10 ახალი წიგნი, რომელიც თბილისის წიგნის ფესტივალზე არ უნდა გამოვტოვოთ
საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, 30 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით, თბილისის წიგნის XXI საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება.
ლიტერატურის მოყვარულებისთვის ეს განსაკუთრებული ოთხი დღეა, როდესაც ყველანი ველოდებით და ვყიდულობთ ახალ გამოცემებს, ვუწევთ ერთმანეთს რეკომენდაციას, ვუზიარებთ შთაბეჭდილებებს და ზოგადად, წიგნთან ურთიერთობა პრიორიტეტული ხდება. ამიტომ გადავწყვიტეთ ჩვენც გაგიზიაროთ, თუ რომელი წიგნების შეძენას ვაპირებთ წიგნის ფესტივალზე.
წარმოგიდგენთ იმ საინტერესო ახალ თარგმანებს და ქართველ ავტორებს, რომლებიც, ჩვენი აზრით აუცილებლად იმსახურებენ ლიტერატურის ნამდვილი მოყვარულების თაროებზე განთავსებას (ცხადია, წაკითხვის შემდეგ).
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
ჯონათან ფრენზენი - შესწორებები
ჯონათან ფრენზენი თანამედროვე ამერიკული ლიტერატურის ერთ-ერთ მეტრად ითვლება. ეს კონკრეტული რომანი კი, რომელიც 2001 წელს გამოვიდა, ბევრი გავლენიანი კრიტიკოსისა და გამოცემის აზრით, 21-ე საუკუნის საუკეთესო ტექსტია. ფრენზენი ქართულად პირველად ითარგმნა და რა თქმა უნდა, ჩვენი სია მის გარეშე უბრალოდ ვერ შედგებოდა.
ოლდოს ჰაქსლი - კუნძული
ოლდოს ჰაქსლის სახელი ლიტერატურის ქართველი მოყვარულისთვის კარგადაა ცნობილი, რადგან მისი ყველაზე ცნობილი რომანი საოცარი ახალი სამყარო ბევრი მკითხველისთვის ეპოქალური გახდა და კვალი დაატყო ხელოვნების არაერთ სფეროს. კუნძული კიდევ ერთი ფილოსოფიური და თეოლოგიური უტოპიაა, ჰაქსლის ჩვეულ სტილში.
მელანია მაცუკო - ვიტა
მელანია მაცუკო თანამედროვე იტალიელი მწერალია, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ, თბილისის საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალსაც სტუმრობდა. ვიტა 2006 წელს გამოსული რომანია, რომელიც 1910-იან წლებში, 9 წლის იტალიელი გოგონას თვალით დანახულ ამერიკულ ემიგრაციაზე ყვება. რომანს კრიტიკოსთა აღიარება მოყვა და თავისი ადგილი დაიკავა თანამედროვე ევროპულ ლიტერატურაში.
გამომცემლობა წიგნები ბათუმში
ე.მ. ფორსტერი - ოთახი ხედით
ე.მ. ფორსტერი კლასიკოსი ბრიტანელი ავტორია, რომელსაც თაყვანისმცემელთა საკმაოდ დიდი არმია ჰყავს და მისი რომანების მიხედვით, არაერთი მხატვრული ფილმიც გადაიღეს. 1908 წელს დაწერილი ოთახი ხედით ბრიტანული კლასიკური ლიტერატურის ნიმუშია და მეოცე საუკუნის დასაწყისის ბრიტანულ საზოგადოებას იუმორით აშარჟებს. ეს წიგნი, მეოცე საუკუნის საუკეთესო რომანებს შორის საპატიო ადგილს ბევრი კრიტიკოსის სიაში იკავებს.
ქარჩხაძის გამომცემლობა
ჯეფრი იუჯინიდისი - მიდლსექსი / ორ სქესს შორის
ჯეფრი იუჯინიდისის სახელი ალბათ ბევრ ადამიანს ეცნობა სოფია კოპოლას გახმაურებული ფილმის, თვითმკვლელი ქალწულების გამო, რომელიც კოპოლამ ამავე ავტორის წიგნის მიხედვით გადაიღო. თუმცა, იუჯინიდისის მთავარ რომანად ლიტერატურის ბევრი მოყვარული, სწორედ მიდლსექსს განიხილავს. ეს ნაწარმოები BBC-ს (ჯონათან ფრენზენის შესწორებებთან ერთად) 21-ე საუკუნის 12 საუკეთესო რომანის სიაში აქვს შეტანილი.
