ქუჩის კარმა: პარლამენტის წინ მდებარე მოედანი — პროტესტის ტრადიციული ადგილი
"თუ გეშინია - არ თქვა, თუ თქვი - ნუ გეშინია", ამ სიტყვების ავტორად მიიჩნევა რუსი დამპყრობლების წინააღმდეგ მებრძოლი სამხრეთკავკასიელი მთიელების წინამძღოლი იმამი შამილი. როცა 1859 წელს შამილი დაღესტნის სოფელ გუნიბში ტყვეობაში იმყოფებოდა, იმპერიაში ამ მოვლენის აღსანიშნავად დგამდგნენ ძეგლებს, გასცემდნენ მედლებს და ორდენებს და სახელს უცვლიდნენ მოედნებს.
იმ პერიოდის რუსეთის ტიფლისშიც გაჩნდა გუნიბის მოედანი. იმ ადგილას დღეს საქართველოს პარლამენტი დგას. ამ პატარა მოედნის მარცხნივ იყო კავკასიის მეფისნაცვლის სასახლე, მარჯვნივ - ტიფლისის გიმნაზია. XIX საუკუნის ბოლოს აქ წმ. ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარი აღმართეს. ტაძართან ის ქვემეხებიც კი დადგეს, რომლითაც სპარსელები და შამილი მოიგერიეს.
დაახლოებით ორი ათეული წლის შემდეგ, ტაძრის ეზოში გამოჩნდა ქართველი იუნკრების საფლავები. ახალგაზრდა კადეტები თბილისს ქალაქის მისადგომებთან, სოფ. კოჯორში იცავდნენ. მაშინ, 1921 წლის თებერვალში წითელი არმიის ნაწილებმა მაინც მოახერხეს ახალი ქართული რესპუბლიკის დედაქალაქის აღება. ლეგიტიმური მთავრობა ემიგრაციაში საფრანგეთში წავიდა. ოკუპაციის პერიოდში თბილისის ცენტრში მრავალრიცხოვანი სამგლოვიარო პროცესია გაიმართა. იუნკრები რუსული სამხედრო ტაძრის ეზოში დაკრძალეს.
ახალგაზრდა დამცველების საფლავები ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძართან ერთად განადგურდა, რადგან 1928 წელს ბოლშევიკებმა მისი დანგრევა გადაწყვიტეს. 10 წლის შემდეგ, ეკლესიის ადგილას საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკის მთავრობის სახლის მშენებლობა დაიწყეს და ის ორ ეტაპად წარიმართა. პირველი, შიდა კორპუსი აღმართეს 30-იანი წლების ბოლოს. მეორე - ფასადი, რომელიც რუსთაველის გამზირზე მდებარეობს - 1953 წელს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მშენებლობაში მონაწილეობდნენ გერმანელი სამხედრო ტყვეები.
90-იან წლებში მთავრობის ყოფილ შენობაში განთავსდა დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტი. მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს დეპუტატები სამუშაოდ ქალაქ ქუთაისში გადავიდნენ - სადაც სპეციალურად პარლამენტისთვის თანამედროვე ფუტურისტული შენობა ააგეს. 2019 წელს ახალი ხელისუფლების გადაწყვეტილებით პარლამენტი კვლავ თბილისში დაბრუნდა. მიუხედავად იმისა, თუ რა ფუნქციას ასრულებდა შენობა, მის წინ მდებარე მოედანი მრავალი წლის განმავლობაში პროტესტის ტრადიციულ ადგილს წარმოადგენდა. მაგალითისთვის, 1978 წელს ამ ადგილას სტუდენტები საქართველოს სსრ-ის უფლებას იცავდნენ ჰქონოდათ საკუთარი სახელმწიფო ენა. ყოფილი საბჭოთა დისიდენტის ლევან ბერძენიშვილის სიტყვებით, მთავრობის სახლის წინ მდებარე მოედანი ყოველთვის იყო გამოსვლების ტრადიციული ადგილი.
