსრკ-ს დაშლას უწინასწარმეტყველებდა.
"იცით, ნებისმიერი იმპერია დაიშლება - დაიშალა საბჭოთა კავშირი, ჩამოინგრევა რუსეთის იმპერიაც. ეს დროის საქმეა და ამაში ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი". როგორც ბერძენიშვილი ამტკიცებს, ის ჯერ კიდევ 1978 წელს წერდა, რომ 10 წლის შემდეგ საბჭოთა კავშირი აღარ იარსებებდა. სსრკ-ის ნამდვილი დანგრევის შესახებ მან თბილისის ცენტრში გახურებული სამოქალაქო ომის დროს შეიტყო.
არც პირველ პრეზიდენტზე - ზვიად გამსახურდიაზე და არც მეორეზე - ედუარდ შევარდნაძეზე ლევან ბერძენიშვილი განსაკუთრებული პატივისცემით არ საუბრობს. ის და მისი თანამოაზრეები რესპუბლიკური პარტიიდან ოპოზიციაში იყვნენ ორივე ლიდერთან და 2003 წელს "ვარდების რევოლუციაში" მონაწილეობდნენ. სხვათა შორის, როგორც პოლიტიკოსი ამბობს, ზუსტად მისმა ძმამ დავითმა წარმოთქვა პირველად თეზისი: "საქართველო შევარდნაძის გარეშე!"
"თეზისი აღმოჩნდა დროული. ყველას მოეჩვენა, რომ ეს ყველა პრობლემის მოგვარების გზა იყო და ჩვენ შევარდნაძის გადადგომა მოვითხოვეთ", - იხსენებს ლევან ბერძენიშვილი. რესპუბლიკელის მოგონებით მაშინ ედუარდ შევარდნაძემ გადაწყვიტა მზაკვრულად მოქცეულიყო და მთელი ხელისუფლება ოპოზიციის ლიდერისთვის - მიხეილ სააკაშვილისთვის გადაეცა, რადგან დარწმუნებული იყო, "პრეზიდენტობიდან წელიწადნახევარში თავს შეირცხვენდა". შევარდნაძე აქაც შეცდა - ფიქრობს ბერძენიშვილი და დასძენს, რომ სააკაშვილი შოკში იყო, რადგან მოვლენების ასეთ შემობრუნებას არ ელოდა.
"ვარდების რევოლუციის" პერიოდს იხსენებს ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძეც, რომელიც საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა. მისი თქმით, 2003 წელს ქართველი ხალხი გაერთიანდა, საზოგადოებაში გაჩნდა გარკვეული კონსენსუსი, ხალხი ამბობდა - გვინდა უკეთესი ქვეყანა, უფრო დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფო. თუმცა ბაქრაძე წუხს, რომ სააკაშვილმა მალე დაკარგა მუხტი: "ძალაუფლება სულ უფრო მეტად იყრიდა თავს პატარა ჯგუფის ხელში. საზოგადოების ჩართულობა მინიმალური იყო, ბოლოს კი სრულიად გაქრა".
მიხეილ სააკაშვილმა დაუშვა ფატალური შეცდომა - მაშინვე დაკარგა ძალაუფლება, როცა დიდ პოლიტიკაში ადამიანური ფაქტორი გააჩინა - მიიჩნევს ბერძენიშვილი და დასძენს, რომ მან ვერ შეძლო შინაგან საქმეთა სამინისტროში სიტუაციის მართვა. საქმე ეხება ბანკის ახალგაზრდა თანამშრომლის სანდრო გირგვლიანის მკვლელობას. ამ საქმეში დამნაშავეებად შსს-ს თანამშრომლები ცნეს.
"მან (სააკაშვილმა) არაფერი გააკეთა, პირიქით - მხარი დაუჭირა შსს მინისტრს ვანო მერაბიშვილს", - ამბობს ბერძენიშვილი. მისი თქმით, სააკაშვილის წინააღმდეგ, კიდევ ერთი ფაქტორი იყო პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალება.
2012 წლის აჩევნებისთვის ლევან ბერძენიშვილი უზარმაზარ პოლიტიკურ კონგლომერატში - კოალიცია "ქართულ ოცნებაში" გაერთიანდა. ბერძენიშვილი ირწმუნება, რომ მაშინ მოსახლეობის 75% მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგი იყო: "ყველა ერთის წინააღმდეგ და მან ბუნებრივია წააგო".
"ვფიქრობ, კარგია რომ სააკაშვილმა წააგო, ცუდია, რომ გაიმარჯვა ხალხმა რომელთაც ვერ შეინარჩუნა კოალიცია", - ამბობს ბერძენიშვილი, რომლის პარტიამ მმართველი კოალიციის რიგები დატოვა. "ქართულ ოცნებაში" რესპუბლიკელებს მყარი პოზიციები, მნიშვნელოვანი თანამდებობები და კოალიციაში მტკიცე ბალანსისთვის აუცილებელი მკვეთრი პროდასავლური ფაქტორი ჰქონდათ. დროთა განმავლობაში მათი შეხედულებები აღარ დაემთხვა მმართველი პარტიის შეხედულებებს. დემოკრატიის წლებად ლევან ბერძენიშვილი "ქართული ოცნების" მმართველობის საწყის ეტაპს მიიჩნევს, როცა არსებობდა მრავალფეროვანი კოალიცია, მაგრამ ის დარწმუნებულია, რომ საქართველოს სწორედ დემოკრატია გადაარჩენს: "აზერბაიჯანს აქვს ნავთობი, სომხეთს - დიასპორა, საქართველოს კი აქვს დემოკრატიის შანსი და მკაფიო მისწრაფება ევროპული სტუქტურებისთკენ".
ჟურნალისტი მარგარიტა ანთიძე მიიჩნევს, რომ ყველა მთავარი პოლიტიკური მოვლენა, რაც კი 80-იანი წლების ბოლოს მოხდა, იყო ქვეყნის დემოკრატიისაკენ გადაგმული ნაბიჯი. "როიტერსის" რეპორტიორი აქციაზე დადიოდა, როგორც სამსახურში. აშუქებდა სამოქალაქო ომს, "ვარდების რევოლუციას", 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევას...
მიუხედავად იმისა, რომ მის მიერ გაშუქებული მოვლენები სასტიკი იყო, თან დევდა არადემოკრატიული პროცესები და მეთოდები, ჯამში საქართველო გახდა დემოკრატიული სახელმწიფო: "ცხადია, ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ დემოკრატიის დონეზე რომ ჩვენ კიდევ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი, მაგრამ ყველა ამ მოვლენამ ხელი შეუწყო საქართველოს დამოუკიდებელ დემოკრატიად ქცევას".
-
გადახედვამიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან მიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
კომენტარები