გამომცემლობა არტანუჯი
მარსელ პრუსტი - ნაპოვნი დრო
მარსელ პრუსტის შესახებ ბევრი რა უნდა ითქვას? მიუხედავად იმისა, რომ მისი რომანების ციკლი დაკარგული დროის ძიებაში ლიტერატურულ ევერესტად ითვლება, რომლის დაპყრობაც აკადემიური ცოდნის გარეშე, ბევრის აზრით ბოლომდე ვერ მიიღწევა, მისი სახელი ალბათ მაინც ყველას გაუგია. წლევანდელ ფესტივალზე, პრუსტის ქართული თარგმანების კატალოგს ამ ციკლიდან მორიგი რომანი, ნაპოვნი დრო შეემატა და იმედი გვაქვს, მომავალში შვიდივე ნაწილი ქართულად იარსებებს.
გამომცემლობა ინტელექტი
რობერტ მენასე - დედაქალაქი
რობერტ მენასე თანამედროვე ავსტრიელი მწერალია და მის რომანში დედაქალაქი ირონიულადაა წარმოჩენილი ევროკავშირის პოლიტიკა და ევროპული ბიუროკრატია. მოქმედება ბრიუსელში ვითარდება და ერთგვარად ფანტასმაგორიულ რეალობას ხატავს, სადაც აბსურდული ამბები ხდება. რობერტ მენასეს დედაქალაქი 2017 წლის საუკეთესო რომანად აღიარეს.
ბესიკ ხარანაული - დიდი სმა
"მე ამ წიგნში ზეიმი მაქვს შეკვეთილი და არა გლოვა" – განმარტავს ბესიკ ხარანაული თავიდანვე და მკითხველს დიდი სმის მისტიკურ რიტუალზე ეპატიჟება, რომ ყოფნა-არყოფნის მარადიული დრამა თავისებური სცენარით წარმოგვიდგინოს – ნათქვამია წიგნის პრესრელიზში, რომელიც დიდმა პოეტმა თავის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა.
ნინო ხარატიშვილი - მერვე სიცოცხლე (ბრილკას)
ნინო ხარატიშვილი ევროპაში საკმაოდ პოპულარული ქართველი ავტორია, რომელიც გერმანულ ენაზე წერს და დიდი ხნის განმავლობაში მას გერმანელი მკითხველი უფრო კარგად იცნობდა ვიდრე ქართველი. ახალი რომანი, როგორც ევროპელი კრიტიკოსების რეცენზიებიდან ვხვდებით, ხარატიშვილის კატალოგში კიდევ ერთი დიდი წარმატებაა და ჩვენც დიდი ინტერესით ველოდებით, როდის მოგვეცემა მისი გაცნობის საშუალება.
გამომცემლობა ალეფი
ჰერმან ბროხი - ვერგილიუსის სიკვდილი
დიდი ავსტრიელი მწერლის, ჰერმან ბროხის შემოქმედებას ქართველი მკითხველი მთვარეულებით იცნობს, რომელიც გამომცემლობა დიოგენემ რამდენიმე წლის წინ თარგმნა. ჰერმან ბროხი რობერტ მუზილთან და იოზეფ როთთან ერთად, ავსტრიული ლიტერატურის ერთ-ერთ გიგანტს წარმოადგენს, ვერგილიუსის სიკვდილი კი მისი მთავარი რომანია, რომლის ქართულად გაცნობის ბედნიერება ახლა პირველად გვეძლევა.
როგორც ჩანს, წლევანდელი საზაფხულო საკითხავების სიაში, ხარისხიანი ლიტერატურა არ მოგვაკლდება. მთავარია, ამ ყველაფრისთვის საჭირო დრო დაგვრჩეს.
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
კომენტარები