საბჭოთა ეპოქის კულმინაციური პროტესტი გახდა 1989 წლის 9 აპრილი. მაშინ რუსთაველის მთავარ გამზირზე ჯავშან-ტექნიკა იდგა.
"ჩვენ ვვარაუდობდით, რომ ყველაფერი დარბევით დამთავრდებოდა. დარწმუნებული ვიყავით, რომ ყველას გაყრიდნენ, მაგრამ უცებ ვხედავ სამხედროები იღებენ ნიჩნებს და იწყება ჩეხვა. ჩემს თვალწინ, პირველი სკოლის ეზოში მოკლეს ქალი", - იხსენებს ბერძენიშვილი.
მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევის დროს 21 ადამიანი გარდაიცვალა. მეორე დღეს მოედანი ყვავილებით მოიფინა.
პარლამენტის წინ მდებარე მოედნის კარმამ თავი 9 აპრილის მოვლენებიდან 3 წლის შემდეგ გაგვახსენა. თბილისის მთავარ გამზირზე კვლავ გაიარა სამხედრო ტექნიკამ. 1991 წლის დეკემბერში მთავრობის სახლისთვის, რომელშიც ჯერ კიდევ იანვარში ქვეყნის პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურიდიამ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა, სასტიკი ომი მიმდინარეობდა. გამსახურდია თავს შენობის ბუნკერში აფარებდა, მაშინ როცა მისი ოპონენტები ყველა სახის შეიარაღებით ცხრილავდნენ საბჭოთა ეპოქის მონუმენტს.
1992 წლის იანვარში პრეზიდენტმა დატოვა ბუნკერი და ქვეყანა, მაგრამ პარლამენტის წინ მდებარე მოედანი მისი მემკვიდრის პოლიტიკური კარიერის დასასრულის სიმბოლოც გახდა. 2003 წლის ნოემბერში საქართველოს მეორე პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე ახლადარჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე სიტყვით გამოდიოდა, როცა დარბაზში მიხეილ სააკაშვილის მეთაურობით ოპოზიციის წარმომადგენლები შეიჭრნენ. ნოემბრის დასაწყისიდან ისინი პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე იყვნენ გამაგრებული.
ჟურნალისტი მარგარიტა ანთიძე მაშინ უკვე მუშაობდა სააგენტო "როიტერსში" და თბილისის ცენტრში განვითარებულ მოვლენებს აშუქებდა.
"სწორედ ამ შენობის წინ ხდებოდა ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების მთავარი მოვლენები", - ამბობს მარგარიტა. "ვარდების რევოლუციას" ის საქართველოს თანამედროვე ისტორიის გარდამტეხ მოვლენას უწოდებს.
დღეს პარლამენტის შენობის წინ კვლავ პროტესტია. აქ ორი მოზარდის - დავით სარალიძისა და თემირლან მაჩალიკაშვილის მამებს კარვები აქვთ გაშლილი. პირველი მათგანი სკოლის მოსწავლეებს შორის გარჩევის დროს მოკლეს, მაგრამ ოჯახს მიაჩნია, რომ მკვლელებს ძალოვანები მფარველობდნენ. მეორე, თავად ძალოვანებმა პანკისში ანტიტერორისტული ოპერაციის დროს ჩაცხრილეს. სპეცსამსახური ამტკიცებს, რომ ის წინააღმდეგობის გაწევას ცდილობდა, რასაც ოჯახი უარყოფს.
2018 წელს პარლამენტის შენობის წინ მდებარე მოედანზე გამართულ აქციებზე წერდა მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა საინფორმაციო საშუალება. მაშინ გამოსვლები პოლიციის წინააღმდეგ იყო მიმართული. ღამის კლუბში პოლიციის შეჭრის გამო აღშფოთებულმა ქართველმა ახალგაზრდობამ, რუსთაველის გამზირზე არატრადიციული საპროტესტო აქცია - #RAVEolution მოაწყო.
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
კომენტარები